martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამები მკითხაობისა და ცრურწმენების შესახებ

 

ადამიანური ბუნების მტერი ყველას საერთო მოწინააღმდეგეა, მისი მთელი აზრი და მცდელობა იქითაა მიმართული, რომ ადამიანს მომაკვდინებელი ზიანი მიაყენოს. სხვა რომელი დარტყმა იქნება უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე ეს – განგდებულ იქნე ცხოველმყოფელი ღმერთისგან და საკუთარი ნებით მიეცე დასაღუპავს. ამგვარად, ვინაიდან ხორცისმოყვარეებს (ხორციელ ვნებებს დამონებულებს) ამ ცხოვრებაში აქვთ ერთგვარი მონდომება იმისა, რომ გააჩნდეთ რამენაირი ცოდნა მომავლისა, რომლითაც, იმედი აქვთ, ან უბედურებას გადაურჩებიან, ან სასურველს მიაღწევენ, ამიტომ ადამიანების ღმერთისგან განსაშორებლად, სიცრუით აღვსებულმა დემონურმა არსებამ მრავალი საშუალება გამოიგონა მომავლის სამკითხაოდ: ფრინველებით მისნობა, მისნობის ნიშნების განმარტება, ცხოველების შიგნეულობაზე დაკვირვება, მკვდრების გამოძახება, გახელება, „ღმერთების“ მიერ ზეშთაგონება, აღმაფრენა და მრავალი ამათი მსგავსი. როგორც კი რომელიმე სახეობა მისნობისა რაღაცნაირი მოტყუების შედეგად აღიარებული იქნება ჭეშმარიტად, მაცდური დემონი წარმოუდგენს მას ცდუნებულს ყალბი დაშვების გასამართლებლად. ისე აკეთებს დემონი, რომ არწივის გაფრენა დამკვირვებელში იმედს აღძრავს... ერთ-ერთი სახე მოტყუებისა იყო ულუკთა ტყუილი, რომლებსაც უჯერებდნენ, რომ მათ ჯადოქრობას შეეძლო მიცვალებულთა სულები კვლავ მოეზიდა აქაურ ცხოვრებაში. (წმ. გრიგოლ ნოსელი)

მრავალ ქრისტიანს უვნებელი საქმე ჰგონია ნიშნების ახსნის მოსმენა. დააცემინა ვინმემ სიტყვაზე, ამბობენ: ამასაც აქვს მნიშვნელობა. ვიღაცამ უკნიდან სახელით მომიწოდა, გასვლისას ფეხი გამიცურდა, სამოსი გამოედო, – ეს ყველაფერი შეფერხებაა. და დიდად სახელოვანი ადამიანები, ზეციდან მსაჯულს რომ მოელიან, გულგრილად ვარდებიან ამ დამღუპველ ბიწიერებაში.

მაგრამ ისმინე: განგდებულია ხალხი, რომელიც ამას მისცემია. ჯერ კიდევ ძველად, მოსეს სჯულით, შელოცვები, მკითხაობები, ჯადოქრობა, ფრინველებით მისნობა განგდებულ იქნა, როგორც დემონთა გამონაგონი. ნათქვამია: „ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით“ (ლევიტ. 19,26); „ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნათა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან“ (2 სჯულ. 18,14).

... თუკი დემონთა მოქმედებით ჩიტები შენს შესაცდენად დაფრინავენ, ნუ ზიხარ და ნუ შეჰყურებ პირდაფჩენილი დემონურ ხიბლებს, ნუ მისცემ თავს ეშმაკის ზემოქმედებას. ის, თუკი ერთხელ მოინადირებს სულს, დასაღუპად ადვილად გასატაცებელს, ხელს აღარ გაუშვებს და ყველა ბოროტ საქმეში გამოიყენებს. მჩხავანა ყვავიც და მოსანადირებლის ნაკლოვანებით წრიულად მფრინავი არწივიც შიშს ჰგვრიან ცრუმორწმუნე გულს. მტერი იმდენად დასცინის ადამიანს, რომ თუკი კატა გამოჩნდა, ძაღლმა გამოიხედა ან დილით კაცი შეხვდა, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი, მაგრამ დაზიანებული მარჯვენა თვალით ან ბარძაყით, ის (ცრუმორწმუნე) გვერდზე გახტება, მიბრუნდება და რამდენიმეჯერ თვალს დახუჭავს. რაღა იქნება ამგვარ ცხოვრებაზე უფრო სავალალო – ყველაფერი აეჭვებდეს, ყველაფერში დაბრკოლებას ხედავდეს, როცა ყველაფერი მის სულს ღვთისაკენ უნდა მიმართავდეს. (წმ. ბასილი დიდი)

ნუ დავუჯერებთ აბდაუბდას, როგორიცაა ჯადოქრების ყველა წინასწართქმა. მაგრამ როგორაა, რომ მათი ნათქვამი ახდება ხოლმე? – მეტყვი შენ. რადგან შენ გჯერა, იმიტომაც ახდება ხოლმე (თუკი ახდება).  ჯადოქარი გიპყრობს შენ, შენი ცხოვრების ბატონი ხდება და როგორც უნდა, ისე განაგებს მას. მითხარი, თუკი რომელიმე ავაზაკთა წინამძღოლი ხელში ჩაიგდებს და თავის ძალაუფლებას დაუმორჩილებს მეფის შვილს, რომელიც მასთან მივა და შეიყვარებს უდაბნოსა და იქაურ ცხოვრებას, – შეუძლია თუ არა ამ წინამძღოლს, უთხრას მას, მოკვდება თუ ცოცხალი დარჩება? ფრიადაც რომ შეუძლია. როგორ? იმიტომ კი არა, რომ ის მომავალს წინასწარ ხედავს, არამედ იმიტომ, რომ მის ხელშია უფლისწულის დაღუპვაცა და გადარჩენაც, რაკიღა მან ეს ყაჩაღთა წინამძღოლი თავის ბატონად გაიხადა... ასევე ქვეყანაზე ადამიანთა უმეტესობამ თავი ეშმაკს ჩაუგდო ხელში.

მეორე მხრივ, ამ მაცდურებს დიდად ეხმარება, როცა კაცი მიეჩვევა მათ დაჯერებას, რადგან არავინ აქცევს ყურადღებას იმ წინასწართქმებს, რომლებიც არ მართლდება,  არამედ – მხოლოდ გამართლებულებს. თუკი მათ რამენაირი ძალა აქვთ წინასწარ ხედვისა, მოიყვანე ისინი ჩემთან, მორწმუნესთან. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი ავიმაღლო, არ ღირს იმით ამაღლება, რომ მათი არ მჯერა. მე დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მათ წინაშე თავს არ დავიმდაბლებ, და ღვთის მადლით, დავცინი ყველა მათგანს. მომიყვანე ჯადოქარი; თუკი მას რაიმე ძალა აქვს წინასწარცნობისა, დაე თქვას, რა დამემართება, რა მომივა ხვალ. მაგრამ ის ვერ იტყვის, რადგან მე მეფის ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფები, ხოლო ჯადოქარს ჩემზე არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია; მე შორსა ვარ მისი ბადეებისა და თხრილებისაგან; მე მეფეს ვემსახურები...

მოეშვით უგუნურებას, გარწმუნებთ, თუკი გწამთ ქრისტე; და თუკი არ გწამთ, რისთვის არცხვენთ საკუთარ თავს, რისთვის იტყუებთ? „ვიდრემდის კელობთ ორთავე გოჯითა?“ რატომ დადიხარ ჯადოქართან? რატომ ეკითხები? როგორც კი მიხვედი, როგორც კი დაუწყე შეკითხვები, უკვე მისი მონა გახდი, რადგან ეკითხები, როგორც მისი მორწმუნე. იტყვი: არა, იმიტომ არ ვეკითხები, რომ მჯერა მისი, არამედ გამოცდა მინდა. მაგრამ იმის გამოცდაც, მართალს ამბობს თუ არა, ახასიათებს არა იმას, ვინც მის სიცრუეში დარწმუნებულია, არამედ – ჯერ კიდევ მერყევს... (წმ. იოანე ოქროპირი)

უდიდესი უგუნურებაა ერთი ბედნიერი დღის გამო მასვე მოელოდე მთელი წლის განმავლობაში; და არა მხოლოდ უგუნურებისგან, არამედ ეშმაკის ზემოქმედებისგანაც წარმოიშობა ის აზრი, რომ თქვენს ცხოვრებისეულ საქმეებში საჭიროა დაეყრდნოთ არა თქვენს მონდომებასა და მოქმედებას, არამედ დროის დღიურ მიმოქცევას. შენთვის წელიწადი ყველაფერში ბედნიერი იქნება არა მაშინ, როცა პირველ დღეს დათვრები, არამედ როცა პირველ დღესაც და ყოველ დღე ღვთის სათნოდ იმოქმედებ; დღე კარგი ან ცუდი თავისი ბუნების გამო არ არის (რადგან დღეები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება), არამედ – ჩვენი გულმოდგინების ან უზრუნველობისაგან. თუკი სიკეთე აღასრულე, ეს დღე კარგია შენთვის, ხოლო თუკი შესცოდე, მაშინ ცუდია და სასჯელისგან განუშორებელი. თუკი ასე იაზროვნებ და ასე განაწყობ თავს, ყოველდღიურად ლოცვებისა და მოწყალების აღსრულებით, მთელი წელი ბედნიერი იქნება შენთვის, ხოლო თუკი სიკეთისთვის არ იზრუნებ და შენი სულისთვის სასიხარულოს თვეების დასაწყისისგან და დღეების გამოთვლისგან დაელოდები, მაშინ არაფერი დაგემართება სასიკეთო. ეშმაკმა ეს იცის და რაკიღა ცდილობს ჩვენს მიდრეკას კეთილი ღვაწლისაგან და სულიერი გულმოდგინების დათრგუნვას, ასწავლა ადამიანებს – ბედნიერება და უბედურება დღეებს მიაწერონ. ვინც დარწმუნებულია, რომ არსებობს ბედნიერი და უბედური დღეები, ის უბედურ დღეს არ დაიწყებს კეთილი საქმეების აღსრულებას, ჩათვლის, რომ მთელი მისი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება დღის უბედური თვისების გამო; ასევე, ბედნიერ დღეს არ წამოიწყებს ამ (კარგ) საქმეებს, რადგან იფიქრებს, რომ მისი სიზარმაცე არაფერს დაუშავებს, დღის კარგი თვისების გამო; ამგვარად, ის ორივე შემთხვევაში დაკარგავს თავის ცხონებას, და ჩათვლის რა თავის შრომას ხან უსარგებლოდ, ხან ზედმეტად, ცხოვრებას უმოქმედობაში და უსჯულოებაში გაატარებს.

რაკიღა ეს ვიცით, უნდა გავექცეთ ეშმაკის მახეებს, ამოვძირკვოთ სულიდან ამგვარი აზრი, არ მივაქციოთ დღეებს ყურადღება, არ უგულებელვყოთ ერთი დღე და არ მივეჯაჭვოთ მეორეს. ცბიერი დემონი ამგვარ ხრიკებს მხოლოდ ჩვენს უდებებაში ჩასაგდებად არ მიმართავს, არამედ ღვთის ქმნილების ცილისწამებისთვისაც და ჩვენი დაძაბუნებისა და უსჯულოებაში ჩაგდებისათვის. ჩვენ უნდა განვეშოროთ ამას და ცხადად უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს ბოროტება ცოდვის გარდა, და არ არსებობს კარგი რამ, სიკეთისა და ყველაფერში ღვთის სათნო-ყოფის გარდა. სიხარული გვეძლევა არა ლოთობისგან, არამედ სულიერი ლოცვისგან, არა ღვინისგან, არამედ დამმოძღვრავი სიტყვისგან... ჩვეულებრივ, ისე არაფერს მივყავართ სიმშვიდისა და სიხარულისკენ, როგორც კეთილმსახურების წესებს – არად ჩააგდო აწმყო, მომავლისაკენ (მარადიული ცხოვრებისაკენ) ისწრაფო, კაცობრივი არაფერი ჩათვალო მუდმივად – არც სიმდიდრე, არც ძალაუფლება, არც პატივი, არც მფარველობა. თუკი ამგვარ ბრძნობას ისწავლი, მდიდრის დანახვისას შური აღარ დაგტანჯავს, და როცა გაღარიბდები, არ დამცირდები სიგლახაკის გამო; ამგვარად, მუდმივად დღესასწაულის მდგომარეობაში იქნები. ... ამრიგად, თუკი სინდისი სუფთა გაქვს, მაშინ მუდმივად დღესასწაულში ხარ, იკვებები კეთილი იმედებით და ნუგეშს იღებ მომავალი სიკეთეების სასოებით; ხოლო თუკი სულში სიმშვიდე არ გაქვს და მრავალ ცოდვაში ხარ დამნაშავე, მაშინ ათასობით დღესასწაულსა და ზეიმშიც მოტირალებზე უკეთესად ვერ იგრძნობ თავს. რა სარგებელი მაქვს ნათელი დღისგან, როცა სული სინდისის ქენჯნით მაქვს დაბნელებული? ამგვარად, თუკი ახალი თვეების დასაწყისისგანაც გინდა სარგებლის მიღება, ასე მოიქეცი: წლის დასრულებისას მადლობა შესწირე მეუფეს (ღმერთს), რომ დაგიცვა ამ წელთა საზღვრამდე; შეიმუსრე შენს გულში, აღრაცხე შენი ცხოვრების ჟამი და უთხარი შენს თავს: დღეები მირბიან, წლები აღესრულებიან, ჩვენი გზის დიდი ნაწილი უკვე გავიარეთ, და რა გავაკეთეთ სასიკეთო? ნუთუ აქედან ხელცარიელნი, ყოველგვარი სიკეთის გარეშე უნდა წავიდეთ? სამსჯავრო კარზეა მომდგარი, დარჩენილი ცხოვრება სიბერისკენ მიიდრიკება.

... დღეების მომზირალობა არ ეთანადება ქრისტიანულ კეთილმსახურებას, ეს წარმართული ცდომილების საქმეა. შენ ზეციურ ქალაქში ხარ ჩაწერილი, იქაური მოქალაქობა გაქვს მიღებული, ანგელოზთა საზოგადოებაში ხარ შესული, სადაც არ არის სიბნელეში გარდამავალი ნათელი, არც დღე, რომელიც ღამით მთავრდება, არამედ მუდმივად დღე, მუდმივად ნათელი. იქით მივისწრაფოთ განუწყვეტლივ; „ზეცისასა ეძიებდით, – ამბობს (მოციქული), – სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“ (კოლას. 3,1). (წმ. იოანე ოქროპირი)

 

მსგავსი სტატია:

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა