martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. პაისი მთაწმინდელი

სწავლებები

 

იმან კი არ უნდა აღგაფრთოვანოს, ვინც მთვარეს უახლოვდება, არამედ იმან, ვინც ამსოფლიური სიბრძნისაგან განეშორება, ღმერთს უახლოვდება და მარადის ხარობს.

ადამიანი, რომელიც ღმერთს შორდება, ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, ვერც ამ დროებით ცხოვრებაში, ვერც მომავალში. ვისაც არ სწამს ღმერთი და მომავალი მარადიული ცხოვრება, ამ ცხოვრებაშიც უნუგეშოდაა და საკუთარ სულს მარადიულ ტანჯვას განუჩინებს.

ყველაზე საუკეთესო წამალი ჩვენი ნებისმიერი გასაჭირისთვის არის სხვა ადამიანთა უფრო დიდი გაჭირვებები, საკმარისია მხოლოდ მათი გახსენება.

გსურს, რომ შენი ლოცვა გახდეს გულისმიერი და ღვთისათვის სათნო? მოყვასის ტკივილი საკუთარ ტკივილად აქციე. მოყვასის გამო ერთადერთი ამოოხვრაც კი შედეგს გამოიღებს. ღვთაებრივი უწყება იმის შესახებ, რომ ლოცვა სათნოა ღვთისთვის, არის ღვთაებრივი ნუგეში, რომელსაც ადამიანი ლოცვის შემდეგ განიცდის.

ის სიხარული, რომელსაც ადამიანი რაიმე ნივთიერის მიღებისას განიცდის, ადამიანური სიხარულია. ხოლო ის სიხარული, რომელსაც ადამიანი (მოწყალების) გაცემისას განიცდის, ღვთაებრივი სიხარულია.

მისთვის, ვინც წრფელი სიყვარულით იღლება მოყვასისთვის, დაღლა დასვენებად იქცევა. ხოლო ის, ვინც თავისმოყვარეა და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.

თანამგრძნობი ადამიანი საკუთარ თავს გატანჯულის ადგილას აყენებს, ლოცულობს, ანუგეშებს მას, ამავდროულად თავისი თანაგრძნობის შესაბამისად ქრისტესგან საზღაურს იღებს ღვთაებრივი ნუგეშის სახით. ხოლო უწყალო ადამიანს, რომელიც სხვისი ადგილის მიტაცებას ცდილობს, როცა თავისას მიაღწევს, დაეუფლება სულიერი მოუსვენრობა და ის უკვე ამ ცხოვრებაშივე ნაწილობრივ ჯოჯოხეთშია.

რამდენადაც გაურბის ადამიანი კაცობრივ ნუგეშისცემას, იმდენად უახლოვდება მას ღვთაებრივი ნუგეში.

მოღვაწის სულიერი წარმატება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენად კარგია სულიერი მამა, არამედ იმაზე, თუ რამდენად წმინდაა მორჩილის გულისსიტყვები.

თუკი ეკლესიის გამოსწორება გსურს, ეცადე საკუთარი თავი გამოასწორო და არა სხვები. თუკი საკუთარ თავს გამოასწორებ, მაშინვე გამოსწორდება ეკლესიის მცირე ნაწილი.

ვნებებთან ბრძოლა – ესაა მუდმივი ტკბილი მოწამეობა მცნებების დასაცავად ქრისტეს სიყვარულის გამო. უმჯობესია გმირულად დაიღუპო, ვიდრე ვნებებმა დაგამარცხონ და ქრისტე შეურაცხყო.

სულიერ ცხოვრებას არ აქვს მკაცრი რეგლამენტი. სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს, რომელსაც არ ძალუძს ძლიერი ასკეტური მოღვაწეობა, შეუძლია დამდაბლდეს, მოყვასისადმი სიყვარული გამოიჩინოს და რაიმე გადაცდომა შეუნდოს მას.

თუკი ვინმე რაიმე უკეთურს გეტყვის, არაფერია საგანგაშო. მაშინვე გაიხსენე, რამდენჯერ შეგიცოდავს და შეცდომა დაგიშვია. შეურაცხყოფისა და უსამართლობის მოთმენა ნამდვილი ვაჟკაცობაა.

ვის შეუძლია მოკლე სიტყვით მოიცვას ყველაფერი, რაც ცხონების საქმეს ეხება? მე შემიძლია მხოლოდ ჩემი რჩევა მოგცეთ: უდიდესი გულმოდგინებით იკითხეთ საღმრთო წერილი და ჩვენი წმიდა მამების სწავლებები, რომელთაც მიცემული აქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა გულისხმისყოფა, ანუ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი შემეცნება. მათ ღვთივგანბრძნობილ სწავლებებში სრულყოფილადაა მოცემული ყველა დამოძღვრა, რაც სულის ცხონებისთვისაა საჭირო.

ნამდვილი სიყვარული თავად აუწყებს თავის შესახებ სხვა ადამიანს გარეგნული გამოხატვების გარეშე. სიყვარული – ეს ნიშნავს თანაგრძნობით მოუსმინო სხვის ტკივილს. სიყვარული – ესაა თანამგრძნობი მზერა და სიტყვა, ადამიანისთვის მძიმე წუთს ნათქვამი. სიყვარული – ესაა გაიზიარო მისი მწუხარება, განუსვენო სიძნელეებში. სიყვარული – ესაა მოითმინო მისგან უხეში სიტყვა. ეს ყოველივე უფრო სასარგებლოა, ვიდრე მრავალსიტყვაობა და გარეგნული გამოხატვები.

სწორი სულიერი გზა ამგვარია: დაივიწყო შენს მიერ აღსრულებული სიკეთე და გახსოვდეს სხვების მიერ შენთვის გაკეთებული სიკეთე.

მრავალი ადამიანი ხედავს რაში ავიწროვებენ სხვები, და ვერ ხედავს იმას, რაშიც თვითონ ავიწროვებს სხვებს. მათ მოთხოვნები მხოლოდ სხვების მიმართ აქვთ, არა საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ სულიერი ცხოვრების ლოგიკა ისაა, რომ ყურადღება მიაქციო იმას, რაშიც შენ ავიწროვებ სხვებს, და არა იმას, რაშიც შენ გავიწროებენ, ისწრაფო იმისკენ, რაც სხვას სურს, და არა იმისკენ, რაც შენ გსურს.

ადრე საერთო საცხოვრებელ მონასტრებში ერთ-ერთ მონაზონს აძლევდნენ მორჩილებას, შეეხსენებინა სხვა მამებისთვის სიკვდილის შესახებ. როცა სხვა ძმები მორჩილებებზე იყვნენ, ეს მონაზონი მიდიოდა მათთან და თითოეულს ეუბნებოდა: ძმებო, ჩვენ მოვკვდებით.

როცა სხვა გამცირებს და შენ ამას იღებ, მაშინ გაქვს ნამდვილი სიმდაბლე, რადგან ნამდვილი სიმდაბლე ესაა სიმდაბლე საქმით და არა სიტყვებით.

არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზი ყოველთვის უხილავად ჩვენს გვერდითაა, გვიცავს და გვიფარავს, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ უნდა ვეკრძალოთ ჩვენს ცხოვრებას და არა უნდა ვცოდავდეთ.

ადამიანი, რომელიც თავს იმართლებს, როდესაც სხვები შენიშვნას აძლევენ, კლავს სიმდაბლეს. ხოლო ის ადამიანი, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს, მდაბლდება და მას ღვთის მადლი ეფინება.

რაც მეტად იტანჯება ადამიანი სნეულებისგან, მით უფრო წმინდა ხდება იგი – ოღონდაც ითმენდეს და სნეულებას სიხარულით იღებდეს.

ადამიანმა, იმის გარდა, რომ თავს არ უნდა იმართლებდეს, უნდა შეიყვაროს კიდეც ის უსამართლობა, რაც მის მიმართ აღესრულება.

არ არსებობს ვერცხლისმოყვარეზე უფრო სულელი ადამიანი. ის მუდამ აგროვებს, მუდამ ნაკლულევანად ცხოვრობს და საბოლოოდ მთელი თავისი დანაზოგით ყიდულობს მარადიულ ტანჯვას.

ეცადე ყოველდღიურად თუნდაც მცირე დრო გამოყო სულიერი საკითხავისა და ლოცვისათვის. კითხვა, ლოცვა, ფსალმუნთგალობა – ეს ვიტამინებია, რომლებიც სულს ყოველდღიურად სჭირდება.

იგრძენი ლოცვის მოთხოვნილება. როგორც სხეულს ესაჭიროება საკვები სიცოცხლისათვის, ასევე სულმაც უნდა იკვებოს, რომ იცოცხლოს. თუკი ის საკვებს არ მიიღებს, დასუსტდება, შემდეგ კი სულიერი სიკვდილი დადგება.

გმობის აზრებით ეშმაკი ძირითადად მგრძნობიარე ადამიანებს ტანჯავს, რომ ისინი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს.

მხოლოდ ღმერთი სჯის სამართლიანად, რადგან მან უწყის ადამიანთა გულები. ჩვენ კი არ ვიცით ღვთის მართალი მსჯავრი და ვსჯით „გარეგნობის მიხედვით“, ზედაპირულად. ამიტომაც განვიკითხავთ და უსამართლოდ ვადანაშაულებთ სხვებს. ჩვენი ადამიანური მსჯავრი – უდიდესი უსამართლობაა.

ხშირად მაქებენ, მათ შორის წარჩინებული ადამიანები. მე კი გული მერევა მათი შექებისგან. ვიცინი ჩემთვის და მათ ქებას შორს მოვისვრი. და შენც, როგორც კი რაიმე ამგვარს მოისმენ, მაშინვე შორს მოისროლე შენგან. ეს დამპალი საგნებია! რას ვიძენთ სხვების ქებით? მხოლოდ იმას, რომ ხვალ-ზეგ დაგვცინებენ ეშმაკები? ადამიანი, რომელიც ხარობს, როდესაც სხვები აქებენ, ეშმაკებისგან ცდუნდება.

შური, განკითხვა, მრისხანება, გულღრძოობა და ა.შ. წარმოიშვება ამპარტავნებისაგან. ამპარტავნება, ასე ვთქვათ, ყველა ვნების გენერალური შტაბია. ამპარტავნების დამარცხებით შენ ყველა ვნებას ამარცხებ და გულში სიმდაბლე და სიყვარული მოდის.

ნუთუ ჩვენ ამ ცხოვრებაში დასასვენებლად ან კეთილმოწყობილობისა და კომფორტისთვის მოვედით? ამ ცხოვრებაში იმისთვის არ მოვსულვართ, რომ მხიარულად გავატაროთ დრო, არამედ იმისთვის, რომ განვიწმინდოთ და სხვა ცხოვრებისთვის მოვემზადოთ.

თავისმოყვარება – ესაა სურვილი ჭამო და დაისვენო აუცილებელზე მეტად. სწორია, სხეულს მისცე მხოლოდ ის, რაც მისთვის აუცილებელია. ერთია ვნებისმიერი გულისთქმა და სხვაა საჭიროება. ერთია – სხეულის სიამოვნებების სურვილი, მეორეა – აუცილებელის საჭიროება.

ნეტარია კაცი, რომელსაც ერთი კი არა, ხუთი ჯვარი აქვს. ტანჯვა და მოწამებრივი სიკვდილი მიიზიდავენ წმინდა მისაგებელს. ამიტომ ყოველი გამოცდისას ვთქვათ: გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, რადგან ეს აუცილებელი იყო ჩემი ცხონებისათვის.

ჩვენ არ გვესმის, რომ ბედნიერება იმაშია, რაც მარადისობასთანაა დაკავშირებული და არა ამაოებასთან.

მოხუცების მოვლას დიდი საზღაური აქვს.

ყველაზე დიდი ეგოისტი ისაა, ვინც თავისი გულისსიტყვების მიხედვით ცხოვრობს და არავის ეკითხება რჩევას. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ანგრევს.

დავუშვათ მე ვთვლი, რომ სიყვარული მაქვს. ღმერთი ჩემი სიყვარულის გამოსაცდელად მიგზავნის გლახაკს. მაგალითად მე მაქვს ორ საათი, ერთი კარგი, მეორე ცოტა გაფუჭებული, და მე ვაძლევ გლახაკს გაფუჭებულ საათს. ეს ნიშნავს, რომ ჩემი სიყვარული მეორე ხარისხისაა. თუკი მე ნამდვილი სიყვარული მაქვს, გლახაკს კარგ საათს მივცემ.

არასოდეს ვისწრაფოთ მაღალი წოდებებისკენ, ხარისხებისკენ, თანამდებობებისკენ, რომ ამ გზით დიდება მოვიპოვოთ, რადგან ეს მისწრაფებები შორს წასული სნეულების ნიშანია.

განეწყო სულიერად – ნიშნავს გიხაროდეს არა იმის გამო, რის გამოც ამსოფლიური ხალხი ხარობს, არამედ საწინააღმდეგოს გამო. მაგალითად, გიხაროდეს, რომ არაფრად გაგდებენ.

დღეს ადამიანებმა თვითონვე გაირთულეს ცხოვრება, რადგან არ კმაყოფილდებიან მცირედით, არამედ მუდმივად მატერიალური სიკეთეების ძიებაში არიან. არადა მათ, ვისაც სურს იცხოვროს ნამდვილი, გაუყალბებელი სულიერი ცხოვრებით, პირველ რიგში უნდა ისწავლონ მცირედით დაკმაყოფილება.

ეკლესიას სხვადასხვაგვარი ხალხი სჭირდება. ყველას – იმათაც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა, და მათაც, ვინც მკაცრი ხასიათისაა – მოაქვთ ეკლესიისთვის თავისი მსახურება. ადამიანის სხეულისთვის აუცილებელია სხვადასხვაგვარი საკვები – ტკბილიც და მჟავეც, ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი აუცილებელია. ყოველ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ასევე ეკლესიისთვის აუცილებელია ყველანაირი ყაიდის ადამიანები. ერთი ადამიანი მეორის ზნეს ავსებს. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია მოითმინოს მოყვასის არა მხოლოდ სულიერი ზნის თავისებურებები, არამედ  მისი ადამიანური სისუსტეებიც. მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს უგუნური პრეტენზიები სხვების მიმართ. მათ სურთ, რომ ყველანი ისეთივე სულიერი ზნისანი იყვნენ, როგორიც თვითონ არიან, და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავდება, მაგალითად უფრო ლმობიერი ან ცივი ხასიათით, ისინი მაშინვე ასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.  

კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ეშმაკს ვებრძვით და ბრძოლა გვექნება მასთან მანამდე, სანამ არ წავალთ ამ ცხოვრებიდან. ვიდრე კაცი ცოცხალია, მას ბევრი სამუშაო აქვს, რომ თავისი სული უკეთესი გახადოს. სანამ ცოცხალია, აქვს უფლება სულიერი გამოცდების ჩაბარებისა. თუკი მოკვდება კაცი და ორიანს მიიღებს, ის ამოიშლება გამოსაცდელთა სიიდან. გადაბარება აღარ იქნება.

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა