martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

სწავლანი ხიბლის შესახებ

 

ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი.

როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი.

            წმ. ისააკ ასური

 

 

ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია – თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება – უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან.

        წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა – დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზად ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღმრთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც – როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობების განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება.

         წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნიც, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, – როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმინდა მამებთან თანხმობით, – დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება.

        წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

გულში სული წმიდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რჩება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიჩნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოჩენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სული წმიდის მიერ განწმედისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიჩნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: „მსხვერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19).

       წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენში მზვაობრობის მოქმედებას, რომლის მოქმედება სისხლზე ძალიან ძნელად შესამჩნევი და გასაგებია. მზვაობრობა თითქმის ყოველთვის შენიღბულ სიძვის ვნებასთან ერთად მოქმედებს და ადამიანს ყველაზე დახვეწილ ცოდვისმიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ სიამოვნების შხამი ისეთი ნაზია, რომ მზვაობრობითა და სიძვის ვნებით მონიჭებულ ტკბობას მრავალნი სინდისის ნუგეშისცემად, ღმრთაებრივი მადლის მოქმედებადაც კი მიიჩნევენ. ამ ტკბობით ცთუნებული მოღვაწე თანდათანობით ხიბლის მდგომარეობაში ვარდება; მიიჩნევს რა ამ ყოფას მადლისმიერ მდგომარეობად, იგი თანდათანობით მთლიანად დაცემული ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ ექცევა.

        წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის – ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა.

        წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (30 გვ. 200)

 

 

გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, – არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.

           წმ. ნილოს სორელი

 

 

თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს.

          წმ. გრიგოლ სინელი

 

 

მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის... ისეთი საშიშია ეს საქმე, – ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, – რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე?

          წმ. პაისი ველიჩკოვსკი

 

 

ლოცვის ის სახე, რომელიც აღწერილია „ფილოკალიაში“ („დობროტოლუბიე“), უნდა აღესრულებოდეს ამ საქმის მცოდნე მოძღვართან ერთად, მის თვალწინ. თუკი ვინმე მარტო შეუდგება ამ საქმეს, მხოლოდ აღწერილობის მიხედვით, ის ხიბლს ვერ ასცდება. აქ აღწერილია საქმის მხოლოდ გარეგნული მხარე, ხოლო ის, რაც ამას ემატება მოძღვრის მიერ შინაგანი აგებულების შესავსებად, არ ჩანს. ხელმძღვანელის გარეშე ამგვარი მოღვაწეობის აღმასრულებელი ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობის ამარა რჩება, მკაცრად ასრულებს იმას, რაც ეხება სხეულის მდგომარეობას, სუნთქვას და გულში ხედვას. ვინაიდან ასეთ ხერხებს ბუნებრივად შეუძლიათ მიიყვანონ კაცი გარკვეული დონით ყურადღების შემოკრებამდე და სითბომდე, რადგან არ ჰყავს სანდო განმსჯელი, რომელიც ეტყოდა თუ რა ღირსებების მქონეა მასში მიმდინარე ცვლილებები, იმ აზრამდე მიდის, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებს, ანუ მადლის მიერ იქნა გაცისკროვნებული, როცა ეს ასე არაა, და ფიქრობს, რომ მადლითაა მოსილი, როდესაც მადლის გარეშეა. სწორედ ესაა ხიბლი, რომელიც შემდგომ მის მომავალ ცხოვრებას გაამრუდებს.

        წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

„იესოს ლოცვისაგან“ მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი.

        წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან.

      მონაზონ მაგდალინას ცხოვრება

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა