martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. მამები ორგულობის, მლიქვნელობისა და სიცრუის შესახებ

 

ვეცადოთ ძმანო, ლიტონობას, სიწრფოებას და უმანკოებას, რაცა ვართ ისე გამოვსჩნდეთ, ე.ი. ბუნებით რაცა ვართ, ისე ვიყოთ ყოველთა მიმართ. ნუ ვიცვლებით ფერ-უმარილითა, რამეთუ სწორედ იმისი მზგავსია ესეც, ვითარ იგი დედაკაცი, რომელიც ცდილობს სახე შეიცვალოს და რა იგი არს ბუნებით, დაფაროს და ეჩვენოს კაცთა ფეროვან და სპეტაკ, სწორედ ესრეთ არს ყოველი მაჩვენებლობა. და ვითარ იგი იცნობება ფერ-უმარილიანი სიცრუის წარმომადგენლად, ეგრეთ ყოველი გარეგან მაჩვენებელი ცნობილია სიცრუის მუშაკად. (წმ. ალექსი ბერი, შუშანია)

ვინც ერთს ამბობს და გულში სხვა აქვს, ცბიერებით, მისი ლოცვები ამაოა. (ღირსი აბბა ისაია)

ვინც გემლიქვნელება, ის იმაზე უფრო საშიშია, ვინც აშკარად გემტერება. (წმ. გრიგოლ დიოლოღოსი)

ნურც შენ იქნები პირმოთნე და ნურც სხვებს მისცემ ნებას, რომ შენს წინაშე დამდაბლდნენ და გემლიქვნელონ: პირველი შემთხვევა ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, მეორე – დიდებისმოყვარე და ამპარტავანისა. (წმ. ამბროსი მედიოლანელი)

არ არსებობს უფრო მძიმე განსაცდელი, ვიდრე მლიქვნელ ადამიანთან მოხვედრა. (წმ. იოანე ოქროპირი)

მლიქვნელები ჩვენი დიდი მტრები არიან: ისინი თვალებს გვიბრმავებენ, არ გვაძლევენ ჩვენი დიდი ნაკლოვანებების დანახვის საშუალებას და ამიტომაც სრულყოფისკენ გზას გვიღობავენ, მით უმეტეს, თუ ჩვენ თავისმოყვარენი და ახლომხედველნი ვართ. (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ვაი მას, ვინც მლიქვნელებითაა გარშემორტყმული; კარგია, ვინც უბრალო ადამიანების გარემოცვაშია, რომლებიც არ ფარავენ სიმართლეს, მაგალითად, გვამხელენ ჩვენს სისუსტეებს, შეცოდებებს, ვნებებს, ცდომილებებს. (წმ. იოანე კრონშტადტელი)

მძიმე მდგომარეობაა, როცა ბაგეებზე სიწმინდეა, გულში კი უსჯულოება და ღვარძლი. (ღირსი აბბა ისაია)

სიძულვილი და შური კეთილმსახურების საფარველ ქვეშ – მწარე წყალია ოქროს ჭურჭლებში. (წმ. ეფრემ ასური)

უმჯობესია კარგი იყო და სხვებს ცუდი ეგონო, ვიდრე ცუდი იყო და კეთილი სახელი გქონდეს, ხალხის წინაშე მაცდუნებელ საფლავს ჰგავდე – შიგნიდან გახრწნილი გვამებისგან ამომავალი სიმყრალით სავსეს, ხოლო გარედან სისპეტაკითა და თვალისთვის საამო საღებავებით მბრწყინავს. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

მიაჩვიე ენას თქვას ის, რაც გულში გაქვს. (ღირსი აბბა პიმენი)

წმიდა წერილში ნათქვამია, რომ სიცრუე ეშმაკისგანაა, რომ ის არის სიცრუე და მამა სიცრუისა. აჰა, სიცრუის მამად ეშმაკია სახელდებული, ხოლო ჭეშმარიტება ღმერთია, რადგან თავად ამბობს: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (იოან. 14,6). ხედავთ, ვისგან განვიყენებთ თავს და ვის ვუერთდებით სიცრუით? (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი).

ამგვარად, თუ ჭეშმარიტად გვინდა ცხონება, მთელი ძალითა და მონდომებით უნდა შევიყვაროთ ჭეშმარიტება და თავი დავიცვათ ყოველგვარი სიცრუისაგან, რომ მან არ განგვაშოროს ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისაგან. (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი).

კაცობრივი დიდების სიყვარული შობს სიცრუეს. (წმ. აბბა ისაია)

არის სიცრუის სამი სხვადასხვა სახე: ერთი აზრებით ცრუობს, მეორე სიტყვით, მესამე კი თავისი ცხოვრებით. აზრით ცრუობს ის, ვინც თავის დაშვებებს, ანუ მოყვასზე ამაო ეჭვებს იღებს, როგორც ჭეშმარიტებას. ამგვარი კაცი, როდესაც ხედავს, რომ ვინმე თავის მოყვასს ესაუბრება, იგონებს საკუთარ ვარაუდებს და ამბობს: ის ჩემზე საუბრობს. თუკი საუბარს შეწყვეტენ, ის კვლავ ეჭვობს, რომ მის გამო შეწყვიტეს საუბარი. თუკი ვინმე რაღაცას იტყვის, ის ვარაუდობს, რომ ეს მისი შეურაცხყოფისთვისაა ნათქვამი...

ხოლო სიტყვით სცოდავს, ვისაც, მაგალითად, მოწყინების გამო დაეზარება ღამისთევისთვის ადგომა და არ იტყვის: შემინდე, რომ დამეზარა ადგომა, – არამედ ამბობს: სიცხე მქონდა, ძალიან დავიღალე შრომით, ადგომის ძალა არ მქონდა, შეუძლოდ ვიყავი, – და ათ ცრუ სიტყვას იტყვის იმისთვის, რომ ერთი მეტანია არ გააკეთოს და არ დაიმდაბლოს თავი... კვლავ, თუკი მას რაიმე მოუნდება, არ სურს თქვას: მე ეს მინდა, – არამედ სულ ამრუდებს თავის სიტყვებს, ამბობს: ეს სნეულება მჭირს და ეს მჭირდება; ეს მაქვს ნაბრძანები, – და ცრუობს მანამდე, სანამ სურვილს არ აისრულებს. და როგორც ყველა ცოდვა წარმოიშვება ან ტკბობისმოყვარებისგან, ან ვერცხლისმოყვარებისგან, ან დიდებისმოყვარებისგან, ასევე სიცრუეც ამ სამი მიზეზისგან არის ხოლმე...

თავისი ცხოვრებით ცრუობს ის, ვინც მეძავია და თავს თავშეკავებულად აჩვენებს; ან ხარბია და მოწყალებაზე საუბრობს, აქებს მოწყალების გაცემას; ანდა ქედმაღალია და სიმდაბლეს განადიდებს... ვერც ერთი ბოროტება, ვერც ერთი მწვალებლობა ვერავის შეაცდენს, თუ არა სათნოების ნიღბით. მოციქული ამბობს: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“ (2 კორ. 11, 14-15). ასევეა ცრუ ადამიანიც, ან სირცხვილისა ეშინია, – რომ არ დამდაბლდეს, ან, როგორც ვთქვით, ვინმეს შეცდენისა და ზიანის მიყენების სურვილით საუბრობს სათნოებებზე და აქებს მათ, და (ვითომ) გაკვირვებულია მათით, თითქოს თვითონ იქცეოდა ასე და გამოცდილებით იცის ამ სათნობების შესახებ, – ასეთი ადამიანი თავისი ცხოვრებით სცოდავს; ეს მარტივი კაცი არ არის, არამედ გაორებული, რადგან ის შიგნით ერთია, გარეთ კი მეორე. მისი ცხოვრება ორპირი და მზაკვრულია. (ღირსი აბბა დოროთე)

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა