martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

საუბრები ათონელ ბერებთან

 

მამა გაბრიელი: შეიძლება მომთვრალეს ჰქონდეს ცხონების იმედი?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი (ათონის მთიდან): წმ. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ერთმნიშვნელოვან პასუხს გვაძლევს: "ნუ სცთებით: არცა მეძავთა... არცა მომთრვალეთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6,9-10). ლოთობა, როგორც ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის, ყოველგვარი გარყვნილების სათავეა (ეფეს. 5,18). და არა მარტო გარყვნილების წყაროა იგი; ლოთი სატანის ჭურჭელი ხდება, – ამტკიცებს წმ. თეოდოსი (XI ს.). წმ. მამათა სწავლებების კრებულში ვკითხულობთ: "სატანა ლოთის დანახვაზე განსაკუთრებით ხარობს, რადგან იგი ყოველივეში მისი მორჩილია". ასე რომ, თუკი მომთვრალე ეშმაკის მსახურია და არა ღვთისა (ადამიანს ღვთის მსახურება შეეფერება), მაშ როგორღა უნდა ჰქონდეს მას გადარჩენის იმედი? ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას კრებების დადგენილებებიც კრძალავს (კან. წმ. მოციქულთა, 43), განსაკუთრებით სასულიერო პირთათვის (კან. წმ. მოციქულთა, 42).

 

მამა გაბრიელი: მეუფეო, რას იტყოდით სიგარეტის მოწევის შესახებ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: რამდენადაც დასაშვებია ალკოჰოლის ზომიერი მიღება, იმდენად აბსურდული და დაუშვებელია მოწევა. მას ადამიანისათვის სარგებლობა საერთოდ არ მოაქვს; იგი ორგანიზმის დაავადებისა და დასუსტების მიზეზია. და რაც ყველაზე საშინელია, მოწევა წარმართული რიტუალების ბეჭედს ატარებს და ქრისტიანის სულს ანადგურებს.

 

მოწევა გაცილებით გვიანდელი მოვლენაა, ვიდრე ლოთობა, ამიტომ ვერც წმიდა წერილში და ვერც პირველი საუკუნეების ეკლესიის მამათა ნაწერებში ვერ ვიპოვით მოწევის პირდაპირ აღწერას ან აკრძალვას. მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენია წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელს (XVIII ს.), "უხილავი ბრძოლის" ავტორსა და "ფილოკალიის" რედაქტორს... წმ. ნიკოდიმოსის განმარტებით მოწევა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სათნოებებსა და ტრადიციულ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს. იგი ყოვლად დაუშვებელია სასულიერო პირებისათვის, რადგან ამცირებს და უპატიო-ჰყოფს მღვდლობის მაღალ ღირსებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანებაზე. წმინდანი დაასკვნის: "როგორ შეიძლება ქრისტიანი, სული წმიდის ჭურჭელი, ეშმაკისეული უწმინდურობის სამკვიდრებელი გახდეს?" (შდრ. იაკ. 1,21; გამოცხ. 5,8).

 

მამა გაბრიელი: საეკლესიო გადმოცემაში თუ მოიხსენიება რაიმე თამბაქოს მოწევის შესახებ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნაკლებად. თუმცა ამის შესახებ საუბრობს ათონის ყველა თანამედროვე სულიერი მოძღვარი (ე.წ. "სტარეცი") და საბერძნეთის ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი. ისინი ერთხმად კრძალავენ მოწევას. ზოგიერთი ათონელი მოძღვარი ამ საკითხის მიმართ იმდენად მკაცრია, რომ მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს. მათი აზრით, როგორ შეძლებს სხვა ცოდვიანი მიდრეკილებებისაგან განწმენდას ის ადამიანი, რომელსაც მოწევის მიტოვების თავიც არა აქვს? მოწევის დაუშვებლობაზე საუბრობენ რუსეთის ეკლესიის წმინდანები, მათ შორის, ღირსი სილუან ათონელი და ღირსი ამბროსი ოპტინელი...

 

დასასრულს მართლმადიდებელი ბერძნების ცხოვრებიდან დავიმოწმოთ ერთი შემთხვევა. მეოცე საუკუნის დამდეგს, როდესაც თურქებმა მცირე აზიიდან მართლმადიდებელ ბერძენთა უმეტესობა გაასახლეს, სმირნასთან ახლოს ასეთი რამ მოხდა: ვიღაც თურქ ყასაბს ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველი ხატი, რომელსაც ხორცის დასაჭრელ ფიცრად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა, აღეკვეთა სიწმინდის საშინელი შეურაცხყოფა და ხორცთან ერთად ხატიც იყიდა, ისე როგორც ჩვეულებრივი ფიცარი. სახლში მან ხატი გაწმინდა და სასტუმრო ოთახის კედელზე ჩამოკიდა.

 

სამწუხაროდ, ეს კაცი მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა სიგარეტის კვამლით მისი ხატის შებილწვას, სჯობდა იგი ისევ თურქისთვის დაებრუნებინა. ღვთისმშობელი ამჯობინებდა თურქ ვაჭარს ხატზე ხორცი დაეჭრა, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს იგი "ეშმაკის საკმევლის" სიმყრალით შეეხრჩოლა. ხსენებულმა ქრისტიანმა გაიაზრა თავისი ცოდვა და მოწევას სამუდამოდ დაანება თავი.

 

მამა გაბრიელი: მეუფეო, რას გვეტყვით ნარკოტიკების შესახებ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნარკოტიკების შესახებ თეორიული ცოდნა არ გამაჩნია; მოვიყვან ცნობილი სწავლულის, ექიმ ანასტასიუ ბ. აბრამიდის, ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო კათედრის პროფესორის აზრს. მისმა წიგნმა "სიმართლე ნარკოტიკებზე", რომელიც 1981 წელს გამოვიდა და შემდეგ ხუთჯერ გამოიცა, მრავალი ადამიანი გადაარჩინა ნარკოტიკების მიღებისაგან და მრავალ ნარკომანს დაეხმარა განკურნებაში.

 

ავტორი გვიხსნის, რომ ნარკოტიკები მცენარეული წარმოშობის (მორფინი, კოკაინი), ანდა სინთეზური გზით მიღებული ნივთიერებებია. ნარკოტიკები XIX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა, თუმცა შესაბამისი დოზებით ექიმები მათ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ნარკოტიკების მოხმარებას ადამიანები ტრაგიკულ შედეგებამდე მიჰყავს. ნარკოტიკის რამდენჯერმე მიღება მასზე მიჯაჭვულობას იწვევს, ნარკომანი ე.წ. ნარკოტიკულ შიმშილს განიცდის და იძულებული ხდება, გამუდმებით მიიღოს ამგვარი საშუალებები, რაც ორგანიზმის, განსაკუთრებით ნერვული სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

 

ნარკომანის ცხოვრება – ეს არის ნამდვილი კოშმარი, ჯოჯოხეთური ტანჯვა. ნარკოტიკს ადამიანისათვის ერთგვარი ილუზიური კმაყოფილება მოაქვს, მაგრამ ისეთ ნარკოტიკულ მიჯაჭვულობამდე მიჰყავს იგი, რომ მისი უქონლობის დროს ბევრი ნარკომანი თავს იკლავს, რადგან არ ძალუძს ნარკოტიკული შიმშილის გადატანა; სხვები საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ და გაზრდილ დოზას იღებენ, რასაც აგრეთვე სიკვდილი მოსდევს.

 

მამა გაბრიელი: რა არის ნარკოტიკების მიღების მიზეზი?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნარკოტიკებში თავდავიწყებას ეძიებენ ეკლესიის გარეშე მცხოვრები, რელიგიის მიმართ ინდიფერენტულები ადამიანები, რომლებიც სულიერ სიცარიელეს განიცდიან. ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან ქრისტე და არ ცხოვრობენ ეკლესიურად, მცირეოდენი ცხოვრებისეული წარუმატებლობისთანავე სასოწარკვეთას ეძლევიან და ნარკოტიკების საშუალებით სატანას ემონებიან. ნარკოტიკის გასინჯვის საცდურს აძლიერებს ცუდი მაგალითები და იმ ადამიანების საუბრები, ვისაც უკვე გაუსინჯავს იგი, აგრეთვე საკუთარი (ეშმაკისაგან შთაგონებული) ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისეული უსუსურობა, ღვთისადმი ცოცხალი რწმენის უქონლობა და ილუზორული სიამოვნების ძიება. ნარკომანიის გავრცელებაზე მოქმედებს ასევე ... იმ საიდუმლო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ახალგაზრდებში სექსუალური აღვირახსნილობის გაღრმავებას ცდილობენ, რადგან ნარკოტიკებზე მიჯაჭვული ახალგაზრდები უფრო ადვილად ექვემდებარებიან მათ ზემოქმედებას.

 

მამა გაბრიელი: რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ნარკოტიკების მიმართ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: წმიდა სახარება, ეკლესიის მამები და ათონის თანამედროვე სულიერი მოძღვრები კატეგორიულად კრძალავენ ნარკოტიკების მიღებას, რადგან ამას მათ მიმართ ცოდვიანი მიჯაჭვულობა მოსდევს, რაც აბსოლუტურად თრგუნავს ადამიანს, ბილწავს მის სულს და კლავს სხეულს. ნარკომანი დაკარგულია ღმერთისა და საზოგადოებისათვის, განწირულია თვითგანადგურებისა და სამუდამო სასჯელისათვის, თუკი დროულად არ მოეგება გონს, არ დაადგება მაცხოვნებელი სინანულის გზას და არ დაექვემდებარება სულიერ და სამედიცინო მკურნალობას.

 

ძვირფასო, ღვთისათვის საყვარელო ახალგაზრდობავ! თუკი თქვენთვის ფასეულია სხეულის სიჯანსაღე და სულის გადარჩენა, თვალისჩინივით გაუფრთხილდით საკუთარ თავს და დაიცავით იგი ნარკოტიკების გაძლიერებული შემოტევისაგან. ნარკოტიკი – ეს სულისა და სხეულის სიკვდილის სინონიმია.

 

მამა გაბრიელი: ბოლო დროს მორწმუნეები ტელევიზიის, როგორც ზიანის მომტანის მიმართ, ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას. მაგალითად, ათონზე ტელემიმღებები არ არის. მეუფეო, რას გვეტყოდით ტელევიზიის შესახებ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: თუ ობიექტურად გავაანალიზებთ ტელევიზიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს, უეჭველად მივალთ დასკვნამდე, რომ ბოლო წლებში ტელევიზიას უფრო მეტი საცდური მოაქვს, ვიდრე სარგებელი. თანამედროვე ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში, პრესასა და რადიოსთან ერთად, ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განვიხილოთ მისი ზემოქმედება ქრისტიანული ზნეობის თვალსაწიერიდან. ცნობილია, რომ სატელევიზიო პროგრამები სავსეა კრიმინალური და სექსუალური თემატიკით. რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინონ საზოგადოებაზე ამ გადაცემებმა? ეჭვგარეშეა, რომ კაცთა მოდგმის დემორალიზაციისათვის ისინი ყველაზე ძლიერ საშუალებას წარმოადგენენ. ამორალური ტელეგადაცემები მოქმედებენ მხედველობის გზით, რაც გახლავთ ყველაზე საშიში და ფაქიზი გამტარი ხორციელი საცდურისა. პორნოგრაფიული ფილმის ნახვას კი უეჭველად მოსდევს ისეთი ხორციელი აღგზნება, რომელიც ან აშკარა ცოდვით სრულდება, ან ვნებიანი სურვილების გაძლიერებაში იჩენს თავს და წარმოსახვაში ჰპოვებს რეალიზაციას.

 

მორწმუნე ქრისტიანებისათვის ყოვლად დაუშვებელია მაცდუნებელი შინაარსის ფილმების ყურება, რომლებიც ხორციელ აღვირახსნილობას ქადაგებენ. ეს დიდი ცოდვაა და აუცილებელია მისი მონანიება მღვდლის წინაშე. მოუნანიებლობის შემთხვევაში შეცოდების ლაქა ადამიანზე საშინელ სამსჯავრომდე დარჩება.

 

მამა გაბრიელი: ეკლესიის მამებთან თუ არის ნახსენები რაიმე ტელევიზორის შესახებ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ყველაზე ავტორიტეტული მოწმობა, რომელშიც დახასიათებულია ტელევიზია, წმ. კოსმა ეტოლოსის წინასწარმეტყველებაა (ცხოვრობდა XVIII ს-ში, ანუ ტელეხედვის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე). "მოვა დრო, – ამბობდა წმინდანი, – როდესაც ეშმაკები სახლებში მომცრო ყუთების სახით შეაღწევენ, მათი რქები კი სახურავებზე იქნება ამოშვერილი". იუმორით, მაგრამ ზედმიწევნით აღწერა წმ. კოსმამ არსი და საეშმაკო მისია ტელევიზიისა. ეს სიტყვები ტელევიზორის გამოგონების შემდეგ რომ თქმულიყო, შესაძლოა ჩვეულებრივ ირონიად აღექვათ, მაგრამ რადგან წმინდანმა თავისი აზრი ამ "დიდებულ" მიღწევამდე დიდი ხნით ადრე გამოთქვა, მისი სიტყვები წინასწარმეტყველებაა, რომელიც ჩვენს თვალწინ აღსრულდა და მოწმობს იმას, თუ ვისი იარაღია ტელევიზორი.

 

მამა გაბრიელი: რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ტელევიზორის მიმართ?

 

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ...პრობლემის ორ შესაძლო გადაწყვეტას შემოგთავაზებთ. საუკეთესო და ყველაზე საქებარი იქნებოდა ტელევიზორის თავიდან მოცილება, ისე, რომ სახლში მისი "რქების" კვალიც კი არ დარჩეს. ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს ახალი ამბები შეიძლება პრესისა და რადიოს საშუალებით გავიგოთ.

 

საშუალო, კომპრომისული გადაწყვეტა იქნებოდა ტელევიზორის შენახვა სახლში იმ პირობით, რომ უყურებენ მხოლოდ დასაშვებ გადაცემებს, მაგალითად, ახალ ამბებს, სამეცნიერო-პოპულარულ პროგრამებს, საბავშვო პროგრამებს. ამ შემთხვევაში მოზარდებმა მხოლოდ მათთვის დასაშვებ პროგრამებს უნდა უყურონ, თანაც ყველაზე უხიფათოს ... მშობლების თანდასწრებით.

 

არჩევანს ტელევიზორის მფლობელებს ვუტოვებ: დაე, ყველა საკუთარი სურვილისა და რელიგიური გულმოდგინების შესაბამისად მოიქცეს. ის, ვინც ამ რჩევებს ყურს არ დაუგდებს და ჩვეული ერთგულებით განაგრძობს ყველაფრის ყურებას, რასაც ტელევიზია შესთავაზებს, ის ზნეობრივ-სულიერი პასუხისმგებლობა მაინც არ დაივიწყოს, რომელიც მას ღმერთის წინაშე აქვს, რადგან დაისჯება როგორც მემრუშე (მათ. 5,28).

 

მამა გაბრიელი: აღსარება არის საიდუმლო, რომელშიაც ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები მოგვეტევება, როდესაც მღვდლის თანდასწრებით ღმერთის წინაშე ვინანიებთ ცოდვებს. აუცილებელია თუ არა აღსარება მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრისათვის?

 

მამა კირილე (წმ. ნიკოლოზის უდაბნოს წინამძღვარი): არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამქვეყნად უცხოვრია და არ შეუცოდავს. გამონაკლისი და ადამიანური სრულყოფილების ეტალონი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ჩვენ ცოდვიანი გულისთქმებით ვართ დაღდასმული და არცთუ იშვიათად ვნებდებით მუხანათურ საცდურებს. რაკი ვცოდავთ, ცოდვის შედეგებისაგან განწმენდის აუცილებლობაც იქმნება. განწმენდა კი მხოლოდ აღსარების საიდუმლოში ხდება. აქედან გამომდინარე, აღსარება ეკლესიის ყველა წევრისთვის აუცილებელია.

 

მამა გაბრიელი: თუკი ცოდვას ჩავიდენ, შემდეგ აღსარებას ვიტყვი, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ შევცოდავ, მაშ სად არის იმედი გამოსწორებისა?

 

მამა კირილე: თუკი ჩვენ ერთსა და იმავე ცოდვას რამდენიმეჯერ ჩავიდენთ, ეს ჩვენი სისუსტისა და ცოდვიანი მიდრეკილების სიძლიერის ნიშანია. დაძველებული მიდრეკილება ცოდვის გამეორების ჩვეულებაში გადადის. ფესვგადგმული ჩვეულება ადამიანის მეორე, პარაზიტულ, დამანგრეველ "ბუნებად" იქცევა. ეს მეტად საშიში და ძნელად განსაკურნებელი მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში განკურნება საკუთარ თავზე ხანგრძლივ მუშაობას, ღმერთის შეწევნასა და სულიერი მოძღვრის რჩევებს საჭიროებს.

 

ამის მიუხედავად, არსებობს გამოსწორებისა და გადარჩენის იმედი. არჩევანი ჩვენზეა. ცოდვა ადამიანის თანამდევია. თუკი შესცოდე, იღონე ყველაფერი, რომ ისევ აღემართო. დედა ეკლესია მოელის თავის გზააბნეულ შვილებს და ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, მას თავის განკარგულებაში საიმედო საშუალებები აქვს სულიერი და ხორციელი განწმენდისათვის. მას აქვს ძალმოსილება ჩადენილი ცოდვების მიტევებისა თავისი სულიერი მწყემსების საშუალებით.

 

თუკი კვლავ შესცოდე, კვლავ წამოდექი და სინანულის გზას შეუდექი, აღსარების სათქმელად გაეშურე, რადგან, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ბილწ ცოდვაში ყოფნა მხოლოდ ეშმაკების თვისებაა. მხოლოდ ისინი არ მოინანიებენ არასოდეს და არ შეიმუსრავენ გულს ღმერთის წინაშე, ცოდვაში მათი გაქვავებისა და ღვთისადმი მტრობის გამო. ამიტომაც მოელის მათ სამუდამო სატანჯველი. ცოდვილს, რომელიც საკუთარი ცხოვრების გამოსასწორებლად კეთილ ნებას გამოიჩენს, უმალ მიიღებს ეკლესია და თვით უფალი იესო ქრისტე.

 

ქრისტე ყოველი ცოდვილის მოქცევას ელოდება, რადგან ყველას ცხონება სწყურია: "არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულგრძელ არს თქუენთვის, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ" (2 პეტ. 3,9).

 

მამა გაბრიელი: ზოგიერთი ადამიანი აღსარების საწინააღმდეგოდ საუბრობს: "ღმერთმა იცის ჩემი ცოდვები, მის წინაშე ვაღიარებ მათ და არა მღვდლის წინაშე".

 

მამა კირილე: დიახ, ღმერთმა უწყის ჩვენი შეცოდებები, მაგრამ ცოდვათა მისატევებლად მან თავისი მოწაფეები და მათი მიმდევრები – მღვდლები გამოირჩია. როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იმყოფებოდა, იგი თავად მიუტევებდა ცოდვებს მასთან მისულ ადამიანებს (იხ. მათ. 9,2; ლუკ. 7,47), მაგრამ თავისი აღდგომის შემდეგ მან ცოდვათა მიტევების ხელმწიფება მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს მიანიჭა. ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: "მშვიდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (იოან. 20,21-23; შდრ. მათ. 18,18).

 

მღვდელი იღებს აღსარებას ქრისტეს მცნების თანახმად და სული წმიდის მადლით მიუტევებს აღიარებულ ცოდვებს. ხაზს ვუსვამ: აღიარებულ ცოდვებს, ხმამაღლა ნათქვამს. ის ცოდვები, რომლებიც არ იქნება აღიარებული მღვდლის წინაშე, არ მიეტევება – ასე გვასწავლიან წმიდა მამები, ამასვე ამტკიცებს ნეტარი თეოდორას ხილვა (ხს. 28 მარტს).

 

მამა გაბრიელი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მამაო, ...ძალიან გავრცელებული "მოდის" – აბორტის შესახებ მსურს მოვისმინო თქვენგან.

 

მამა სტეფანე: მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას ეფუძნება, ყოველი ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება (ორთოდოქსოს მარტირია, გვ. 67). ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ სტადიაში მკვლელობის ცოდვას უტოლდება. ამას ადასტურებს VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი: "ქალებს, რომლებიც (ორსულებს) ჩვილების მოსაკვდინებელ წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ". ამის შესახებ წერია წმიდა ბასილი დიდის II და VIII კანონებშიც.

 

წმ. მაქსიმე აღმსარებელი ჩვილი იესო ქრისტეს მაგალითზე დაასკვნის: "ჩასახვისთანავე ჩვილი იღებს სულს და იმავდროულად იწყება მისი სხეულის ფორმირება..."

 

ამავე აზრს იზიარებენ წმ. იოანე დამასკელი, წმ. სოფრონ იერუსალიმელი, წმ. გრიგოლ ნოსელი. წმ. ათანასე დიდი ტრაქტატში ადამიანის შესახებ ხაზს უსვამს, რომ სულისა და ხორცის ერთდროულად მიღება ჩვილის სწორი განვითარების პირობაა.

 

ზემოთქმულს ეთანხმება მეცნიერული მიღწევებიც. საბერძნეთის მეცნიერებისა და ექიმების ყრილობამ, რომელიც 1986 წელს ჩატარდა თესალონიკში, დაამოწმა, რომ ბავშვი სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია ჩასახვის მომენტიდან. აქედან ერთადერთი სწორი დასკვნა გამომდინარეობს: აბორტი ანუ ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ ეტაპზე – წინასწარგანზრახული მკვლელობაა.

 

ყოველთვიური გამოცემა "ორთოდოქსოს მარტირია" აღწერს ასეთ შემთხვევას: ერთი ათენელი ცოლ-ქმარი, სამი შვილის მშობლები, ძლიერ შეწუხდნენ, როცა შეიტყვეს, რომ კიდევ ერთი შვილი ეყოლებოდათ. ეს მათ არ სურდათ. ისინი ერთად წავიდნენ ექიმთან ორსულობის შესაწყვეტად. ექიმმა იცოდა, თუ რას ნიშნავს აბორტი სამეცნიერო და რელიგიური პოზიციებიდან და რა სასჯელი მოსდევს ამ დანაშაულს. მცირე ხნის დუმილის შემდეგ მან იკითხა:

 

– თქვენ გყავთ შვილები?

 

– დიახ, სამი.

 

– მაშინ მე თქვენ ერთ რჩევას მოგცემთ. თუკი არ გსურთ სამ შვილზე მეტის ყოლა, მაშინ სხვა შვილი მოკალით, უმჯობესია – უმცროსი, იმისთვის, რომ იმან, რომელიც უნდა დაიბადოს, ნახოს ეს ქვეყანა და მოინათლოს. ამ შემთხვევაში თქვენი ცოლიც გადაურჩება წარუმატებელი აბორტის საშიშროებას.

 

– ესღა გვაკლდა, – აღიარეს თავზარდაცემულმა მეუღლეებმა, – ახლა მივხვდით, რის გაკეთებასაც ვაპირებდით.

 

ცნობილი ათენელი მქადაგებელი, მამა გიორგი კ. აბორტის შესახებ ამბობს: "აბორტი ამდაბლებს ქალის ღირსებას. მოკლული ჩვილის სისხლი ყოველთვის იღაღადებს დედის სინდისის მიმართ: "დედაჩემო, რატომ მაგდებ ჯალათი ექიმის ხელში? ექიმო, რატომ მკლავ? რა დაგიშავეთ? რატომ ჩადიხართ ამას? იქნებ იმიტომ, რომ ჯერ არ გინახივართ და არ შეგყვარებივართ? მომეცით ნება, ვნახო ქვეყანა, მოვინათლო, რომ მარადიულად ღმერთთან ყოფნა შევძლო. ვაი თქვენდა საშინელი სამსჯავროს დღეს! მაშინ მე თქვენი მსაჯული და თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულთა მოწმე ვიქნები..."

 

მამა გაბრიელი: გვიამბეთ ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული მისტიკური ფსევდორელიგიური სწავლებების შესახებ.

 

მამა სტეფანე: პირველ ყოვლისა ის უნდა გავიაზროთ, თუ რატომ მოიცვეს მთელი მსოფლიო მისტიკურ-რელიგიური ხასიათის მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა. ეს ღვთისაგან ადამიანის განშორებისა და იმ ფართო გზის არჩევის შედეგია, რომელსაც კაცთა სულები დაღუპვისაკენ მიჰყავს. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, სულიწმიდის შეუბღალავ საგანძურს, სჯულმდებელ ქრისტეს მისტიურ სხეულს ძალუძს წინ აღუდგეს ამ ცრუსწავლებებს. მართლმადიდებლობა ცოცხალი ღმერთის შესახებ ასწავლის, ხოლო ეზოტერული რელიგიები შორეული, აბსტრაქტული ღმერთის შესახებ საუბრობენ. ეკლესიის არსი და მოძღვრება გვიხსნის ადამიანის ცხოვრების აზრსა და პრინციპს, მოგვითხრობს ღმერთისა და ადამიანის საერთო მტრის – სატანისა და მასთან სულიერი ბრძოლის საშუალებების შესახებ. ეკლესია გვასწავლის შეურყევლად გვწამდეს მარადიული ცხოვრების არსებობა, რომლის მიღწევა ქრისტიანის უპირველესი მიზანია. ეკლესია საიმედო წინამძღოლია ცხოვრების გზაზე. ახლად აღმოცენებული რელიგიურ-მისტიკური მიმდინარეობები მართლმადიდებლობის საპირისპირო მსოფლმხედველობას ქადაგებენ. მათი სწავლებით ადამიანი სრულყოფას მიაღწევს საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებით, რაც, ამ ცრუმოძღვრებების მიხედვით, მეთოდური ვარჯიშებისა და კოსმიურ ძალებთან "მისტიკური კონტაქტის" გზით მიიღწევა. ამას ასწავლიან მსოფლიო რელიგიურ-სინკრეტული მოძრაობა "ნიუ-ეიჯი" ("ახალი ერა"), იოგები, სატანისტები...

 

სრულიად საბერძნეთის ღვთისმეტყველთა 1989 წლის ყრილობის დადგენილებასთან თანხმობით და პირადი შეხედეულებების შესაბამისად ვამტკიცებ, რომ ყველა ნეოეზოტერული რელიგიურ-მისტიკური ორგანიზაცია კერპთაყვანისმცემლობის ახალი გამოვლინებაა. მათ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვთ და უბრალოდ მისი მტრები არიან, რადგან ფარულად თუ აშკარად სატანის კულტსა და ახალ ქრისტეზე სწავლებას ავითარებენ.

 

წმიდა წერილის მცოდნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ადვილად მიხვდება, რომელი ქრისტე ჰყავთ მათ მხედველობაში. დაბნეულობით დაავიწყდათ იმ "ქრისტეს" სახელისთვის, რომელსაც ელიან, წინსართი "ანტი" დაემატებინათ. ჩვენს მიერ ნახსენებ ყველა მიმდინარეობას ერთი სათავე აქვს – სატანა, რომელიც თავისი ერთგული ადამიანების საშუალებით მოქმედებს და სხვადასხვა ფორმით ავლენს თავს. ამას უნდა დავუმატოთ პრაქტიკული სექტორიც: ამორალური სატელევიზიო გადაცემები, პორნოგრაფია, "თავისუფალი" ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგია, კოსმიურ ძალთა თეორია. მათი მიზანია: დააბნელონ, გაფანტონ ერთი ღმერთის, შემოქმედისა და მაცხოვრის იდეა, გაანადგურონ ოჯახის ქრისტიანული საფუძვლები და ადამიანური ზნეობა. კაცი, რომელიც ზემოჩამოთვლილ ჭუჭყს შეისრუტავს, სიამოვნებით მიეცემა მაცდუნებელ სიტკბოებას, მაგრამ დანაპირები თავისუფლების ნაცვლად ცოდვისა და სატანის ტყვეობაში ჩავარდება. სატანის მარწუხებში მოქცეული, ცოდვებში ჩაფლული ასეთი ადამიანი კარგავს ღმერთსა და მარადიულ ცხოვრებას.

 

 რაკი ვაცნობიერებთ, თუ როგორ რელიგიურ-პოლიტიკურ პირობებში გვიწევს ცხოვრება, ფხიზლად უნდა ვიყოთ – დღეს ჟამია სინანულისა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავემიჯნოთ ყველაფერს, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა. ჩვენი მეგზურია წმიდა წერილი ეკლესიის წმიდა მამათა განმარტებით. ჩვენი ცხონება ჩვენს უფალ იესო ქრისტეშია. ჩვენი შესავედრებელი და გაჭირვებაში შემწე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია, ჩვენი იმედი და სნეულებაში შეწევნა – ვედრება ღვთისადმი და წმიდა საიდუმლოებები: აღსარება, ზიარება, ზეთის კურთხევა. ზოგჯერ შეიძლება ჩვეულებრივი ექიმი დაგვეხმაროს, მაგრამ არასოდეს შემლოცველი და ჯადოქარი, როგორიც არის, მაგალითად, კაშპიროვსკი. ჩვენ ყოველდღიურად გვიცავს პირჯვრის გამოსახვა, გულზე ჯვრის ტარება, იესოს ლოცვა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ვედრება. ჩვენი საზრდო და სიცოცხლის წყარო განუწყვეტელი ზიარებაა; ჩვენი სიხარული და ნუგეში – საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობა, სახარების, წმინდანთა ცხოვრებების კითხვა, მართლმადიდებლური საგალობლები და მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობა.

 

ნუ დავკარგავთ იმედს – უფალი ჩვენთან არის. ჩვენი ცხოვრების მიზანი სულიწმიდის ნიჭების მოპოვება და ღმერთთან მარადიული ერთობაა.

 

 

 

ამავე თემაზე:

მეცნიერებათა მეცნიერება

ცოდვა და სასჯელი

 

 

  

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა