martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამები სიძულვილის შესახებ

 

ვისაც სიძულვილი აქვს, საკუთარ თავში ეშმაკს ასაზრდოებს. (წმ. ბასილი დიდი)

 

სიძულვილი არც იმათ მიმართ უნდა გვქონდეს, ვინც განსაცდელში გვაგდებს, რადგან, მართალია ისინი ამას საკუთარი მიზნისთვის სჩადიან, მაგრამ ყოველთა მეუფე უშვებს ამას, რამეთუ სურს, რომ ჩვენ ამის საშუალებითაც შევიძინოთ სულიერი სიკეთეები. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

თუკი გვებრძანა მტრების სიყვარული, ჩვენ კი მოყვარეებიც გვძულს, მაშ როგორი სასჯელი გველოდება? (წმ. იოანე ოქროპირი)

 

ამგვარია სიძულვილი: ვერ ითმენს სხვების ბედნიერებას, მოყვასის კეთილდღეობას საკუთარ უბედურებად მიიჩნევს და იტანჯება მისი შემხედვარე. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

ნურავის მიმართ ვიქონიებთ სიძულვილს, რათა ღმერთმა შეგვიყვაროს. და მაშინ, ათი ათასი ტალანტიც რომ გვემართოს, ის შეგვიბრალებს და შეგვიწყალებს. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

როგორც სიყვარულია ყველა სათნოებაზე აღმატებული, ასევე ყველა ცოდვაზე უმძიმესია ძმის სიძულვილი, რადგან ვისაც სძულს ძმა, ის მკვლელია, როგორც მოციქულმა თქვა (1 იოან. 3,15). ვისაც ძმა სძულს, მას თვითონ ღმერთი სძულს. (წმ. ეფრემ ასური)

 

„ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ თვისი, იგი კაცის-მკლველი არს“, იმიტომ, რომ გულით მისი მოკვლა სურს. (წმ. კასიანე რომაელი)

 

საღმრთო წერილში, რომელიც ჩვენ წყევლას გვიკრძალავს, რატომ არის ამდენი წყევლა? საყვარელო ძმებო, ეს წყევლა მათი წარმომთქმელების მიერ ნათქვამია არა როგორც სურვილი, არამედ როგორც წინასწარმეტყველება. მათ არ სურთ, რომ ეს დაემართოთ ცოდვილებს, მაგრამ ვინაიდან ეს უეჭველად მოხდება, წყევლა აღმოჩნდება წინასწარმეტყველებად. (წმ. კესარი არელატელი)

 

ღმერთი გვიბრძანებს, გვიყვარდეს მტერი (მათ. 5,44), და ამის მიუხედავად ღმერთს სთხოვენ, რომ მან მოკლას მტერი. ამგვარად, ვინც ასე ლოცულობს, ის თვით თავისი ლოცვით ებრძვის შემოქმედს. ამიტომაც არის იუდას შესახებ თქმული: „და ლოცვაჲ მისი ცოდვად შეერაცხენ მას“ (ფსალმ. 108,7). იმიტომ, რომ ლოცვა ცოდვად გადაიქცევა მაშინ, როდესაც ლოცულობენ იმის მისაღებად, რასაც თვითონ ის კრძალავს, ვის მიმართაც ლოცულობენ. ამიტომაც ჭეშმარიტება ამბობს: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთვისმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“ (მარკ. 11,25). (წმ. გრიგოლ დიდი)

 

მასში, ვინც სიმდაბლეს შეერთო, აღარ არის არც სიძულვილის კვალი, არც არანაირი შეპასუხება და დაუმორჩილებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე მართლმორწმუნეობას ეხება. (წმ. იოანე სინელი)

 

როგორც ნათლის გამოჩენით ქრება სიბნელე, ასევე სიმდაბლის კეთილსურნელებით აღმოიფხვრება ყოველგვარი შფოთი და გულისწყრომა. (წმ. იოანე სინელი)

 

ძვირისზრახვა (ბოროტმეტყველება) სიძულვილის ნაშობია, ფარული სენია, წურბელაა, სიყვარულის სისხლის გამომწოველი და მომსპობი, სიყვარულის ორგულებაა, გულის შებილწვისა და დამძიმების მიზეზია, სიწმინდის გამაქრობელია. (წმ. იოანე სინელი)

 

რისხვა ფარული სიძულვილისა და ძვირისხსენების აღძვრაა. (წმ. იოანე სინელი)

 

შურმა ასწავლა კაენს, თავს დასხმოდა ძმას, აბელს, და მოეკლა იგი. შურის საქმეა იოსების ეგვიპტეში გაყიდვა. შურს უნდა მიეწეროს ის, რომ იუდეველებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, თავიანთი უფალი და კეთილისმყოფელი. ამგვარად, ამპარტავნებისგან იწყება შური, შურისგან სიძულვილი, სიძულვილისგან ბოროტება. ბოროტებას მიჰყავს ყველაზე ცუდ დასასრულამდე. ამიტომ ამბობს წმიდა ოქროპირი: მკვლელობის ფესვი შურია. (წმ. ტიხონ ზადონელი)

 

თვითრჯულობითა და ხორციელი ბრძნობით აღვსილ საცოდავ ამპარტავანთა ხვედრი საუკუნო სიკვდილია, სულის სიკვდილი, რომელიც არის სრული განშორება ღვთისგან, ღვთისა და ადამიანის სიძულვილის შეთვისება, იმ სიძულვილისა, რომლითაც დაისნეულა თავი სატანამ და რომელსაც ის ყველას გადასდებს, ვინც მასთან ურთიერთობას იწყებს. (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

მოყვასისადმი მოწყალე დამოკიდებულება და შეწყნარება, მისი ნაკლოვანებების მიტევება, არის უმოკლესი გზა ცხონებისაკენ. (წმ. ამბროსი ოპტინელი)

 

როგორც სიყვარული სრულიად სათნოებაა, ისე სიძულვილი სრულიად მანკიერებაა, რადგან სიძულვილი ძმაში ყოველივეს ცუდად წარმოგვიდგენს. სიძულვილი შურში, სიბოროტეში, ავსიტყვაობაში, გულღრძოობაში, წყევლაში, ჩხუბში, ცბიერებაში, მკვლელობაში და დანარჩენ ბოროტებებში მყოფობს. ყველა ამ ბოროტების საშუალებით სიძულვილი ერთ რამეს აღასრულებს: ადამიანს კლავს სულიერადაც და ხორციელადაც. სიყვარული უკვდავ-ჰყოფს, ხოლო სიძულვილი მოაკვდინებს. და, ცხადია, ყველაზე მეტად კლავს მის მატარებელს და გამომზრდელს, სულს კლავს. (წმ. იუსტინე პოპოვიჩი)

 

ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ. (წმ. ნიკოლოზ სერბი)

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა