martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ჭეშმარიტი სიბრძნისა და ამაო სიბრძნის შესახებ

 

ამა სოფლის სიბრძნის მეშვეობით ჩვენ ვერ ჩავწვდებით იმას, რაც ჩვენზე აღმატებულია. განა ცხადი არ არის, როგორი სასარგებლოა ჩვენთვის სწავლების მიღება სულიწმიდისაგან? ასეთი სწავლება ყველაზე იოლი და ყველაზე ნათელია. „ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს“ (1 კორ. 2,16) – ანუ სულიერი, ღვთაებრივი, რომელშიც არაფერია კაცობრივი; არა პლატონისა, არა პითაგორასი, არამედ თავისი ამცნო ქრისტემ ჩვენს გონებას. (წმ. იოანე ოქროპირი)

აი ეკლესიასტეს დასკვნითი მტკიცებულება: „სიმრავლესა შინა სიბრძნისასა სიმრავლე მეცნიერებისაჲ არს და რომელმან შესძინოს ცნობად, შესძინოს მას სალმობაჲ“ (ეკლესისტე 1, 18). ასე რომ, მრავალი და უსარგებლო გარეშე მეცნიერების შესწავლით, კაცობრივი სიბრძნითა და მრავლისმცოდნეობით, რაც ძილის გატეხვითა და შრომით მოიპოვება, ამისთვის ძლიერად მზრუნველებს არა მარტო არავითარი აუცილებელი, საჭირო და მარადიული ცხოვრებისკენ მიმყვანებელი არ ემატებათ, არამედ პირიქით, მწუხარება მატულობს. ყოველივე ამდაგვარს დამშვიდობებულებმა უნდა ვიფხიზლოთ გალობაში, ლოცვა-ვედრებაში ჩვენი შემოქმედის, ღმერთისა და უფლის მიმართ, ამაში ვიყოთ შეუპოვარნი, ამით დავკავდეთ, ამ გზით ავამაღლოთ გული და გონება ღვთის მიუწვდომელი სიმაღლისაკენ... (წმ. გრიგოლ ნოსელი)

ჩვენ გამოვამჟღავნეთ ორი მნიშვნელობა, რომლებსაც აღნიშნავს სიტყვა ჭეშმარიტება. ერთი – იმის მიწვდომაა, რასაც ნეტარი ცხოვრებისაკენ მივყავართ, მეორე – ამა ქვეყნის საგნების შესახებ რაიმე სარწმუნო ცოდნა. ცხონების შემწე ჭეშმარიტება ცხოვრობს სრულყოფილი კაცის წმინდა გულში, რომელიც უზაკველად გადასცემს მას მოყვასს; და თუკი ჩვენ არ გვეცოდინება ჭეშმარიტება მიწისა და ზღვის შესახებ, ვარსკვლავების, მათი მოძრაობისა და სიჩქარის შესახებ, ეს სრულიადაც არ შეგვიშლის ხელს აღთქმული ნეტარების მიღებაში. (წმ. ბასილი დიდი)

ასეთია სულიერი ცხვრების კანონი: სულაც არ საჭიროებდნენ რამენაირ ხმას ეკლესიის გარედან და, როგორც უფალი ამბობს, უცხო ხმას არა უსმინონ (იოან. 10,5). (წმ. გრიგოლ ნოსელი)

მაგრამ ბოროტი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის მზაკვრულად განგვაშოროს სიკეთისაგან, ქსოვს ჯადოებს ჩვენი სულებისთვის და თითქმის განუხსნელად კრავს მათ ხუნდებით, რომლებიც სასურველია სულელებისთვის; შთააგონებს დაინახონ ამ (ამსოფლიურ) ცოდნაში დიდი სიღრმე და სიფართოვე, როგორც სხვებს ანახებს სიმდიდრეს ან ნაძრახ დიდებასა და ხორციელ სიტკბოებას, რომ მათ დევნაში დაიხარჯოს მთელი სიცოცხლე და ვერ შევძლოთ მაგრად მივეკრათ სულის განმწმენდელ მეცნიერებას, რომლის დასაწყისია – შიში ღვთისა, რომელიც შობს განუწყვეტელ ლმობიერ ლოცვას ღვთისადმი და სახარებისეული მცნებების დაცვას, რასაც მოყვება ღმერთთან შერიგება, როცა შიში სიყვარულად გადაიქცევა, და ლოცვის მტანჯველობა, სიტკბოებად ქცეული, აღმოაცენებს განათლების ყვავილს, რომლისგანაც ნელსურნელებასავით, ამ ყვავილის მატარებელზე რომ იღვრება, მოდის ღვთის საიდუმლოთა შეცნობა. აი ჭეშმარიტი მეცნიერება და შეცნობა; და მისი საწყისის, ანუ ღვთის შიშის, დატევნასაც კი ვერავინ შეძლებს იმათგან, ვისაც ვნებიანად უყვარს ამაო ფილოსოფია, ვინც გახლართული და თავბრუდახვეულია მისი ხვეულებითა და თეორიებით. რადგანაც, როგორ შევა სულში შიში ღვთისა, ან შესული როგორ გაჩერდება, როცა ის წინასწარ დაკავებულია, მოჯადოებულია და თითქოს დავიწროებულია ყოველგვარი მრავალსახოვანი მსჯელობებით, თუკი ყველა მათგანს არ გამოეთხოვება და თავს ღმერთს არ მიუძღვნის და მის მიმართ სიყვარულით არ აღივსება მცნების თანახმად? ტყუილად არაა ღვთის სიბრძნისა და ჭვრეტის დასაბამი შიში ღვთისა: ის ვერ ეგუება უცხო ღმერთებს, იხსნის სულს ყოველგვარი სიბილწისაგან და თითქოს მოასწორებს მას ლოცვით, ჰყოფს მას საწერი დაფასავით, რომელიც ვარგისია სულის (სული წმიდის) ნიჭების აღსაბეჭდად. (წმ. გრიგოლ პალამა)

ევსტათი სებასტიელისადმი წერილში ბასილი (დიდი) წუხს იმ წლების გამო, რომლებიც ამ (გარეშე) მეცნიერებების შესწავლაში გაატარა: „დიდი დრო დავხარჯე ამაოებაში და თითქმის მთელი ახალგაზრდობა დავღუპე ფუჭ შრომაში, რომელიც წამოვიწყე, როცა ვცდილობდი შემეთვისებინა ღვთისაგან განცოფებული სიბრძნე, და ერთხელ, თითქოსდა ღრმა ძილისაგან გამოღვიძებულმა, დავინახე უვარგისობა სიბრძნისა, რომელიც არის „მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან“ (1 კორ. 2,6), დავღვარე მრავალი ცრემლი ჩემი საცოდავი ცხოვრების გამო და ვილოცე, რომ მომნიჭებოდა რამენაირი ხელმძღვანელობა“.  გესმის, როგორ იწოდებიან მეცნიერება და ცოდნა, რომელთა განდიდებისთვის აწ ტყუილად ირჯება ის ხალხი? მათი სახელებია – ამაოება, ფუჭი შრომა, განცოფებული სიბრძნე, განქარვებადი სიბრძნე, სიბრძნე ამის სოფლისა და მთავართა მისთა, სიბძნე, დამღუპველი ღვთის სათნო ცხოვრებისა. ტყუილად როდი ნანობდა ამგვარად ჭეშმარიტი სიბრძნის მოყვარე, რომ დაკარგა დრო ამქვეყნიური მეცნიერებების შესწავლაში, და ვერ ჰპოვა მათში ვერანაირი ხელმძღვანელობა ჭეშმარიტი ცოდნის მისაღებად. (წმ. გრიგოლ პალამა)

ყოველივეს ყველა მათგანში (მოციქულებში) იქმოდა და სრულყოფდა ღვთის ძალა. სხვაგვარად როგორ შეძლებდნენ ასეთ ბრძნობას მეზვერე, მეთევზე, უსწავლელი? რასაც წარმართი ბრძენნი სიზმარშიაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, იმაზე მოციქულები დიდი შემაგონებლობითა და დამაჯერებლობით ქადაგებენ... მიწიერის დამტევებელნი მხოლოდ ზეციურზე საუბრობენ, გვთავაზობენ სხვა ცხოვრებას და ცხოვრების ახალ სახეს, სხვა სიმდიდრესა და სხვა სიგლახაკეს, სხვა თავისუფლებასა და სხვა მონობას, სხვა სიცოცხლესა და სხვა სიკვდილს, სხვა მშვიდობას, ცხოვრების სხვაგვარ წესდებას, – ყოველივეს სხვაგვარს. (წმ. იოანე ოქროპირი)

ცოდნა უნდა წარგვიძღვეს ჭეშმარიტებისკენ, ზნეობისკენ, ღმერთისკენ, სიყვარულისკენ. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

როგორ ჰგვანან ბუს თვალებს ამაო სიბრძნით დაკავებულები! ბუს ღამით მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ როგორც კი მზე ამოდის, თვალთ უბნელდება. მათაც (ამაო სიბრძნის მოყვარულებს) ძალიან გამახვილებული აქვთ გონება ფუჭი გამომეძიებლობისადმი, მაგრამ დაბნელებული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შეცნობის მიმართ. (წმ. ბასილი დიდი)

სიბრძნე ამა სოფლისა, რომელშიაც საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი მრავალ წარმართსა და უღმერთოს, თავისი არსით უშუალოდ უპირისპირდება სულიერ, საღვთო სიბრძნეს. შეუძლებელია, ადამიანი თანადროულად ორივე მათგანის მიმდევარი იყოს; იგი აუცილებლად უნდა განუდგეს ერთ-ერთს. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

როდესაც კაცის გონება ათასგვარი ზრუნვითაა დაკავებული, მას არ შეუძლია ნათლად უმზიროს ჭეშმარიტებას. (წმ. იოანე ოქროპირი)

გონება, რომელსაც თავი ბრძენი ჰგონია, უწყლო ღრუბელია, მზვაობრობისა და ამპარტავნების ქარებით მიმოტაცებული. (აბბა თალასე)

ყველაზე მეტად იმან შეიცნო საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. (წმ. იოანე ოქროპირი)

ხშირად გამოიკვლიე საკუთარი თავი: საით იცქირებიან შენი გულის თვალები – ღმერთისკენ, საუკუნო ცხოვრებისკენ, ზეცას დამკვიდრებული სამაგალითო, ნეტარი, ნათელშემოსილი ზეციური ძალებისა და წმინდანებისკენ, თუ – ამასოფლისკენ, ამსოფლიური სიკეთეებისკენ: საჭმელ-სასმელისკენ, სამოსელისკენ, საცხოვრებელისკენ, ცოდვილი ადამიანებისკენ და მათი ამაო საქმიანობისკენ? (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ყველაზე იოლია, მოატყუო საკუთარი თავი, და ფუჭი დიდებით აღზვავებულმა თავი რაღაცად მიიჩნიო, როცა არაფერი ხარ. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

საკუთარი თავის მხილველი ანგელოზების მხილველზე მაღლაა. (წმ. ისააკ ასური)

მრავლს სურს იმის გაგება, რაც უცხო ქვეყნებში ხდება, მაგრამ იმას კი არ იკვლევენ, რაც საკუთარ სულშია. (წმ. ტიხონ ზადონელი)

არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ვიცოდეთ საკუთარი უძლურება და უმეცრება, და არაფერია ამის არცოდნაზე უარესი. (წმ. იოანე დამასკელი)

საკუთარი თავისა და საკუთარი ცოდვილობის შეცნობა ცხონების დასაბამია, რადგან საკუთარი უბედურების შეცნობას კაცი იმ საშუალების მოძიებისკენ მიჰყავს, რომელიც ამ უბედურებისგან იხსნის. (წმ. ტიხონ ზადონელი)

 მანამდე ნუ დაიძინებ, სანამ დღის განმავლობაში შენს მიერ ჩადენილ ცოდვებს არ ჩაუფიქრდები. (წმ. იოანე ოქროპირი)

რაც უფრო უყურადღებოა კაცი საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს თავს. ხოლო მას, ვინც ცდილობს თავი ვნებებისა და უწესრიგო მოქმედებებისგან განიწმინდოს, რცხვენია ცისკენ, ღმერთისკენ ახედვა, რადგან ხედავს, რომ ძალიან შორსაა ღვთისგან. (აბბა ისაია)

უმჯობესია, შეუდარებლად უმჯობესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე მთელ ქვეყნიერებას.  (წმ. ტიხონ ზადონელი)

როცა ჩიტები მაღლა, ჰაერში ლივლივებენ, მათ ბადეში ვერ გააბამ; ასევე ვერც შენ დაგიჭერენ ვნებებისა და საცდურების მახეები, როცა ზეციურს შეჰყურებ. ვინც მთის მწვერვალზე ავა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ ეჩვენება, ხოლო მიწაზე მოსიარულე ადამიანები – ჭიანჭველებად. ასევე შენც, თუკი კეთილმსახურების სიმაღლეზე ახვალ, ყოველივე მიწიერი არაფრად ღირებულად მოგეჩვენება. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა