martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

სულთმოფენობა, მარტვილია

 

ტროპარი
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდებაჲ შენდა.
კონდაკი
რაჟამს-იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მოიყვანნა იგინი. ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.

 

უმთავრესი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება: ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა. ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულის-ზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწის-მოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღვსებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გასძლებს იგი მას შინა, როგორათაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებულ სახლში. ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოსა მადლსა სულისა წმიდისასა; გარნა მოინანია და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა; ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“. მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

 

როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".

წმ. კვიპრიანე კართაგენელი

 

სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება.

წმ. ირინეოს ლიონელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი III, თავი IV.

 

რამდენი ადამიანია, ვისაც ჩვენ ვთვლით არაფრად ჩასაგდებად, ცოდვილად, და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდნენ ღვთის სასუფეველში, ჩვენ კი, ვისაც მსაჯულის ადგილი დაგვიკავებია და განაჩენი გამოგვაქვს, შეიძლება თავად ვიქმნეთ მსჯავრდებულნი და ჯოჯოხეთში შთავხდეთ!

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

 

როგორც კი ვინმე მოყვასზე ბოროტს იტყვის, იმწამსვე მისი გული კეთროვანი ხდება.

წმ. ნილოს სინელი

 

სრულებითაც არ არის ახალი და უცნაური, რომ ვიწრო გზით მავალი გაჭირვებას განიცდის. ასეთია სიკეთის ბუნებრივი თვისება: მისი გზა მოფენილია შრომით, დიდი ძალისხმევით, ხრიკებითა და საშიშროებით. მაგრამ ასეთია გზა, ხოლო მის შემდეგ – გვირგვინები, ჯილდოები, გამოუთქმელი და დაუსრულებელი სიკეთეები. ასე რომ, ამით დაიმშვიდე თავი. ამასთანავე, მიმდინარე ცხოვრების სიხარულიცა და მწუხარებაც მასთან ერთად ჩაივლის და ამ ცხოვრებასთან ერთად დასრულდება. შესაბამისად, არც სასიხარულო მდგომარეობით უნდა აღვზვავდეთ და არც მწუხარებების გამო დავეცეთ სულით და დავმარცხდეთ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მოქმედებდა კრებების მეშვეობით. მართლმადიდებლური სული ის არის, რომ ეკლესიაში მოქმედებდეს კრება და მონასტრებში უხუცესთა კრება. იღუმენმა ან იღუმენიამ და იღუმენის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მთავარეპისკოპოსი პირველია თანასწორთა შორის, პატრიარქი კი პაპი არ არის. მას ისეთივე ხარისხი აქვს, როგორც დანარჩენ იერარქებს. თუმცა პაპს სხვა ხარისხი აქვს – ის ამაღლებულზე ზის და მას ფეხებს უკოცნიან! პატრიარქი ზის დანარჩენ იერარქებთან ერთად და თავმჯდომარეობს. ასევე იღუმენი და იღუმენია კრების წევრებთან მიმართებით პირველები არიან თანასწორთა შორის. მთავარეპისკოპოსს ან იღუმენს არ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. ღმერთი განანათლებს ერთ იერარქს ან კრების იქ მყოფ წევრს ერთ საკითხში, სხვას – სხვა საკითხში. ხომ ხედავთ, ოთხი მახარებელი ერთმანეთს ავსებს. ასევე აქაც, ყველა გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო როცა არსებობს საწინააღმდეგო აზრი, ის ფიქსირდება პროტოკოლში. რადგანაც, როცა საქმე მიდგება ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც სახარებისეული მცნებების საწინააღმდეგოა, და ადამიანი არ ეთანხმება, თუკი ის არ მოითხოვს, რომ მისი აზრი ჩაწერილ იქნეს, ისე გამოჩნდება, რომ ის თანახმაა. თუკი ის არაა თანახმა და ხელს აწერს თავისი აზრის დაფიქსირების გარეშე, ის კანონს არღვევს და პასუხისმგებელია, ის დამნაშავეა. მაგრამ თუკი ის გამოთქვამს თავის აზრს, ხოლო უმრავლესობა წინააღმდეგია, მაშინ ღვთის წინაშე ყველაფერი რიგზეა. თუკი ეკლესიაში კრება ან მონასტერში სინაქსის-კრება ვერ მოქმედებს როგორც საჭიროა, მაშინ შეიძლება გვეგონოს, რომ მართლმადიდებლური სული გვაქვს, მაგრამ გვქონდეს პაპისტური სული. მართლმადიდებლური სული ისაა, რომ თითოეულმა გამოთქვას და დააფიქსიროს თავისი აზრი, და არა ის, რომ არ ილაპარაკოს შიშისა და პირფერობის გამო, რათა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მთავარეპისკოპოსთან ან იღუმენთან. (წმ. პაისი მთაწმინდელი, სიტყვები, ნაწ. 1, სუროტი, თესალონიკი, 1998, გვ. 329-330).

 

კითხვა: თუკი ვინმე ქრისტეს ურწმუნო, მაგალითად, იუდეველი ან სამარიტელი, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებს, შევა ცათა სასუფეველში?

პასუხი: ვინაიდან უფალი ეუბნება ნიკოდიმოსს: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3,5), ცხადია, რომ ვერ შევა სასუფეველში. თუმცა არ დაკარგავს თავის მისაგებელს: ან იღებს თავის კეთილდღეობას სიმდიდრით, ფუფუნებით და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებებით, იმის მსგავსად, ვინც გაიგონა აბრაამისგან: „მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა“ (ლუკ. 16,25), ანდა მისი ხვედრი მომავალ საუკუნეში დიდად განსხვავებული იქნება იმათი ხვედრისგან, ვინც სიკეთეს არ აღასრულებდა. რამეთუ როგორც მართალთათვის აქვს ღმერთს მრავალი სავანე (იხ. იოან. 14,2), ასევე ცოდვილთათვისაც მრავალი სხვადასხვა სასჯელია.

წმ. ანასტასი სინელი (კითხვა-პასუხი, კ.7)

 

ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ. (წმ. ნიკოლოზ სერბი)

 

ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

მზვაობარ ფარისეველს უფლის მადლობა და დიდება განუზრახავს: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18,11) – ამბობს იგი. ის აშკარა შეცოდებებს ჩამოთვლის, რომლებიც ყველამ შეიძლება დაინახოს; მაგრამ სულიერ ვნებებზე – სიამაყეზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, ორგულობაზე – სიტყვასაც არ ამბობს. არადა სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! სწორედ ისინი აბნელებენ, კლავენ სულს, სინანულის უნარს უკარგავენ! ისინი სპობენ მოყვასის სიყვარულს და შობენ (მოყვასის მიმართ) დაბრკოლებას – სიცივით, სიამაყით და სიძულვილით ავსებულს! მზვაობარ ფარისეველს განუზრახავს მადლობა შესწიროს ღმერთს საკუთარი კეთილი საქმეების გამო, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან; ღმერთს მის წინააღმდეგ საშინელი განაჩენი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18,14)“.

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

როგორც სიყვარულია ყველა სათნოებაზე აღმატებული, ასევე ყველა ცოდვაზე უმძიმესია ძმის სიძულვილი, რადგან ვისაც სძულს ძმა, ის მკვლელია, როგორც მოციქულმა თქვა (1 იოან. 3,15). ვისაც ძმა სძულს, მას თვითონ ღმერთი სძულს.

წმ. ეფრემ ასური

 

იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღვთისას ეშმაკისაში.

წმ. იოანე ოქროპირი

 

ცხონება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის საშუალებით – „მიუტევეთ და მოგეტევნენ“, და ეს არის სჯულის აღსრულება. (წმ. მაკარი დიდი)

 

აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“  – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...

წმ. პორფირი კავსოკალიველი

 

ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე. 

წმ. პიმენ დიდი

 

მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.

წმ. ანტონი დიდი

 

თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.

წმ. პაისი ათონელი

 

სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.

წმ. ალექსი ბერი, შუშანია

 

სიახლეები

16 მაისი 2025

მოღვაწეობა: წიგნი წმიდისა მამისა დოროთესი

 
8 იანვარი 2025

ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ

 

25 დეკემბერი 2024

პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა

 

15 აპრილი 2024

ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები

 

18 ნოემბერი 2023

ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები

 

2 ნოემბერი 2023

საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ

 

24 ივლისი 2023

მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)

 

8 დეკემბერი 2022

ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ

 

18 ივნისი 2022

განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ

 

15 აპრილი 2022

მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები

 

10 აპრილი, 2021

მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა