martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რატომ არის ქრისტიანისთვის მიუღებელი ე.წ. ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა

 

ბოლო ხანს, გარემოს მზარდი დაბინძურებისა და ამისგან გამოწვეული დაავადებების გავრცელების საპასუხოდ, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება არა გენმოდიფიცირებული და ხელოვნური სასუქებითა და პესტიციდებით ნაკლებად მოწამლული პროდუქცია, რომელიც იყიდება სხვადასხვა დასახელებებით: Organic (ორგანული), Bio (ბიოლოგიური), Eco (ეკოლოგიური), Natural (ნატურალური, ანუ ბუნებრივი), Biodynamic (ბიოდინამიური). ამათგან პირველი სამი დასახელება უმეტეს შემთხვევაში არსობრივად სინონიმებია და ნიშნავს: ასეთი პროდუქცია გადის სათანადო შემოწმებას სერტიფიკატის გამცემი დაწესებულებების მიერ და დადასტურებულია, რომ მათი წარმოებისას არ არის გამოყენებული სინთეტიკური პესტიციდები და სასუქები, ანტიბიოტიკები, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, ქიმიური საკვები დანამატები; ცხოველებისა და ფრინველების საკვებში არ არის დამატებული ჰორმონები და ზრდის სტიმულატორები; მეურნეობის ტერიტორიაზე მიწა, წყალი და ჰაერი არ არის დაბინძურებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით. ნატურალური (Natural) არ მოწმდება სერტიფიკატის გამცემი დაწესებულებების მიერ და ხარისხი მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ხოლო ბიოდინამიური (აღინიშნება წარწერებით: Biodynamic, Biodynamic organic, Demeter) ამ წერილის განხილვის საგანია.

გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანებით, მაგრამ უკვე საქართველოშიც გამოჩნდნენ ნატურალური მეურნეობის მომხრე, ბუნებისა და ადამიანების სიჯანსაღისთვის მზრუნველი მეწარმეები და ფერმერები, რომელთაგან ზოგიერთი, როგორც მათივე განცხადებებიდან და ინტერვიუებიდან ვიგებთ, ე.წ. „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის“ მეთოდებით სარგებლობს; მათ შორის არიან: გიორგი ალადაშვილი („რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“), ბექა გოცაძე („გოცას საგვარეულო მარანი“), ხაბაზი (მეპურე) და მებოსტნე ფრანგი ჟან ჟაკ ჟაკობი (სოფ. არგოხი, ახმეტის რაიონი). აღსანიშნავია, რომ გიორგი ალადაშვილი, რომელმაც ბიოდინამიური მეურნეობის მეთოდები შვეიცარიაში შეისწავლა (ქალაქ დორნახში მდებარეობს ანთროპოსოფიის მიმდევართა ცენტრი), სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რეკლამას უწევს „ბიოდინამიურ მეურნეობას“ და სურვილს გამოთქვამს, რომ მთელ კახეთში გაავრცელოს ასეთი მეურნეობები.

„ბიოდინამიური სოფლის მეურნეობით“ დაკავებულები აცხადებენ, რომ მისდევენ ნატურალურ, ჯანსაღ მეურნეობას, ძველი ხალხური, მამაპაპისეული მეთოდებით, არ იყენებენ ქიმიურ შესაწამლ საშუალებებს, ანტიბიოტიკებს და ხელოვნურ სასუქებს, მოჰყავთ ჯანსაღი პროდუქცია და არიან ბუნების მეგობრები, იღვწიან ეკოლოგიური ჰარმონიის გასაუმჯობესებლად. ეს ყოველივე ჩვენი დაბინძურებული გარემოდან გამომდინარე ძალიან მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესი მნიშვნელობა იმას ენიჭება, თუ რამდენად დასაშვებია ესა თუ ის საქმიანობა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.

„ბიოდინამიურ სოფლის მეურნეობას“ საფუძველი დაუდო ავსტრიელმა ოკულტისტმა, ანთროპოსოფიის ფუძემდებელმა, რუდოლფ შტაინერმა (1861–1925). მისი მოძღვრება გარდა იმისა, რომ სხვადასხვა წარმართული შეხედულებების ნაზავია (ოკულტიზმის, ინდუიზმის, ბუდიზმის, მაზდეანობის, გნოსტიციზმის, ასტროლოგიის და სხვ.), ქრისტიანობის გაყალბებასაც ესწრაფვის. ეს ყველაზე ცხადად ჩანს მის უაღრესად მკრეხელურ ლექციათა ციკლში სახელწოდებით „მეხუთე სახარება“.

1924 წელს გერმანიის ქალაქ ბრესლაუს (ახლანდელი ვროცლავი, უკვე პოლონეთი) მახლობლად დასახლება კობერვიტცში (ამჟამად კობეჟიცე) სოფლის მეურნეობის შესახებ რუდოლფ შტაინერის მიერ წაკითხულ რვა ლექციაში გადმოცემულია „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის“ ძირითადი პრინციპები. ამ ლექციებიდან მოჩანს, რომ რ. შტაინერმა სოფლად ცხოვრებისას გლეხური მეურნეობის შესახებ შეძენილ პრაქტიკულ ცოდნასთან შეაზავა ოკულტურ-ასტროლოგიური საცდურები და ასეთი ფორმით მიაწოდა თანამოაზრეებსა და ნატურალური მეურნეობის წარმოებით დაინტერესებულ საზოგადოებას. მისმა მიმდევრებმა შტაინერის მიერ შეთავაზებული მეთოდების პრაქტიკულად განხორციელება დაიწყეს და „ბიოდინამიური“ მეურნეობები მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. აგრეთვე შტაინერის მონაწილეობითაა დაარსებული ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „ველედა“, რომელიც „ბიოდინამიური მეურნეობებიდან“ მარაგდება. მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე ვკითხულობთ: „კომპანიის საქმიანობა დღესაც დაფუძნებულია ანთროპოსოფიის ფილოსოფიურ იდეოლოგიასა და მაღალ ღირებულებებზე. ...ამჟამად ველედა არის მსოფლიო ლიდერი ანთროპოსოფიული სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში“.

რა საერთო აქვს და რით განსხვავდება „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა“ ჩვეულებრივი ბიომეურნეობისაგან (ანუ ბუნებრივი, ეკოლოგიური, ორგანული მეურნეობისგან)? საერთოა ის, რომ დაუშვებელია გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მცენარეებისა და ცხოველების დაავადებების სამკურნალო, ასევე სარეველას, მწერების და მღრღნელების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებები, არ იქნეს გამოყენებული ქარხნული სასუქები, სათესი კულტურები დაითესოს მონაცვლეობით, სასუქად გამოყენებულ იქნეს ნაკელი და „კომპოსტი“ და ა.შ. მაგალითად, მევენახეობაში მცენარეთა ნაყენების გარდა მხოლოდ სპილენძისა და გოგირდის გამოყენებაა ნებადართული, მეფუტკრეობაში სამკურნალოდ მხოლოდ ჭიანჭველმჟავა, მჟაუნმჟავა, რძემჟავა, ძმარმჟავა, გოგირდი, ეთერზეთები და მცენარეების ნაყენები იხმარება, ფუტკრის შაქრით კვება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული. ეს ყოველივე საერთოა, მაგრამ ის, რაც „ბიოდინამიურ“ მეურნეობას ჩვეულებრივი ხალხური ბიომეურნეობისგან განასხვავებს, არის სწორედ რ. შტაინერის ოკულტიზმიდან აღმოცენებული მიდგომები და მეთოდები.

რ. შტაინერის ზემოთ ხსენებული ლექციებიდან ვიგებთ, რომ ყველა სამეურნეო მოქმედება უნდა სრულდებოდეს მთვარის, პლანეტების და ზოდიაქოს ნიშნების ურთიერთგანლაგების გათვალისწინებით, რაც გამომდინარეობს არა ხალხური პრაქტიკიდან, არამედ შტაინერის ოკულტური შეხედულებებიდან (რასაც თავად აღიარებს). სასუქად „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის“ მიმდევრები იყენებენ ნაკელს, რომელიც ინახება საქონლის რქებში, დაფლულია მიწაში მთელი ზამთარი და მათი აზრით „იმუხტება ასტრალური ენერგიით“. შემდეგ ამ ნაკელს აზავებენ წყალში, და ახდენენ ე.წ. „დინამიზაციას“, ერთი საათის განმავლობაში ურევენ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მიმართულებით. როგორც შტაინერი ამბობს, ამ სასუქში მოქმედებს არა სუბსტანცია, არამედ „გამოსხივება“, თუმცა არ აკონკრეტებს სინამდვილეში რას გულისხმობს ამ სიტყვაში. მწერებთან საბრძოლველად საკმარისად მიაჩნიათ, კონკრეტული სახეობის მწერი დაიჭირონ, დაწვან გარკვეულ ასტროლოგიურ მომენტში და მოაბნიონ მთელ მინდორზე. ასევე ებრძვიან სარეველას – დამწვარი მცენარის თესლის ერთი კოვზი მთელ ფართობზე უნდა მოიბნეს. თაგვების მოსასპობად ახალგაზრდა თაგვს ატყავებენ და წვავენ იმ დროს, როცა ვენერა კირჩხიბის ნიშანშია და შემდეგ დამწვარ ფერფლს მთელ ტერიტორიაზე აბნევენ. მაგრამ აქ ერთი პრობლემა ყოფილა: თუ მოსაზღვრე მეურნეობებშიც იგივე არ გააკეთეს, გაქცეულ თაგვებს მეზობელი მინდვრებიდან გადმოსული თაგვები ჩაანაცვლებენ. გამოდის, რომ მთელი რეგიონი თუ არ გახდა „ბიოდინამიური მეურნეობის“ მიმდევარი, საშველი არ იქნება.

ცნობილია, რომ სამკურნალო მცენარეებს ძველად იყენებდნენ როგორც მედიცინაში, ასევე სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, ქვევრების გასახეხად იყენებდნენ ღვიის ცოცხებს, კომშის ფოთლის ნადუღს, ყურძნის წვენში დუღილის დროს გამხმარ ვაზის ყვავილებს ან სვიას ურევდნენ. ვაზს ასხურებდნენ მცენარეთა ნაყენებს (მაგ. ფარსმანდუკის, აბზინდის), ძმრიან წყალს და ა.შ. შტაინერმა ამ მიმართულებითაც მაგიურ-ოკულტური ელემენტები შეურია ხალხურ სიბრძნეს. ის ამბობს, რომ ნაკელის გასაძლიერებლად საჭიროა მასში სხვადასხვა მცენარეების შერევა. ფარსმანდუკი უნდა ჩაიდოს ირმის შარდის ბუშტში, მერე ზაფხულში მზეზე უნდა ეკიდოს, ზამთარში მიწაში ჩაიმარხოს, შემდეგ კი ამ მცენარით ნებისმიერი რაოდენობის ნაკელის გამდიდრებაა შესაძლებელი; „აქ მოქმედებს გამოსხივებები“ – ამბობს რ. შტაინერი. მცენარეების ავადმყოფობებისგან დასაცავად „ბიოდინამიკის“ ავტორი ასეთ რეცეპტს სთავაზობს თავის მორწმუნეებს: მუხის ხის ქერქი უნდა დაიფქვას, ჩაიყაროს შინაური ცხოველის თავის ქალაში და წყლიან ადგილას დაიმარხოს. გაზაფხულზე წამალი მზად იქნება.

ძნელია იმის დადგენა, საიდან მოიტანა თითოეული თავისი მეთოდი რ. შტაინერმა – ხალხში გავრცელებული წარმართული მაგიურ-ასტროლოგიური გადმოცემებიდან, თუ საკუთარი „სულიერი მეცნიერებიდან“, ანუ დაცემულ სულებთან ურთიერთობიდან. მთავარი ჩვენთვის ისაა, რომ ქრისტიანისთვის ყოვლად მიუღებელია ნებისმიერ საქმიანობაში ასტროლოგიისა და მაგიური მეთოდების გამოყენება. თვითონ რ. შტაინერი არაერთგზის ადასტურებს, რომ მისეული სამეურნეო პრაქტიკა ანთროპოსოფიაზე დაფუძნებული. ამიტომ აქ უადგილოა იმის თქმა, რომ მავანი „ბიოდინამიკის“ მეთოდებს გამოიყენებს, ხოლო ანთროპოსოფიასთან შეხება არ ექნება.

ბუნებრივი მეურნეობის მიმდევარი ქრისტიანი თესვა-დარგვის დღეებს არჩევს საეკლესიო თარიღებისა (რომ არ იყოს უქმე) და ამინდის მიხედვით, და არა პლანეტების განლაგებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით; მავნებლებთან და დაავადებებთან საბრძოლველი საშუალებები კი არის სასულიერო პირის მიერ სპეციალური ლოცვების წაკითხვა, ნაკურთხი წყლის სხურება, სამკურნალო მცენარეების ნაყენები და სხვა ბუნებრივი საშუალებები.

ცხადია, ყველას აქვს უფლება, თავისი შეხედულებების მიხედვით აწარმოოს საქმიანობა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც მათ სთავაზობენ როგორც ბუნებრივსა და უსაფრთხოს. შესაძლებელია, რომ საქართველოში „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის“ მეთოდებით მოსარგებლენი კარგად ვერ ერკვევიან, თუ რას ეფუძნება მათი საქმიანობა და ვერ ხვდებიან, რომ მათ მიერ გამოყენებული მეთოდები წარმართულ, ანტიქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეფუძნება, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ  ზოგიერთი მათგანი განგებ მალავდეს მათი მეთოდების ოკულტიზმთან კავშირს, რათა პროდუქციის რეალიზაციაში ხელი არ შეეშალოს.

რ. შტაინერის ლექციებიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო „ბიოდინამიურ სოფლის მეურნეობას“, ქრისტიანობის ანბანის მცოდნე ადამიანისთვის ცხადად ჩანს, რომ „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა“ სულაც არ არის ძველებური ხალხური ბუნებრივი მეურნეობა, როგორც ზოგიერთს სურს წარმოაჩინოს. აი რამოდენიმე ნიშანდობლივი ამონარიდი:

„ჰოი, ღორები – რა ზეციური ქმნილებებია! მათი ქონიანი სხეული, ნერვულ-ტვინოვანი სისტემის გამოკლებით, მთლიანად კოსმოსური სუბსტანციისაგან შედგება და არა მიწისგან“.

„ის სულიერება, რომელიც ისევ და ისევ გოგირდის დახმარებით მოქმედებს აზოტში, ეს სულიერება იგივეა, რასაც ჩვენ ასტრალს ვუწოდებთ“.

„მე“ თვით ჩანასახოვან მდგომარეობაში, როგორც ის არის ნაკელში, უნდა მოქმედებდეს რაღაც ასტრალურთან ერთად, ხოლო ნაკელში არ იქნებოდა არაფერი ასტრალური, რომ არ ყოფილიყო ნაკელის ჟიჟა. ჟიჟა აძლევს „მე“-ს მოქმედებას. მასში ძლიერად მოქმედებს ასტრალი, ხოლო ნაკელის მასაში „მე“.

„თქვენ (მედიტაციისას) თანდათანობით შედიხართ ჩვენი გარშემომყოფი აზოტის განცდაში. ეს რეალურად ხდება მედიტაციის დროს. ყველაფერი შეიცნობა, ისიც კი, რაც აზოტში ცხოვრობს. აზოტი ხომ ძალიან ჭკვიანია, ის გვიყვება იმის შესძახებ, რას აკეთებენ მერკური, ვენერა და ა.შ. მან ეს იცის, ის ამას გრძნობს. ეს ყველაფერი სრულიად რეალურ პროცესებს ეყრდნობა. აქ სულიერება შინაგან ქმედებაში ნამდვილად იწყებს კავშირის დამყარებას სოფლის მეურნეობასთან... ხედავთ, სულაც არაა ცუდი, თუკი ის, ვინც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, შეძლებს მედიტირებას. ის ამით აზოტის გამოცხადებების მიმღები გახდება, მეტად და მეტად მიმღები. ეს მიმღებლობა აზოტის გამოცხადებებისა აღძრავს მას, რომ თავისი მეურნეობა სულ სხვა სულითა და სტილით წარმართოს, ვიდრე უამისოდ. მაშინ უეცრად მოდის ცოდნა, თითქოს თავისით გამომჟღავნდება. მაშინ გაცხადდება მრავალი საიდუმლო, რაც ხდება მამულებში და გლეხურ კარმიდამოებში“.

„ჩვენ სრულიად გარკვეულად უნდა მოვიქცეთ თაგვის ტყავთან დაკავშირებით. ჩვენ ის მაშინ უნდა მოვამზადოთ, როცა ვენერა კირჩხიბის ნიშანშია. შემდეგ ჩვენ მას ვწვავთ და გულდასმით ვაგროვებთ ფერფლს და საერთოდ ყველაფერს, რაც დარჩება დაწვის შემდეგ. ეს ცოტაა, მაგრამ რამდენიმე ტყავი საკმარისი იქნება... იმის ნარჩენებში, რაც ცეცხლმა გაანადგურა, რჩება ნეგატიური ძალა, რომელიც მოქმედებს თაგვების რეპროდუქციული ძალის წინააღმდეგ“.

„მე დიდი სიხარულით მივესალმები იმას, რომ გრაფ კეიზელრინგის წინადადებით სოფლის მეურნეობის პროფესიონალთა გაერთიანებამ გადაწყვიტა შეუერთდეს გოეთეანუმის საბუნებისმეტყველო სექციას... ასე რომ, დორნახიდან წამოვა ის იმპულსები, რაც აქაა საჭირო. იქ ჩვენ თვითონ ანთროპოსოფიის ძალებით ვიპოვით უფაქიზეს სამეცნიერო მეთოდებს და სახელმძღვანელო მიმართულებებს ჩვენი მუშაობისთვის“.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, იმის წყალობით რომ აქ, კობერვიტცში ვართ, ამ დღეებში ყველას გვიწინამძღვრებს მიწათმოქმედების სული, რომელიც მჭიდრო კავშირშია ანთროპოსოფიულ მოძრაობასთან“.

„ყველაფერი, რასაც აქ შევეხებით, განხილული იქნება ანთროპოსოფიის საფუძველზე“.

„ანთროპოსოფიული თვალთახედვიდან აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ძველ ინსტინქტურ ცოდნას დავუბრუნდეთ, არამედ ჩვენ შეგვიძლია უფრო ღრმა სულიერი საფუძვლებიდან ვიპოვოთ ის სანდო დებულებები, რომელთა მოცემაც ინსტინქტურ ცოდნას, ჩვენს დროში არა სანდოს, სულ უფრო ნაკლებად შეუძლია“.

(Рудольф Штайнер, Духовнонаучные основы успешного развития сельского хозяйства, Кобервитц, Бреслау, 1924).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმას, ვინც „ბიოდინამიური მეურნეობის“ მიმდევარია, მოუწევს იმ მოქმედებების შესრულება, რომლებსაც საფუძვლად ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობა უდევს. ამით, ძალაუნებურად, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, სულიერად კავშირს ამყარებს ანტროფოსოფიის, ასტროლოგიის, მაგიის, ოკულტიზმის და „ბიოდუნამიური სოფლის მეურნეობის“ უხილავ სულიერ მამებთან, დაცემულ ანგელოზებთან, რომლებიც არიან ყოველი ცრუმოძღვრების და ბოროტი საქმეების შემოქმედნი და რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ ქრისტიანთა ცდუნებასა და წარწყმედას; ამავდროულად „ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის“ მიმდევარი მონაწილე ხდება მკრეხელური, ანტიქრისტიანული მოძღვრების – ანთროპოსოფიის პოპულარიზაციისა.

მართალია რუდოლფ შტაინერი ნიჭიერი და მრავალმხრივ განსწავლული ადამიანი იყო, მაგრამ მისი წიგნებიდან ყველა ქრისტიანობის არსში გარკვეული ადამიანი მიხვდება, რომ ანთროპოსოფიული „სიბრძნის“ წყარო ბოროტი ანგელოზები იყვნენ. შტაინერის მსგავსი ნიჭიერი და განსწავლული მაცდუნებლები კაცობრიობის ისტორიამ არა ერთი და ორი იცის.

კარგია ჯანსაღი საკვებიც და ბუნების დაცვაც, მაგრამ ქრისტიანისთვის უპირველესი სულის გადარჩენაა. ამიტომ, ვისაც სწამს იესო ქრისტეს მოძღვრება და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, არჩევანის შემთხვევაში, ამჯობინებს დაბინძურებულმა საკვებმა და გაჭირვებულმა ყოფამ სიცოცხლე შეუმოკლოს, ვიდრე ხორციელი სიჯანსაღის ან მეტი მატერიალური მოგების ძიებით რ. შტაინერის მიერ გადამღერებულ წარმართულ (ოკულტურ, მაგიურ, ასტროლოგიურ) მეთოდებს მისდიოს და ღმერთის ღალატით სული წარიწყმიდოს.

 

გიორგი მესხიშვილი

 

ამავე თემაზე:

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი (თეოსოფია, ანთროპოსოფია, იოგა მართლმადიდებლური თვალთახედვით)

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა