martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

თავისკვეთა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა

29 აგვისტო/11 სექტემბერი

მარხვა

წმ. იოანე ნათლისმცემელი
ტროპარი

ხსენებაჲ მართლისაჲ ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაჲ უფლისაჲ, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაჲსწარმეტყუელთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლის-ცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და აღმხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი

წინამორბედისა დიდებულისა თავისკუეთაჲ, განგებულება იქმნა საღმრთო, რაჲთამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსლვაჲ მაცხოვრისაჲ. გოდებდინ აწ იროდიადა, უსჯულოჲსა მისთვის მკლველობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისაჲ, არცა სუფევაჲ საუკუნოჲ, არამედ საწუთოჲ ესე ამაოჲ.

 

როდესაც ვინმე დაუახლოვდება მეფეს, და შეიძენს მეფის ყურადღებასა და წყალობასა, მაშინ იგი სცდილობს, რომ ისარგებლოს ამ შემთხვევით თავის გამდიდრებისა და ამაღლებისათვის; იგი სცდილობს, რომ ყოველთვის ასიამოვნოს მეფეს მოფერებითა, პირში ქებითა, არაოდეს არ ეტყვის მეფეს, რაც მას არ იამება; სამართალს იგი არ ეძებს, თუ არ იამება ხელმწიფეს. არა ესრედ მოიქცა ნეტარი იგი წინამორბედი იოანე. ხელმწიფის მოწყალება და ყურადღება მან თავის სასარგებლოდ არ მოიხმარა, მოფერებითა და ქებითა იგი თავს არ შეაყვარებდა მეფეს, არამედ პირდაპირ და უშიშრად უთხრა მას ყოველი სიმართლე. კარგად იცოდა იოანე ნათლისმცემელმა რა მტერობა და სიძულილი აღენთებოდა იროდის გულში, როდესაც იგი აგონებდა მეფე იროდის, რომ „არა ჯერ-არს შენდა, რათა ცოლად გესვას ძმის ცოლი შენი“; მაგრამ ამ შიშმა არ დაადუმა მისი ენა.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

 

შეხედე, შეშლილი ადამიანები მართალთა შორის უდიდესს კლავენ. ის მათ ხელს უშლის? დიახ, ხელს უშლის გარყვნილ მეფე ჰეროდეს და თავაშვებულ ჰეროდიას. სიმართლე ღვთისა, ჭეშმარიტება ღვთისა ხელს უშლიან უსჯულოებს, საცოდავ ცოდვილებს, ხელს უშლიან ყველას, ვინც სხვადასხა ვნებითაა გაბრუებული...

რა ხდება? ნუთუ ეს ქვეყანა საგიჟეთად გადაიქცა? ადამიანებს ღმერთი არ უნდათ, არც ამქვეყანაზე ყველაზე მართალი კაცი უნდათ. ვინ გინდათ? ვინ გსურთ? ვისით უნდა შეცვალოთ ქრისტე, ვისით იოანე ნათლისმცემელი? საკუთარი თავით? ჰოი, მოკვდავი მუმლი! დიახ, როცა ადამიანები სიამაყისგან გიჟდებიან, როცა საკუთარი თავის სიყვარულისგან გონებას კარგავენ, მაშინ ღმერთი აღარ სჭირდებათ, აღარ სჭირდებათ სიმართლე ღვთისა. ისინი საკუთარ თავებს აცხადებენ ღმერთებად.

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა