martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

შენიშვნები "რეინკარნაციის" შესახებ


იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილ­შემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა).

ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია.

ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასა­გებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო.

სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს.

საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართ­ლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას.

სულთა გადასახლების იდეამ დასავლეთში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მრავალი შემთხვევა იყო, რომელიც "წინარე ცხოვრების გახსენების" აზრს აღძრავდა; მრავალ ადამიანს სჯერა აგრეთვე "სხეულგარეშე" ყოფნის შემდეგ, რომ ეს განცდები ნერგავენ, ანუ შთააგონებენ სულთა გადასახლების შესახებ იდეას. რა შეიძლება ამ შემთხვევებზე ვიფიქროთ?

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ მოიპოვება გაურკვეველ და შემთხვევით "მტკიცებულებაზე" უფრო წონადი ფაქტები, რომელთა ახსნაც არ შეიძლება, როგორც ფანტაზიის უბრალო ნაყოფისა: ბავშვი კისერზე ლაქით გაჩნდა, ხოლო შემდეგ "ახსენდება", რომ "წინარე ცხოვრებაში" იგი ცხენის ქურდობისთვის ჩამოახრჩვეს; ადამიანს სიმაღლის შიში აქვს და შემდეგ "ახსენდება", რომ "წინარე ცხოვრებაში" გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა... და სხვა ამგვარი. ფანტაზიისადმი ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება ამგვარ შემთხვევებს სულთა გადასახლების "დასამოწმებლად" უსარგებლოს ხდის.

ამგვარი "წინარე ცხოვრების" შემთხვევები ხშირად ჰიპნოზური მეთოდის საშუალებით იქნა გამოვლენილი, რომელიც "რეგრესიული ჰიპნოზის" სახელითაა ცნობილი და რომელმაც ხშირ შემთხვევაში განსაცვიფრებელი შედეგები გამოიღო ცნობიერი გონებით დიდი ხნის წინ მივიწყებული ამბების გახსენებაში (ყრმობის ასაკის ჩათვლით). ჰიპნოტიზიორი პაციენტს "უკან", ყრმობაში აბრუნებს და შემდეგ ეკითხება: "რა იყო იქამდე?" ასეთ შემთხვევაში ადამიანი ხშირად თავის სიკვდილს "იხსენებს", ან სულაც – მთლიანად "სხვა ცხოვრებას". რა უნდა ვიფიქროთ ასეთ მეხსიერებაზე?

კარგად მომზადებული ჰიპნოტიზიორები თავად დაგვეთანხმებიან "რეგრესიულ ჰიპნოზში" არსებულ მახეებზე. ურთიერთობათა ფსიქოლოგიის სპეციალისტი, კალიფორნიელი დოქტორი არტურ ჰასტინგსი აღნიშნავს, რომ "ყველაზე აშკარა, რაც ჰიპნოზის ქვეშ ხდება, არის ის, რომ პაციენტები მეტისმეტად გახსნილნი და დამყოლნი არიან ჰიპნოტიზიორის სიტყვიერ თუ უსიტყვო ქვეცნობიერ შთაგონებაზე. თუკი ამ პაციენტებს სთხოვთ წარ­სულ ცხოვრებაში გადასვლას და მათ კი წარსული ("წინა­რე")­ ცხოვრება არ ჰქონიათ, ისინი გამოიგონებენ მას; ხოლო თუკი შთააგონებთ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იხილეს – მათ თითქოსდა მართლაც ენახოთ იგი.

ჩიკაგოელი ჰიპნოტიზიორი დოქტორი ლარი ჰერეტი, რომელმაც თავად ჩაატარა 500-მდე ჰიპნოზური რეგრესია, აღნიშნავს რომ ეს რეგრესიები ხშირად არაზუსტია მაშინაც კი, როდესაც ამქვეყნიური ცხოვრების წარსულ ამბებზეა საუბარი. "ძალიან ხშირად ადამიანები ამბებს იგონებენ ან იმის სურვილით, რომ სინამდვილედ სურთ მისი წარმოდგენა, ან ფანტაზიის, სიზმრებისა თუ სხვათა გავლენით... ნებისმიერი ჰიპნოზიორი შეამჩნევდა, რომ ადამიანებს ისეთი ცოცხალი წარმოსახვა აქვთ, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ, ოღონდ ჰიპნოტიზიორი დარჩეს კმაყოფილი".

ამავე საკითხის სხვა მკვლევარი წერს: "ხსენებულ მეთოდს მრავალი რისკი ახლავს, რომელთაგან უმთავრესია მკვეთრი ფანტაზიებისადმი გაუცნობიერებელი ლტოლვა. ის, რაც ჰიპნოზის დროს ვლინდება, პრინციპში შესაძლოა, რომ უწინდელ ცხოვრებაზე სიზმარი იყოს, რომლითაც სურდა პაციენტს რომ ეცხოვრა, ან – სურს ირწმუნოს, რომ ასე იცხოვრა. ერთმა ფსიქოლოგმა რიგ ჰიპნოტიზირებულ პაციენტს ინსტრუქცია მისცა, რომ გაეხსენებინათ უწინდელი ცხოვრება და ყველა მათგანმა გაიხსენა. ზოგი მათი ნაამბობი აშკარა წვრილმანებით იყო გადატვირთული და დამაჯერებლად გამოიყურებოდა; მაგრამ როცა ამ ფსიქოლოგმა კვლავ დააჰიპნოზა ისინი, მათ ტრანსის მდგომარეობაში შეძლეს წინარე ცხოვრებაზე თავიანთი ნაამბობის ნებისმიერი ელემენტის გახსენება და მივიდნენ ნორმალურ პირველწყარომდე – ადამიანი, რომელსაც ისინი ბავშვობაში იცნობდნენ, სცენები წაკითხული რომანებიდან თუ ფილმებიდან, რომლებიც წლების უკან ჰქონდათ ნანახი და სხვა".

რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება?

ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ.

სულთა გადასახლების იდეისადმი კეთილგანწყობილი ოკულტისტებიც კი ეთანხმებიან იმას, რომ რეინკარნაციის "მტკიცებანი" სხვადასხვაგვარად შეიძლება აიხსნას. ოკულტური იდეების პოპულიზატორ ერთ ამერიკელს მიაჩნია, რომ "სულთა გადასახლების დამამტკიცებელ რეგისტრირებულ შემთხვევათა უმეტესობა სრულიად შესაძლებელია შეპყრობილობის შემთხვევები იყოს". ამ ოკულტისტების თანახმად, "შეპყრობილობა" მაშინ ხდება, როდესაც "მიცვალებული" ცოცხალ სხეულს ეუფლება, ამ უკანასკნელის პიროვნება და თვით ინდივიდუალობა შეცვლილი ჩანს, რითაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მასზე "წინარე ცხოვრების" რომელიღაც მხარეები მოქმედებენ. ის არსებები, რომლებიც ადამიანებს "იპყრობენ", რა თქმა უნდა, ეშმაკები არიან, როგორადაც არ უნდა დაიმალონ ისინი გარდაცვლილ სულთა ნიღბით. დოქტორ სტივენსონის გახმაურებული წიგნი "სულთა გადასახლებაზე დამაფიქრებელი ოცი შემთხვევა", ამგვარ შეპყრობილობათა ნამდვილ ნაკრებს წარმოადგენს.

ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი.

თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ.

1. სხეულის აღდგომა. ქრისტე აღდგა მკვდრეთით იმ სხეულით, რომლითაც მოკვდა სხვა ადამიანების მსგავსად, და იქმნა პირველი მკვდრეთით აღმდგარი კაცთა შორის, რომელთა სხეულებიც აგრეთვე აღდგებიან  უკანასკნელ ჟამს და კვლავ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა დაიმკვიდრონ სამოთხე ან ჯოჯოხეთი – ამას ღვთის სამართლიანი სამსჯავრო გადაწყვეტს ამქვეყნად მათი ცხოვრების მიხედვით. ეს აღდგომილი სხეული, თავად იესო ქრისტეს სხეულის მსგავსად, განსხვავებული იქნება ჩვენი მიწიერი სხეულისაგან იმით, რომ უფრო თხელი და ანგელოზთა ბუნებასთან მიახლოებული იქნება, ამის გარეშე იგი სასუფეველში ვერ დამკვიდრდებოდა – სადაც არც სიკვდილია და არც ხრწნილება; მაგრამ ეს ისევ ის სხეული იქნება, რომელსაც ღმერთი სასწაულებრივად აღადგენს მარადიული ცხოვრებისათვის, როგორც ეზეკიელმა იხილა "ძუალნი ხმელნი" (ეზეკ. 37,1-14). გამოხსნილნი ზეცაში ერთმანეთს იცნობენ. მაშასადამე, სხეული მთლიანი პიროვნების (ანუ სული და სხეული ერთად – მთარგმ. შენიშვნა) განუყოფელი ნაწილია, რომელიც მარად (საუკუნოდ) იცხოვრებს; და ის იდეა, რომ ერთ პიროვნებას მრავალი სხეული ეკუთვნის, თვით ღვთის სასუფეველის ბუნებას უარყოფს, რომელიც ღმერთმა მის მოყვარეთ განუმზადა.

2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა. ღმერთი განხორციელდა  და თავისი ცხოვრებით, წამებითა და ჯვარცმით გამოგვისყიდა (გამოგვიხსნა) ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან. ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით ჩვენ ვართ გამოხსნილები და ზეციური სასუფევლის მემკვიდრეები და "საზღაურს" არ გადაგვახდევინებენ ჩვენი წარსული ცოდვებისათვის. ხოლო რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეის თანახმად, თუკი ვინმე მაინც "გადარჩება", ამას მიაღწევს მხოლოდ მრავალგზის ცხოვრების შემდგომ, რომელთაც საკუთარი ცოდვების გამოსწორებისთვის შრომაში გალევს. ეს არის წარმართულ რელიგიათა ცივი და უნუგეშო  "კანონი", რომელიც სრულიად გააცამტვერა ქრისტეს მიერ ჯვარზე გაღებულმა მსხვერპლმა; უფლის მარჯვნივ ჯვარცმულმა ავაზაკმა უმალ მიიღო ხსნა იმიტომ, რომ ირწმუნა ძე ღვთისა – მისი ბოროტი საქმეებით დაგროვილი "ცუდი კარმა" ღვთის მადლმა წარხოცა.

3. სამსჯავრო. "წინა-უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი" (ებრ. 9,27). ადამიანური სიცოცხლე – ეს არის გამოცდის ერთადერთი განსაზღვრული პერიოდი, რომლის შემდგომაც არ არსებობს "მეორე შანსი", არის მხოლოდ ადამიანზე აღსრულებული ღვთის მსჯავრი (სამართლიანი და მოწყალე), რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდგომი სულიერი მდგომარეობის შესაბამისი იქნება.

ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე. ერთადერთი პასუხი ყველა სავარაუდო ცდებსა ან "წინარე ცხოვრებების" გახსენებებზე – ეს არის ზუსტად განსაზღვრული ქრისტიანული სწავლება ადამიანური ცხოვრების ბუნებაზე და ღმერთის ადამიანებთან ურთიერთობაზე.

თარგმნა მარიამ ნიაურმა

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზის წიგნიდან „სული გარდაცვალების შემდეგ“.

 

 

მსგავსი სტატიები:

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა