martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

საუკუნო ტანჯვისა და საუკუნო ნეტარების შესახებ

 

წმ. იოანე ოქროპირი

ვინც მეტი დამოძღვრა მიიღო, მან მეტი სასჯელი უნდა მიიღოს დანაშაულისთვის. რაც უფრო მცოდნენი და ძლევამოსილები ვართ, მით უფრო მძიმე სასჯელს მივიღებთ ცოდვების გამო. თუკი მდიდარი ხარ, შენ უფრო მეტი შესაწირის გაღება გევალება, ვიდრე ღარიბს; თუკი ჭკვიანი ხარ, მეტი მორჩილება მოგეთხოვება; თუკი ძალაუფლებით ხარ მოსილი, აჩვენე უბრწყინვალესი დამსახურებანი. ასევე სხვა ყველაფერში პასუხს აგებ შენი ძალების შესაბამისად.

 

ჯოჯოხეთიდან არავის უშვებენ, იქ დამწყვდეულები მარადის იწვიან ცეცხლში და ისეთ ტანჯვას განიცდიან, რომლის აღწერა შეუძლებელია. თუკი არანაირ სიტყვას არ შეუძლია გადმოსცეს ის სასტიკი ტანჯვა, რომელსაც აქ დამწვარი ადამიანები განიცდიან, მით უმეტეს, გამოუხატველია იქ ტანჯულთა ტკივილი. აქ მთელი ტანჯვა რამდენიმე წუთში სრულდება, იქ კი ცოდვილი მარადიულად იწვის და არ იწვება.

 

წმ. კლიმენტი რომაელი

უკვდავია უსჯულოთა სულებიც, რომელთათვისაც უმჯობესი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყვნენ უხრწნელნი, რადგან დაიტანჯებიან დაუსრულებელი ტანჯვით ჩაუქრობელ ცეცხლში და არ მოკვდებიან, მათ უბედურებას არ ექნება დასასრული.

 

წმ. პოლიკარპე სმირნელი

შენ მემუქრები ცეცხლით, რომელიც დროებით იწვის, რადგან არ იცი მომავალი სამსჯავროსა და მარადიული ტანჯვის ცეცხლის შესახებ, რომელიც უსჯულოთათვისაა გამზადებული.

 

წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი

ის, რომ ეშმაკი თავის მხედრობასთან და მის მიმდევარ ხალხთან ერთად გაიგზავნება ცეცხლში და იქ დაიტანჯებიან საუკუნოდ, – ამის შესახებ წინასწარ გვამცნო ქრისტემ.

 

წმ. ირინეოს ლიონელი

ვისაც ეტყვის უფალი: წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, ისინი სამუდამოდ იქნებიან მსჯავრდებულნი.

 

წმ. ბასილი დიდი

უფალი ხან გადაჭრით ამბობს, რომ წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა (მათ.25,46), ხან სხვებს აგზავნის ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის (25,41), ხოლო სხვა ადგილას სახელსდებს გეჰენიასა ცეცხლისა, და დაურთავს: სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკ. 9,47-48), და ჯერ კიდევ ძველა ზოგიერთების შესახებ წინასწარ სთქვა წინასწარმეტყველის მიერ, რომ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს (ეს. 66,24). ამიტომ, თუკი ღვთივშთაგონებული წერილის მრავალ ადგილას არსებული ამგვარი მოწმობების ასეთი რიცხოვნობისას, კიდევ მრავალნი, თითქოს დავიწყებიათო უფლის ყველა ამგვარი გამონათქვამისა და განსაზღვრების შესახებ, ჰპირდებიან საკუთარ თავს ტანჯვის დასრულებას, რომ უფრო თავისუფლად გაბედონ ცოდვა, – მაშინ ეს რაღა თქმა უნდა, ეშმაკის ერთერთი ხრიკია. რადგან, თუკი საუკუნო ტანჯვას ოდესმე დასასრული ექნება, მაშინ უეჭველია, საუკუნო ცხოვრებასაც ექნება დასასრული. და თუკი ვერ ბედავ ამის ფიქრს ცხოვრებაზე, მაშ რის საფუძველზე დაუდებ სასრულს საუკუნო სატანჯველს?  ტანჯვასაც და ცხოვრებასაც ერთნაირად დაერთვის ერთი სიტყვა – საუკუნო. ნათქვამია: წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა (მათ. 25,46).

 

წმ. ნიკიტა სტიფატე

მწამს მკვდართა აღდგომა და ვაღიარებ მართალთა  დაუსრულებელ მეფობას უკუნითი უკუნისამდე, აგრეთვე იმას, რომ ცოდვილთა და თვით დემონთა დასჯა გაგრძელდება მარადიულად და არასოდეს დასრულდება, და რომ ცოდვილები და დემონები ვერ დაბრუნდებიან კვლავ პირველქმნილ მდგომარეობაში, როგორც სჯერა დაბნელებაში გზააბნეულ ორიგენეს.

 

წმ. იოანე ოქროპირი

თუნდაც იყოს ისე, რომ შენ მრავალი წელი იცოცხლებ და არავითარ ცვლილებას არ განიცდი; რა არის ეს დაუსრულებელ საუკუნეებთან და იმ მძიმე და აუტანელ ტანჯვასთან შედარებით? აქ ბედნიერებასაც და უბედურებასაც დასასრული აქვს, თანაც ძალიან სწრაფი, ხოლო იქ ერთიცა და მეორეც უკვდავი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, და თავისი ხარისხით ისე განსხვავდება აქაურისგან, რომ გამოთქმაც კი შეუძლებელია.

 

წმ. გრიგოლ დიდი (დიალოღოსი)

დიაკონი პეტრე: მინდა ვიცოდე, როგორ შევუსაბამოთ მართლმსაჯულებას ის, რომ დანაშაულის გამო, რომელსაც დასასრული აქვს, ცოდვილები დაუსრულებელ სასჯელს მიიღებენ?

წმ. გრიგოლ დიდი: ეგ დაეჭვება მაშინ იქნებოდა სამართლიანი, განრისხებული მსაჯული ადამიანის გულს კი არა, მხოლოდ მის საქმეებს რომ განიხილავდეს. ცოდვილებმა იმიტომ შეწყვიტეს ცოდვების ჩადენა, რომ მათი სიცოცხლე დასრულდა. ისინი ისურვებდნენ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დაუსრულებლად ეცხოვრათ, რათა საშუალება ჰქონოდათ დაუსრულებლად ეცოდათ. ისინი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში არასოდეს წყვეტენ ცოდვის ჩადენას, გვიჩვენებენ, რომ მუდმივად ცოდვაში ცხოვრება სწყურიათ. აქედან გამომდინარე, მსაჯულის მხრიდან უდიდესი სამართლიანობაა, რომ ისინი, ვისაც ამ ცხოვრებაში არასოდეს ჰქონია ცოდვისაგან განშორების სურვილი, სამუდამოდ დაისჯებიან.

 

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

სიმართლე რომ ითქვას, რაღა უნდა იყოს უფრო საშინელი და დამთრგუნველი, თუკი ამაზე მხოლოდ დაფიქრება მამწუხრებს; და რამდენად უარესია განიცადო (შემიწყალე მე, ოჰ, იესო ქრისტე, და გადამარჩინე ამ სატანჯველისგან) განშორება ღვთისგან და მის ღვთაებრივ ძალთაგან და მიეკუთვნო ეშმაკსა და მის ბოროტ დემონებს – მდგომარეობა, რომელიც სამუდამოდ გრძელდება და არავითარი იმედი არ არსებობს ჩვენთვის ამ საშინელი მდგომარეობიდან გათავისუფლებისა... და ყოველგვარ სასჯელზე მძიმე და ძლიერია – სამუდამო შეერთება მათთან, ვისაც სძულს და მოძულებულია (რომ აღარაფერი ვთქვათ სატანჯველებზე... ) და განშორება მისგან, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ.

 

წმ. თეოფანე დაყუდებული

ვენ გავიწყდებათ, რომ იქ იქნება მარადისობა, და არა დრო; აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი მარადიული იქნება და არა დროებითი. თქვენ ითვლით ტანჯვას ასეული, ათასეული და მილიონობით წლით, ხოლო იქ დაიწყება პირველი წუთი და მას დასასრული არ ექნება, რადგან იქნება მარადიული წუთი. სათვალავი აღარ გაგრძელდება, არამედ დადგება პირველ წუთზე, და ასე იდგება.

 

წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი

ჩვენ ნასწავლი გვაქვს, რომ თუკი ადამიანები, მისი (ღვთის) განზრახვის თანახმად, ღირსეულნი აღმოჩნდებიან თავისი საქმეების მიხედვით, ღირსნი გახდებიან მასთან (ღმერთთან) ერთად ცხოვრებისა და მეფობისა, და იქმნებიან უხრწნელნი და უვნებელნი. რადგან როგორც დასაწყისში შექმნა მან არარსებულნი, ასევე, ვფიქრობთ, თავისი მოწყალებით მიანიჭებს უხრწნელებას და თავისთან ერთად ცხოვრებას იმათ, ვინც შეიყვარა ის, რაც სათნო იყო მისთვის (ღმერთისთვის).

 

წმ. კვიპრიანე კართაგენელი

როგორი დიდება იქნება, როგორი სიხარული – ღირსი გახდე იმისა, რომ ხედავდე ღმერთს და ქრისტესთან, შენს უფალ ღმერთთან ერთად მყოფი იხმევდე ცხონებისა და მარადიული ნათლის სიხარულს; მიეგებებოდე აბრაამს, ისააკს, იაკობს, და ყველა პატრიარქს, და წინასწარმეტყველებს, და მოციქულებს, მოწამეებს; წმინდანებთან და ღმერთის მეგობრებთან ერთად დასტკბებოდე მონიჭებული უკვდავების სიტკბოებით, – და მიიღო ის, რაც თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა.

 

წმ. იოანე ოქროპირი

წარმოიდგინე იმ ცხოვრების მდგომარეობა, რამდენადაც შესაძლებელია ამის წარმოდგენა, რადგან მისი ჯეროვნად გამოხატვისთვის უკმარია ნებისმიერი სიტყვა. მხოლოდ იმისგან, რაც გვესმის, თითქოსდა რაღაც გამოცანებიდან, შეგვიძლია მივიღოთ ერთგვარი ბუნდოვანი წარმოდგენა მის შესახებ. ნათქვამია: წარხდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა (ეს. 35,10). რაღა იქნება ასეთ ცხოვრებაზე უფრო ნეტარი? იქ არაა სიგლახაკისა და სნეულების შიში; ვერ დაინახავ ვერც შეურაცხმყოფელს და ვერც შეურაცხყოფილს, ვერც გამღიზიანებელსა და ვერც გაღიზიანებულს, ვერც განრისხებულს, ვერც შურის მქონებელს, ვერც ბილწი გულისთქმით განხურვებულს, ვერც ცხოვრებისეული საჭიროებისთვის ზრუნვით დატანჯულს, ვერც უფროსობისა და ძალაუფლების გამო დამწუხრებულს – რადგანაც ჩვენი ვნებების ქარიშხალი ჩაწყნარდება და შეწყდება, ყველანი სიმშვიდეში, მხიარულებასა და სიხარულში იქნებიან, სულ სიწყნარე და სიმშვიდე, სულ დღე და სიცხადე, და ნათელი, არა ეს აწინდელი ნათელი, არამედ სხვა, ამაზე იმდენად ნათელი, რამდენადა ეს (მზისმიერი) ბრწყინვალეა სანთლის ნათებაზე. რადგან იქ ნათელი არ ბნელდება არც ღამით, არც ღრუბლების თარეშით; არ წვავს სხეულს, რადგან არ არის იქ არც ღამე და არც საღამო, არც სიცივე, არც სიცხე, არც სხვა ცვალებადობა დროისა, არამედ რაღაც სხვაგვარი მდგომარეობა, ისეთი, რომელსაც მხოლოდ ღირსეულნი შეიცნობენ. არ არის იქ არც სიბერე და არც სიბერის თანამგზავრებ; არამედ ყველაფერი ხრწნადი განდევნილია, იმიტომ, რომ ყველგან ბატონობს უხრწნელი დიდება. და რაც ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია, – ესაა უწყვეტი ტკბობა ქრისტესთან ზიარებით, ანგელოზებთან, მთავარანგელოზებთან და ზეციურ ძალებთან ერთად.

 

წმ. ეფრემ ასური

მოვედით ჩემდა ყოველნი, და მე განგისვენო თქვენ იქ, სადაც დიდებული ნიჭია, შეუდარებელი სიხარული, უცვალებელი მხიარულება, უწყვეტი გალობა, დაუდუმებელი დიდებისმეტყველება, განუწყვეტელი სამადლობელი, მუდმივი ღვთისმეტყველება, დაუსრულებელი მეფობა, აურაცხელი სიმდიდრე, უსაზღვრო საუკუნეები, სიუხვეთა უფსკრული, მოწყალებისა და კაცთმოყვარების ზღვა, და ყველაფერი, რისი გამოთქმაც არ ძალუძს ადამიანის ბაგეებს, და მხოლოდ იგავურად გამოითქმის.

 

 

მსგავსი წერილი:

წმ. იოანე ოქროპირის სწავლება ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა