martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ეკლესია სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა

 

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III საუკუნე)

როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".

 

 

წმიდა ირინეოს ლიონელი (II საუკუნე)

ვისაც სურს ჭეშმარიტების გაგება, ის ყველა ეკლესიაში დაინახავს მოციქულთა სწავლებას, რომელიც ნაქადაგებია მთელს მსოფლიოში; და ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მოციქულთა მიერ დადგენილი ეპისკოპოსები და მათი მემკვიდრენი ჩვენამდეც კი, რომლებიც ისეთს არაფერს ასწავლიდნენ და ისეთი არაფერი იცოდნენ, რასაც მწვალებლები ფიქრობენ.

 

 

წმიდა იოანე ქროპირი (IV საუკუნე)

გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.

 

 

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი

ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც ეკლესიას განუდგება, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. უფალი ასე გვასწავლის: "რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერ ჩემი არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდგომია. ვინც სხვაგან შეკრებს, და არა ეკლესიაში, ის განაბნევს ქრისტეს ეკლესიას.

...მძიმე, აღუხოცელი დანაშაული განხეთქილებისა წამებითაც კი ვერ განიწმიდება. მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება; ვერ მოიპოვებს სასუფეველს იგი, ვინც დაუტევა ეკლესია, ეკლესია, რომელიც დაიმკვიდრებს სასუფეველს ("ეკლესიის ერთიანობის შესახებ").

 

 

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VII საუკუნე)

კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაჲ მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: "ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) ("ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ აღმსარებელისა მართლისა სარწმუნოებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი").

 

 

წმიდა ეგნატი ღმერთშემოსილი (I–II საუკუნეები)

"ერთი ღმერთი არს ყოველთაჲ, უშობელი იგი მამაჲ; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაჲ; და ერთი ქადაგებაჲ და ერთი სარწმუნოებაჲ და ერთი ნათლისღებაჲ; და ერთი ეკლესიაჲ, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა და თქუენდაცა ჯერ-არს, რაჲთა ვითარცა ერი საზეპუროჲ და ნათესავი წმიდაჲ, სამღდელოჲ და სამეუფოჲ, ყოველსავე ქრისტეს მიერ ერთობით აღასრულებდეთ" ("ეპისტოლე ფილადელფელთა მიმართ").

 

 

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი

ერთ არს ღმერთ, ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, ერთ არს სარწმუნოება და ერთ არს ერი, რომელიც სხეულის მთლიანობაშია შეერთებული თანხმობის კავშირით. ერთიანობა არ უნდა დაირღვეს, არ უნდა დანაწევრდეს ერთი სხეული კავშირების დაშლით, არ უნდა დაქუცმაცდეს პატარ-პატარა ნაწილებად: ყოველივე, რაც მაცოცხლებელ საწყისს მოშორდება, კარგავს სიცოცხლის წყაროს და განცალკევებით ვეღარ განაგრძობს არსებობას ("ეკლესიის ერთიანობის შესახებ").

 

 

წმიდა ეპიფანე კვიპრელი (IV საუკუნე)

"ძირმტკიცედ უხაროდენ ყოველსა ქუეყანასა" (ფს. 47,3), რამეთუ ეკლესიაჲ საღმრთოჲთა საქმითა არა ხოლო თუ შენებულსა ამას უწოდა, არამედ საფუძველმტკიცედ და სულიერად კლდედ და ეკლესიად უწოდა მოძღვართა და კრებულსა მართალთასა, რომელნი აღეშენნეს ზედა მართალსა სარწმუნოვებასა საღმრთოსა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რომელსა პავლე ეწამების და ეტყვის: "რომელნი აღშენებულ ხართ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელ არს საფუძველ, და თავ კიდეთა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე" (ეფეს. 2,20). და თვით თავადმან უფალმან პირველად ნეტარ-ყო პეტრე და ჰრქუა: "შენ ხარ კლდე და ზედა მაგას კლდესა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არ ერეოდიან" (მათე 16,18). ესე არს, რომელსა იტყვის ძირმტკიცედ, ესე იგი არს შეუძვრელად და უძლეველად უკუნისამდე.

 (47-ე ფსალმუნის განმარტებიდან).

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV საუკუნე)

ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითა, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19,40); რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე ეკლესიაში, რომლის წიაღშიც შენ იშვი... ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: "სად არის კათოლიკე ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და საყოველთაო დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა.

 

 

წმიდა კირილე ალექსანდრიელი (V საუკუნე)

წმიდა ქალაქს უწოდებს წინასწარმეტყველი ეკლესიას, რადგანაც იგი წმიდა იქმნა არა სჯულისმიერი მსახურებით, "რამეთუ არარაჲ სრულ ყო სჯულმან" (ებრ. 7,19), არამედ იქმნა მსგავსი ქრისტესი და ზიარი ღმრთაებრივი ბუნებისა სულიწმიდასთან ერთობის მეშვეობით, "რომლითაცა იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა" (ეფეს. 4,3), განბანილნი ყოველგვარი ბიწისაგან, განთავისუფლებულნი ყოველგვარი არაწმიდებისაგან.

 

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი

ეკლესიას ეწოდება კათოლიკე იმიტომ, რომ იგი არის მთელ მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; იმიტომ, რომ ყველგან და სისრულით გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა, სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე.

იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერს და ხორციელს; გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში.

 

 

დეკანოზი იოანე კრონშტადელი (XIX საუკუნე)

ეკლესია ცხონების გზაზე მყოფთა საზოგადოებაა; ეკლესია წმიდა და სასწაულებრივი კავშირია ზეცას გამეფებულ მართალ სულებისა და ქვეყნად მოღვაწე მართლმორწმუნე ადამიანებისა, რომელნიც შეერთებული არიან თავით – ქრისტეთი. ეს კავშირი გასულიერებული, განწმედილი და განმტკიცებულია სულიწმიდის მიერ.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი (XVIII საუკუნე)

ვინ არის წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი? ის, ვისაც სწორი სარწმუნოებით და გულით სწამს ღმერთი და ქრისტე, ძე ღმრთისა; მიღებული აქვს ნათლობის წმიდა საიდუმლო, თავისი სარწმუნოებისა და ახალი, სულიერი შობის ნაყოფს გამოაჩენს, თავისი ცხოვრებით ქრისტეს ემსახურება, აქვს ჭეშმარიტი შიში ღმრთისა; ისწრაფვის, რომ ყოველგვარ ცოდვას ებრძოლოს და კეთილი საქმეები აკეთოს.

ქრისტეანებ, რომლებიც ღმრთის შიშის გარეშე ცხოვრობენ, სინანული და მისი ნაყოფი არ გააჩნიათ, წმიდა ეკლესიას არ ეკუთვნიან; თუმცა კი ნათელღებულნი არიან წმიდა სამების სახელით, მაგრამ სარწმუნოება არა აქვთ, ხოლო სარწმუნოების გარეშე წმიდა ეკლესიის წევრად ყოფნა შეუძლებელია ("წმიდა ეკლესიის შესახებ").

 

 

 

 

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატი (XIX საუკუნე)

ქრისტეს წმიდა ეკლესიაში ანთებულია ელვარე ლამპარი, სულიწმიდისმიერი სწავლება; ნუ მიაპყრობ მზერას უცხო ლამპრებს, რომლებიც სხვა გზებზე ანათებენ. ერთ გზას, წმიდა ჭეშმარიტების გზას, მივყავართ ცხონებისაკენ; ყველა სხვა გზა წარსაწყმედელისკენ მიდის. მრავალნი შრომობენ, მრავალნი იტანჯებიან, მრავალნი იღწვიან, მაგრამ გვირგვინოსანნი მხოლოდ "სჯულიერად მოღვაწენი" (2 ტიმ. 2,5) შეიქმნებიან (წერილი 43).

 

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული (XIX საუკუნე)

ცხონებისათვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.

 

 

წმიდა ეგნატი ღმერთშემოსილი

ისწრაფდით, რაჲთა უგულისმოდგინესადრე შეჰკრბებოდით მადლობად ღმრთისა და დიდებისმეტყველებად. რამეთუ რაჟამს ზედაჲსზედა ერთბამად შეჰკრბებოდით დაემხობიან ძალნი სატანაჲსნი და განხურვებულნი იგი მის მიერ ისარნი ცოდვისანი უქმად უკუნ-იქცევიან მართლუკუნ. რამეთუ ერთობაჲ იგი თქუენი და ზოგადი სარწმუნოებაჲ მომსპოლველ და მომსრველ მისა იქმნების და მისთა მათ ეშმაკთა თანაშემწეთა მისთა, უღმრთოთა მტანჯველ და დამწუველ" ("ეპისტოლე ეფესელთა მიმართ").

 

 

წმიდა ირინეოს ლიონელი

სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება (წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი III, თავი IV).

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი

იმიტომაც ვარ ასეთი სუსტები და ადვილად გვამარცხებს ხალხიც და ეშმაკიც, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცდილობთ და არ განვამტკიცებთ, არ შემოვზღუდავთ ერთმანეთს ღმრთაებრივი სიყვარულით; არამედ ვეძიებთ სხვა მიზეზებს მეგობრობისათვის: ერთნი ნათესაობაში, სხვანი ამხანაგობაში, მესამენი ნაცნობობაში, სხვები მეზობლობაში; და ყველა სხვანაირი კავშირი უფრო მეტად განგვამტკიცებს მეგობრობაში, ვიდრე მართლმორწმუნეობა, მაშინ როდესაც მხოლოდ იგი უნდა გვკრავდეს მეგობრობის საკვრელით; მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო რამ გვემართება. ზოგჯერ უფრო მეტი ხალისით ვუმეგობრდებით იუდეველებსა და ელინებს, ვიდრე ეკლესიის შვილებს (მათეს სახარების განმარტება. საუბარი 59).

 

 

წმიდა ეფრემ ასური (IV საუკუნე)

ნეტარ ხარ შენ, მართალთა ეკლესიაო, რამეთუ მეუფეთა მეუფემ შენ შორის დაიდგა საყდარი. შენი საძირკველი არასოდეს შეირყევა, რამეთუ უფალია შენი მცველი; და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, მტაცებელი მგლები ვერ შემუსრავენ და ვერ შეასუსტებენ შენს სიმტკიცეს. ო, რა დიდებული და მშვენიერი ხარ შენ, სახლო ღმრთისაო!

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა