martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამები სოდომური ცოდვის შესახებ

წმ. ეფრემ ასური

მოვიდა სოდომში საღამოს ორი ანგელოზი (დაბ. 19,1). ლოთმა მიიღო ისინი. „და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. და განუწოდდეს ლოთს და იტყოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ“ (დაბ. 19,4-5). მართალი ლოთი ვერ შეაშინა მრავალი სოდომელის დანახვამ და არ ჩაუგდო უსჯულოებს ხელში ეს მგზავრები. ძაღლებივით უყეფავდნენ სოდომელები, მან კი გადაწყვიტა თავის კართან მომკვდარიყო, ვიდრე მათი უსჯულოების მოზიარე გამხდარიყო. ამიტომაც შეიმოსა ჯაჭვი სარწმუნოებისა და გახდა მცველი კეთილმსახურებისა. ბოროტი ჩვეულებით გახრწნილნი კი „აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა. ხოლო კაცთა მათ განყუნეს ხელნი და შეიტანეს ლოთ ხელთა მიმართ თვისთა და კარი სახლისა დახშეს. ხოლო კაცთა, მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიხსნნეს ძიებითა კარისათა“ (დაბ. 19,9-11). ვინ იტყვის, რომ ეს საძულველი ცოდვა არაფერს ნიშნავს? თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ამით ღმერთს დავადანაშაულებთ უსამართლობაში, თითქოსდა არაფრის გულისთვის გაანადგურა სოდომის ქალაქები. ამგვარად, ჭეშმარიტების მიერ დარწმუნებულებმა დავიცვათ თავი ყოველგვარი ცოდვისაგან, განსაკუთრებით კი ამ უწმინდური, საძაგელი ავხორცობისგან.

 

კვლავ მინდა ძმური რჩევა მოგცე: დაე ნუ გაცდუნებენ უსჯულო საქმეების ჩასადენად ავხორცი, საკუთარ სულში სასოწარკვეთილი ადამიანები. ისინი სოდომელთა ნაშიერები არიან, რადგან ვინც მათი საქმეებისთვის იღვწის, მას აუცილებლად მათი შვილი უნდა ეწოდოს. ამრიგად, გაექეცი მათ საქმეებს, მათ მიბაძვას, რომ სასჯელთან ერთად სახელწოდებასაც გადაურჩე. საშიში მიზნები და საძაგელი ზნე აქვთ დამღუპველ მაცდურებს. ერთნი აშკარად ცდილობენ ცდუნებას, სხვები კი კეთილმსახურებითა და ფარისევლური სიმდაბლით ინიღბებიან, როგორც დაწერილია: „აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარჰყოფდენ“ (2 ტიმ. 3,5)... არც ღვთის შიში აქვთ და არც ღვთის შემეცნება, და „არა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ“ (რომ. 1,32). ამიტომ დიდ და მძიმე უსჯულოებას უმნიშვნელოს უწოდებენ, რათა ყოველი ადამიანი მოინადირონ და ღვთის მცნებების დარღვევამდე მიიყვანონ. როგორც ლომებზე მონადირენი, შუბს რომ გალესავენ, შემდეგ შავი საღებავით ფარავენ რკინის ელვარების შესასუსტებლად, და ამის შემდეგ ლომს სასიკვდილო დარტყმას აყენებენ; ასევე ეს ხალხი მათდამი მიმნდობებს ცოდვის სიმცირეში არწმუნებენ, უსჯულო ტკბილსიტყვაობით აცდუნებენ და მათ სულებს დაღუპვისკენ მიაქანებენ. როგორც ზოგიერთი სოროდან უამრავი შხამიანი გველი ამოძვრება ხოლმე, ასევე ამგვარი ადამიანების გულიდან მრავალი მზაკვრული მსჯელობა გამოდის, რამეთუ ნათქვამია: „გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა“ (იგავ. 6,14).

 

დიდი სჯულისკანონი. წმ. ბასილი დიდის მეშვიდე კანონი

მამათმავალნი, პირუტყვთა განმხრწნელნი, კაცისმკვლელნი, მომწამვლელნი, მემრუშენი და კერპთთაყვანისმცემელნი ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებენ...

 

სჯულისკანონის განმმარტებელი, ეპისკოპოსი ნიკოდიმ მილაში: ეს კანონი მძიმე საეკლესიო სასჯელს ადებს გარკვეული სახის დამნაშავეებს, რომელთა შორის პირველ ადგილას მამათმავლები არიან ნახსენები. ამგვარი უსჯულოებანი ყველაზე მდაბალი და სამარცხვინოა და ბუნების საწინააღმდეგო ცოდვებს განეკუთვნება. სხვაგვარად ამ უსჯულოებებს სოდომური ცოდვა ეწოდება, ბიბლიური ქალაქის, სოდომის გამო, რომლის მაცხოვრებლებმა ყოველგვარი უსჯულოებით ღვთის რისხვა გამოიწვიეს (დაბ. 18,20 და შემდგომი).

 

წმ. იოანე ოქროპირი

მკვლელი სხეულისაგან სულს განაშორებს, ხოლო მამათმავალი სხეულთან ერთად სულსაც ღუპავს. რომელი ცოდვაც გინდა დაასახელო, ვერც ერთი ვერ შეედრება ამ უსჯულოებას. ის, ვინც ამას ჩადის, რომ აცნობიერებდეს რას აკეთებს, უთვალავ სიკვდილს ამჯობინებდა, ოღონდ ამ ცოდვაში არ ჩავარდნილიყო. არაფერი, არაფერი არ არსებობს ამ წაბილწვაზე უფრო უგუნური და მძიმე. თუკი პავლემ სიძვაზე მსჯელობისას თქვა: „ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს“ (1 კორ. 6,18), მაშ ამ სიცოფეზე რაღა უნდა ითქვას, რომელიც იმდენად უარესია სიძვაზე, რომ გამოთქმაც კი შეუძლებელია?

 

მათ (სოდომ-გომორელებმა) ბუნებრივი კანონები გააუკუღმართეს, უცნაური და უკანონო აღრევა მოიგონეს. ამიტომაც მოაწია ღმერთმა მათზე არაჩვეულებრივი სახის სასჯელი, მათი უსჯულოების გამო თვით მიწის წიაღი განგმირა და სამუდამო ძეგლი დატოვა მომავალი თაობებისთვის, რომ მათ არ გაბედონ ამგვარი საქმეები, რათა იგივე სასჯელი არ ეწიოთ. მსურველს შეუძლია მოინახულოს ეს ადგილები და იხილოს ის მიწა, რომელიც, ასე ვთქვათ, ღაღადებს და საკუთარ თავზე გამოაჩენს სასჯელის ნაკვალევს: ამდენი წლის შემდეგ ისე აშკარად ცხადდება მასზე რისხვა (ღვთისა), თითქოს სასჯელმა გუშინ ან დღეს დილით განგმირა.

 

წმ. გრიგოლ დიდი

დაბადების წიგნის მოწმობიდან ვიცით, რომ „უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ (გოგირდი) და ცეცხლი“ (დაბ. 19,24), რათა ამ ქალაქების მაცხოვრებლები ცეცხლსაც დაეწვა და გოგირდის სუნსაც დაეტანჯა. ისინი უსჯულო სიყვარულით იწვოდნენ ხრწნადი სხეულის მიმართ და ამიტომაც დაიღუპნენ ცეცხლისა და სიმყრალისაგან, რათა თავიანთ სასჯელში შეეცნოთ, რომ მარადიულ ტანჯვას თავიანთი ვნებების სიმყრალით ტკბობის გამო მიეცემიან.

 

წმ. ისიდორე პელუსიელი

ღმერთი კაცთმოყვარე რომ არის, ეს ზედმიწევნით ვიცი, მაგრამ ძალიან მკაცრად რომ სჯის მათ, ვინც მის კაცთმოყვარებას არაფრად აგდებს, ამის შესახებ წმიდა წერილიც აცხადებს და ამბებიც მოწმობენ. ვინ გამოგზავნა წარღვნა? ვინ დაწვა სოდომის მიწა მაცხოვრებლებთან ერთად? ვინ დასაჯა იერუსალიმი? ვინ ჩააგდო ტყვეობაში იუდეველები და მთელ დედამიწაზე მიმოფანტა, როგორც ლტოლვილები და დასჯილი მონები? ამიტომაც ნუ ჩავიდენთ ცოდვას ღვთის კაცთმოყვარების იმედით, არამედ დავუფიქრდეთ მის მართლმსაჯულებას...

 

ნეტარი თეოდორიტე კვირელი

„გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა – ამპარტავანებაჲ, და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ხელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს, და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა, და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე“ (ეზეკ. 16,49-50).

სიკეთეთა სიუხვით მეტისმეტად რომ გაძღნენ, ამპარტავნებასა და ქედმაღლობას მიეცნენ; და ყოველგვარი სიამოვნებით დამტკბარნი უგულებელყოფდნენ სიგლახაკეში მცხოვრებთ, ხოლო ამისგან ჩაცვივდნენ უკიდურეს გარყვნილებაში, და განიცადეს მათი უსჯულო საქმეების შესაბამისი სასჯელი.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

[სოდომისა და გომორის] მაცხოვრებლებს უხვად გააჩნდათ ამქვეყნიური სიკეთეები და მიეცნენ ნაყროვანების ვნებას... სოდომის უსჯულოება იყო ამპარტავნება, გაუმაძღრობა და ღვინის უზომოდ სმა. გაუმაძღრობა შობს ხორციელ მდგომარეობას, რომელიც განუყოფელია ხორციელი აზროვნებისგან, ანუ იმ კაცის აზროვნების სახისგან, რომელიც „ჰბაძვიდა პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფსალმ. 48,12). ხორციელი აზროვნების განუყრელი, მთავარი, არსებითი თვისებაა ამპარტავნება, რომელიც კარია ყოველი ცოდვისა და ბიწისა. ამპარტავანი უცხოა ღვთის მსახურებისგან, ღვთისმოშიშებისგან, საღმრთო და საერო კანონების პატივისცემისგან, უცხოა მოყვასის, მისი კეთილდღეობის, მისი ცხოვრების პატივისცემისგან, უცხოა საკუთარი თავის შეცნობისგან, უცხოა სათნოებისგან, მტერი და ბოროტმოქმედია როგორც ადამიანებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის. ის ყოველგვარი უკანონობის მკადრებელია, თითქოსდა რაღაც განსაკუთრებული ნებართვა ჰქონდეს მათ ჩასადენად. ამპარტავანი – ესაა ადამიანი გაქვავებული გულით და დემონური გონებით. სოდომელებში გაუმაძღრობისგან განვითარდა ხორციელი მდგომარეობა, რომლის სული შეიქნა ამპარტავნება. ბრმა ამპარტავნებისა და ხორციელი მდგომარეობის გაერთიანებით იშვა მათი დამახასიათებელი ნაშიერი – გაუმაძღარი, თავაწყვეტილი გარყვნილება. არ კმაყოფილდებოდა ეს გარყვნილება ბუნებრივი სიამოვნებით, მან არაბუნებრივი მოინდომა, გააფთრებით მიისწრაფა მისკენ.

„ხოლო კაცნი სოდომისნი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისა“ (დაბ. 13,13), ამბობს წმიდა წერილი. მათი ცოდვები არ იკურნებოდა გაძლიერებული მკურნალობით. გონს ვერ მოვიდნენ სოდომელები, არ მოინანიეს ცოდვებში ცხოვრება არც უცხოტომელთა და მათი მეფის ხელში თორმეტწლიანი მონობის შემდეგ, არც მათი ჯარის დამარცხებისა და მრავალი მაცხოვრებლის დატყვევების შემდეგ. მოხმობილ იყო ზეციური სასჯელი შეუნანებელი ცოდვილების მიერ, რომლებიც უკან მოუბრუნებლად იყვნენ მიცემულნი ცოდვას. ღმერთი აუწყებს თავის წინასწარმეტყველს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან“ (დაბ. 18,20-21).

 

რუის-ურბნისის კრების 18-ე კანონიდან

ღვთის განმამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი – კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებელიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არცერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: „სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები“ (შდრ. შესაქმ. 18,20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდება! კაცთათვის ღვთისგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ...

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა