martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

იულიუსის კალენდარი - ძველი სტილი

 

იესო ქრისტეს შობის ჟამს რომის იმპერიაში იულიუსის კალენდრით სარგებლობდნენ. იულიუს კეისრის დავალებით ქრისტეს შობამდე 46 წელს ეს კალენდარი შეიმუშავა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენმა, ეგვიპტურ კალენდარზე დაყრდნობით. 45 წლის 1 იანვრიდან (ქრისტეს შობამდე) იულიუსის კალენდარმა შეცვალა  რომის მთვარის კალენდარი.

325 წელს ნიკეაში პირველი მსოფლიო კრების მამებმა დაადგინეს: აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო სავსემთვარეობის შემდგომ პირველ კვირა დღეს. ამ დადგენილების მიზანი ის იყო, რომ აღდგომის დღესასწაული წინ არ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს იუდეველთა პასექს.  

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია როგორც უძრავ ასევე მოძრავ დღესასწაულებს აღნიშნავდა იულიუსის კალენდრის მიხედვით. კათოლიკებმა პაპ გრიგორი XIII ინიციატივით XVI საუკუნეში განახორციელეს კალენდარული რეფორმა და შემოიღეს ე.წ. გრიგორიანული კალენდარი. მათ მაგალითს შემდეგ პროტესტანტებმაც მიბაძეს.

1924 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესია გადავიდა ახალ სტილზე ანუ ე.წ. შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. რეფორმის მთავარი ინიციატორი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი მელეტი მეტაქსაკისი. მისი ძალისხმევით 1923 წელს მოწვეულ იქნა ე.წ. „სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მხოლოდ კონსტანტინოპოლის, ელადის, სერბეთის, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიების წარმომადგენლები (სულ 10 კაცი). ამ კონგრესზე კალენდრის რეფორმის გარდა განიხილებოდა საკითხები – ხელდასხმის შემდეგ მღვდლების და დიაკვნების ქორწინების, დაქვრივებულ სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების, მარხვებისა და ღვთისმსახურების შემოკლების, ეკუმენისტური ურთიერთობების, ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევის შესახებ და სხვ. პატრიარქ მელეტი მეტაქსაკისის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ 1908 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დამიანემ ის წმიდა საფლავის ძმობიდან გააძევა, 1920 წელს ათენის მთავარეპისკოპოსის კათედრიდან გადააყენეს, ხოლო 1923 წელს სამღვდელოებისა და მრევლის უკმაყოფილების გამო კონსტანტინოპოლის კათედრის დატოვება მოუწია. კონსტანტინოპოლის ეკლესია ახალ სტილზე მელეტის მომდევნო პატრიარქმა გრიგოლ VII გადაიყვანა.

კონსტანტინოპოლის შემდეგ, თანდათანობით ახალ სტილზე ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ეკლესიაც გადავიდა. საბერძნეთში, რუმინეთსა და ფინეთში ეს პროცესი ძველი სტილის მომხრეთა დევნის ფონზე მიმდინარეობდა; რეფორმას ეკლესიებში განხეთქილებები მოყვა. რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებში იერარქიის მიერ გადაწყვეტილი იყო ახალ სტილზე გადასვლა, მაგრამ სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილის პროტესტის შედეგად ისევ ძველი სტილი იქნა შენარჩუნებული. ძველ სტილზე დარჩნენ იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთისა და რუსეთის ეკლესიები, აგრეთვე ათონის მთის მონასტრები.

ახალ სტილზე გადასული ეკლესიები აღდგომას და სხვა მოძრავ დღესასწაულებს ისევ ძველი სტილით, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით აღნიშნავენ,  ხოლო უძრავ დღესასწაულებს – ახალი სტილით, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდრით, რომელიც 2800 წლამდე დაემთხვევა გრიგორიანულ კალენდარს. გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის ადგილობრივი ეკლესია, რომელიც მოძრავ დღესასწაულებსაც ახალი სტილით აღნიშნავს.

ახალ სტილზე გადასვლამ გამოიწვია საეკლესიო ტიპიკონის დარღვევა, მოძრავი და უძრავი დღესასწაულების ურთიერთკავშირის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მოშლა; მაგალითად, ახალი კალენდრით არასოდეს იქნება აღდგომისა და ხარების დღესასწაულების დამთხვევა, ცამეტი დღით შემოკლდა პეტრე-პავლობის მარხვა და ზოგიერთ წელს ის საერთოდ უქმდება, დრო აღარ რჩება მისთვის.

ზოგადად, კალენდრის ცვლილება იყო დიდი განსაცდელი, რომელმაც მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე ჭრილობა მიაყენა, ხელი შეუწყო განხეთქილებებს, მტრობას და დაპირისპირებას მორწმუნეთა შორის; დაირღვა ერთსულოვნება და შესუსტდა ერთობა და სიყვარული.  

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა