martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ

წმ. ბასილი დიდი

ჩვენ ავსიტყვაობას და ჭორაობას ვეძლევით, და არ გვესმის, რომ ახლა წარმოთქმული სიტყვები აღდგებიან ჩვენს წინააღმდეგ სამსჯავროს დღეს, გზას გადაგვიღობავენ და კედელივით აღიმართებიან, რომლის გვერდის ავლა შეუძლებელი იქნება.

წმ. ეფრემ ასური

ვინც თავს არ მისცა ავსიტყვაობისა და წყევლის უფლება, მას ყველაზე ადრე ელოდება სამოთხისეული კურთხევა.

როგორც ავაზაკმა ერთი აღიარების სიტყვით (მარადიული) ცხოვრება მიიღო, ასევე ავისმეტყველმა ერთი სიტყვის გამო შესაძლოა დაკარგოს (მარადიული) ცხოვრება.

ვინც სხვების ლანძღვით ტკბება, ის ცხადად აჩვენებს, რომ თვითონვეა იმით დატყვევებული, რის გამოც სხვებს კიცხავს.

ენა იმას ქადაგებს და იმეორებს, რაც გულს უყვარს და რაზედაცაა მიმსჭვალული; ბაგეები ამხელენ ჩვენი გულის საიდუმლოებს.

წმ. იოანე ოქროპირი

ვინც სამარცხვინო სიტყვებს წარმოთქვამს, ის მხოლოდ საკუთარ თავს კი არ არცხვენს, არამედ დიდ სნეულებასაც ავრცელებს მახლობელთა და მასთან ურთიერთობაში მყოფთა შორის.

შენ გსურს, რომ შენზე ცუდი არ თქვან? ამიტომ შენც ნუ იტყვი ცუდს სხვებზე.

თუკი ავისმეტყველის მიერ ამონთხეულ სიტყვებს სხვებისთვის ასე ძლიერი გულისტკენა მოაქვს, მით მეტ მწუხარებას მოუტანენ სულს, რომელმაც შვა ისინი.

ბილწსიტყვაობა ადამიანს მთლიანად ბილწავს, კლავს მის სულს, საღვთო მადლს განაშორებს, მასში სხვა ვნებებს წარმოშობს, ეშმაკებს უმორჩილებს მასაც და ხშირად მის მახლობლებსაც, რომლებსაც ის თავის ცოდვაში ითრევს, ბნელი სიტყვების მიერ მათი სულების გახრწნით.

დაფიქრდი, ეს არის სხეულის ნაწილი (ენა), რომლითაც ღმერთს ვესაუბრებით, რომლითაც მას ქებას აღვუვლენთ; ეს ის ნაწილია, რომლითაც მივიღებთ საშინელ მსხვერპლს. მორწმუნეებმა იციან, რაზედაც ვსაუბრობ. ამიტომ საჭიროა, რომ ის სუფთა იყოს ყოველგვარი განკითხვისაგან, გაკიცხვისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, ცილისწამებისაგან. თუკი თქვენში რაიმე ბილწი აზრი გაჩნდება, ის შიგნითვე უნდა დაითრგუნოს და არ მიეცეს საშუალება, რომ სიტყვად იქცეს.

„ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12,36). უქმი სიტყვა არის საქმესთან შეუსაბამო სიტყვა, ყალბი, ცილისწამებით გამსჭვალული, ასევე, ზოგიერთთა განმარტებით, ამაო სიტყვა, მაგალითად, უწესრიგო სიცილის აღმძვრელი, სამარცხვინო, უწმაწური. „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მათე 12,37).

წმ. ნილოს სინელი

როგორც კი ვინმე მოყვასზე ბოროტს იტყვის, იმწამსვე მისი გული კეთროვანი ხდება.

წმ. იოანე სინელი

არასოდეს შეგრცხვეს მისი, ვინც შენს წინაშე მოყვასზე ავს ამბობს, არამედ უმჯობესია უთხრა მას: „შეჩერდი, ძმაო, მე ყოველდღიურად უფრო მძიმე ცოდვებით ვეცემი, როგორ შემიძლია მისი განკითხვა?“

ვისაც სურს ავსიტყვაობის სული დაამარცხოს, მან დანაშაული უნდა მიაწეროს არა ცოდვის ჩამდენს, არამედ მის წამქეზებელ ეშმაკს.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

დავუშვათ რაღაც საცდურის გამო ძმა განგრძობილად ავსიტყვაობს შენს მიმართ, მაგრამ შენ არ გამოხვიდე სიყვარულის მდგომარეობიდან და არ მისცე ნება იმავე ბოროტ სულს აამღვრიოს შენი გონება. შენ არ გამოხვალ სიყვარულის მდგომარეობიდან, თუკი ყვედრებული და ცილდაწამებული აკურთხებ და სიკეთეს უსურვებ მას. ასეთია ქრისტესმიერი სიბრძნის გზა და მასზე მავალნი ქრისტესთან დამკვიდრდებიან.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

მორწმუნეები არა მარტო თვითონ არ ჩხუბობენ ერთმანეთში, არამედ უფლის მიბაძვით მოჩხუბრებსაც აწყნარებენ.

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

მაგინებელო, გესმის, როგორ მკაცრად გიკრძალავს წმიდა მოციქული პავლე მაგ შენი სიტყვების წარმოთქმას? ხედავ, როგორ ბოროტებას იქმ მრუშული და ურცხვი სიტყვებით? კარგად უთხრა ეკლესიას წმიდა ოქროპირმა, სადაც ბილწსიტყვაობაა, იქ ეშმაკიაო.

წმ. მაკარი ოპტინელი

სადაც მშვიდობაა, იქ არის ღმერთი, სადაც მტრობაა, იქ წინააღმდგომია (ეშმაკი), რომლისგანაც დაე გვიხსნას უფალმა!

წმ. იოანე კრონშტადტელი

ერთხელ, ჩემს ბაღში რომ ვსაქმიანობდი, გავიგონე, შორიახლოს 68 წლის მოხუცი საშინლად ბილწსიტყვაობდა. მე შევუდექი მის დარწმუნებას, მიეტოვებინა ეს ცუდი ჩვეულება, მაგრამ ენაბილწი ისე შეეთვისა მას, რომ როგორც კი განმეშორებოდა, ისევ აგრძელებდა ბილწსიტყვაობას. მალე შევხვდი ამ მოხუცს მის სახლთან ახლოს და მან ჩემი შენიშვნები გაიხსენა, თითქოს რცხვენოდა ჩემი. მე ვისარგებლე შემთხვევით და მასთან საუბარი წამოვიწყე.
− მითხარი, გეთაყვა, ახლა, ასე ადრიანად და ძლიერად რამ გაგამწარა, რომ ჩემს თვალწინ, ღვთის ტაძრის სიახლოვეს საშინლად ბილწსიტყვაობდი?
− ეხ, მამაო, − მიპასუხა, − როგორ არ გავმწარდე, როდესაც ჩემს ყანაში ცხენების თითქმის მთელი ჯოგი იყო.
− დიახ, ვუთხარი მე, ცხადია ეს მეპატრონისთვის საწყენია, მაგრამ რატომ უნდა შეიბილწო ბაგეები, რომლებითაც ლოცვას აღავლენ და ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარები?
სამწუხაროდ, ჩემმა სიტყვებმა ვერ შეაღწია მოხუცის გულში. იმავე დღეს მან კვლავ დაიწყო ბილწი სიტყვების ამონთხევა და სრულებითაც არ ელოდა იმ საუბედურო ხვედრს, რომელიც იმ დღესვე ეწია.
ეკლესიიდან სახლში რომ დავბრუნდი, მეუბნებიან:
− მამაო, პახომიჩი კვდება.
− რა დაემართა?
− ამბობენ, მინდორში გუთნის ქვეშ მოყვა და სახნისებმა მუცელი გაუფატრა.
მაშინვე წავედი საცოდავთან. ის საშინლად ოხრავდა, მუცელი ისე ჰქონდა გაფატრული, რომ შიგნეული მოჩანდა, თუმცა სასიკვდილო ტანჯვისას იმდენი ძალა ჰქონდა შერჩენილი, რომ მოეთხრო ჩემთვის თავისი უბედურების შესახებ.
− შენ რომ დამშორდი, − ამბობდა სნეული, − წავედი მოსახვნელად; მუშაობა ლოცვის გარეშე დავიწყე და ლოცვის გარეშე ვაგრძელებდი. ხუთი თუ ექვსი კვალი რომ გავაკეთე, დავინახე, ცხენი ისე არ დადიოდა, როგორც მინდოდა. მივედი მასთან გინებით და დავარტყი, მან კი უეცრად რაღაცნაირად ქვეშ მომიგდო; მე ვერ შევძელი თავის დაღწევა და გუთნის ქვეშ სახნისებზე წამოვეგე, ასე მათრია მეოთხედი ვერსი მინდვრიდან სახლისკენ. გზაზე ჩემი ღვიძლი ძმა შემხვდა და გამათავისუფლა სახნისებისგან.
ჭეშმარიტად, უკიდურესი თანაგრძნობის ღირსი იყო სავალალო კაცის ხვედრი, მაგრამ ღვთის ნებისადმი იმ უდრტვინველი მორჩილების შემხედვარე, რომლითაც მას ყველაზე მძიმე ტანჯვა გადაჰქონდა, როგორც ცოდვიანი ჩვეულებით შებილწული სულის განმწმენდელი, შეუძლებელი იყო მასთან ერთად არ გეკურთხებინა უფალი, რომლის სახიერება გვიხსნის მარადიული დაღუპვისაგან, ყოველმხრივ მივყავართ სინანულისკენ.
ნამდვილად, ამ საცოდავი ტანჯულის სინანული ღრმა და გულწრფელი იყო, აღსარება თქვა, ეზიარა წმიდა საიდუმლოებს და კიდევ მთელი დღე-ღამე იცოცხლა, ბოლო ამოსუნთქვამდე ლოცვის სიტყვებს იმეორებდა.

 

ამავე თემაზე: გინების შესახებ

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა