martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ბერი სილუანი (ათონელი)

 

სწავლანი სულიერი ომის შესახებ

 

ჩვენი ბრძოლა ყოველ დღე და ყოველ ჟამს მიმდინარეობს.

თუკი ძმა გაკიცხე, ან განიკითხე, ან დაამწუხრე, – დაკარგე სიმშვიდე. თუ აღზვავდი ან ძმაზე უმჯობესად მიიჩნიე თავი, – დაკარგე მადლი. თუკი სიძვის გულისსიტყვა მოგივიდა და მყისიერად არ განდევნე იგი, – შენი სული დაკარგავს ღვთის სიყვარულს და კადნიერებას ლოცვაში. თუ ძალაუფლება ან ფული გიყვარს, – ვერასოდეს შეიცნობ ღვთის სიყვარულს. თუკი საკუთარი ნება აღასრულე, – დამარცხებული ხარ მტრის მიერ და მოწყინება შემოვა შენს სულში. თუკი ძმა მოიძულე, – ეს ნიშნავს, რომ განეშორე ღმერთს და ბოროტი სული დაგეუფლა.

 თუკი ძმას სიკეთეს გაუკეთებ, – სინდისის განსვენებას მოიპოვებ. თუკი საკუთარ ნებას მოიკვეთავ, – მტრებს განდევნი და სულის სიმშვიდეს შეიძენ.

თუ ძმას წყენას ჰპატიობ და მტრები გიყვარს, – ცოდვათა შენდობას მიიღებ და უფალი მოგანიჭებს სულიწმიდისმიერი სიყვარულის შეცნობას.

ხოლო როცა სრულიად დამდაბლდები, მაშინ მოიპოვებ სრულყოფილ სიმშვიდეს ღვთის მიერ.

 

. . .

რატომ იტანჯება ადამიანი ამ ქვეყანაზე, რატომაა მწუხარებებითა და უბედურებებით გარემოცული?

იმიტომ ვიტანჯებით, რომ სიმდაბლე არ გაგვაჩნია. მდაბალ სულში სული წმიდა მკვიდრობს, და ის ანიჭებს სულს თავისუფლებას, სიმშვიდეს, სიყვარულს, ნეტარებას.

ვიტანჯებით იმიტომ, რომ არ გვიყვარს ძმა. უფალი ამბობს: „გიყვარდეთ ერთმანეთი და ჩემი მოწაფეები იქნებით“. ძმის სიყვარულისთვის მოდის ჩვენთან ღვთის სიყვარული. ტკბილია სიყვარული ღვთისა; ის სული  წმიდის ნიჭია და სრულად მხოლოდ სული წმიდის მიერ შეიცნობა. მაგრამ არის საშუალო სიყვარული, რომელიც ადამიანს აქვს მაშინ, როდესაც ცდილობს ქრისტეს მცნებების დაცვას და ეშინია, რაიმეთი არ შეურაცხყოს ღმერთი; ესეც კარგია. ყოველდღიურად უნდა ვაიძულოთ თავი სიკეთის საკეთებლად და მთელი ძალით ვეცადოთ – ვისწავლოთ ქრისტესმიერი სიმდაბლე.

 

 

. . .

ადამიანები არ სწავლობენ სიმდაბლეს და თავისი ამპარტავნების გამო არ შეუძლიათ სული წმიდის მადლის მიღება, ამიტომაც იტანჯება მთელი მსოფლიო. ადამიანებს რომ შეეცნოთ უფალი, როგორი მოწყალე, მდაბალი და მშვიდია იგი, – ერთ საათში მთელი მსოფლიო სახეს შეიცვლიდა და ყველას უდიდესი სიხარული და სიყვარული ექნებოდა.

მოწყალე უფალმა სინანული მოგვანიჭა, და სინანულით ხდება ყველაფრის გამოსწორება. სინანულით ცოდვათა შენდობას ვიღებთ; სინანულისთვის გვენიჭება სული წმიდის ნიჭი, და ასე შევიცნობთ ღმერთს.

თუკი ვინმემ სიმშვიდე დაკარგა და იტანჯება, დაე შეინანოს, და უფალი მიანიჭებს თავის მშვიდობას.

თუკი რომელიმე ხალხი ან სახელმწიფო იტანჯება, ყველამ უნდა შეინანოს, და მაშინ ღვთის მიერ ყველაფერი გამოსწორდება.

 

. . .

წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღვთის მცნებები მძიმე არაა, მსუბუქია (1 იოან. 5,3). მაგრამ მსუბუქია მხოლოდ სიყვარულისგან, ხოლო თუკი სიყვარული არაა, მაშინ ყველაფერი ძნელია. ამიტომ დაიმარხე სიყვარული, ნუ დაკარგავ, რადგან, თუმცა კი შესაძლებელია მისი დაბრუნება, მაგრამ ეს გვეძლევა მრავალი ცრემლითა და ლოცვით, ხოლო სიყვარულის გარეშე ძნელია ცხოვრება ქვეყნად. და ვინც სიძულვილშია, – ეს სულის სიკვდილია, რისგანაც დაე დაგვიფაროს უფალმა.

 

. . .

სულს მტერთან ომი სიკვდილამდე აქვს. და თუკი ჩვეულებრივ ომში მხოლოდ სხეულს კლავენ, ჩვენი ომი უფრო ძნელი და საშიშია, რადგან შეიძლება სულიც დაიღუპოს.

ჩემი ამპარტავნების გამო უფალმა დაუშვა, მტერი ორჯერ ისე შებრძოლებოდა ჩემს სულს, რომ სული ჩემი იდგა ჯოჯოხეთში, და შემიძლია ვთქვა, რომ თუკი სული მხნეა, – გაუძლებს, და თუ არა – შეიძლება სამუდამოდ დაიღუპოს. ყველას, ვინც ჩემნაირად მოხვდება ასეთ განსაცდელში, ვწერ:  სდეგით ახოვნად და მტკიცედ დაამყარეთ სასოება ღმერთზე, – და მტრები ვერ გაუძლებენ, რადგან უფალმა დაამარცხა ისინი. ღვთის მადლით შევიცანი, რომ უფალი მოწყალებით ზრუნავს ჩვენზე, და არც ერთი ლოცვა, არც ერთი კარგი აზრი არ დაგვეკარგება ღვთის წინაშე.

ხშირად უფალი თითქოს არ გვისმენს; მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამპარტავნები ვართ და სასარგებლო არაა ჩვენთვის. ძნელია საკუთარ თავში ამპარტავნების შეცნობა, მაგრამ უფალი ამპარტავანს მიატოვებს, რომ დაიტანჯოს საკუთარი უძლურებით, სანამ არ დამდაბლდება. ხოლო როცა დამდაბლდება სული, მაშინ მტრები დამარცხებულნი არიან, და სული დიდ განსვენებას ჰპოვებს ღვთის მიერ.

 

 . . .

გახსოვდეს ორი გულისსიტყვა და გეშინოდეს მათი. ერთი ამბობს: წმინდანი ხარ; მეორე – ვერ ცხონდები. ეს ორივე გულისსიტყვა მტრისგანაა და არაა მათში ჭეშმარიტება. შენ ასე იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს ცოდვებს. გწამდეს ასე, და მოგეცემა ეს: მოგიტევებს უფალი. მაგრამ შენს მოღვაწეობაზე არ დაამყარო სასოება, თუნდაც რომ ბევრს მოღვაწეობდე.

ერთი მოღვაწე მეუბნებოდა: „მე აუცილებლად უნდა შეწყალებულ-ვიქნე, რადგან ყოველ დღე ამდენ მუხლმოდრეკას აღვასრულებ“; მაგრამ როდესაც სიკვდილი მოვიდა, მან პერანგი შემოიხია.

ასე რომ, არა ჩვენი მოღვაწეობისთვის, არამედ უსასყიდლოდ, თავისი სიკეთით გვწყალობს ღმერთი.

 უფალს სურს, რომ სული იყოს მდაბალი, უბოროტო და ყველას სიყვარულით პატიობდეს; მაშინ უფალიც სიხარულით აპატიებს. უფალს ყველა უყვარს, და ჩვენც მას უნდა ვბაძავდეთ და ყველა უნდა გვიყვარდეს, და თუკი უძლურნი ვართ, ვითხოვოთ, და უფალი უარს არ გვეტყვის, შეგვეწევა თავისი მადლით.

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) - ბერი სილუანი, ცხოვრება და სწავლებები

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა