martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ

 

შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთმისანი  (ლევ. 19.26), რადგან ამას კერპთაყვანისმცემლობამდე მიჰყავს, ნურც შემლოცველი, ნურც ვარსკვლავთმრიცხველი, ნურც განწმენდის მოქმედი მისანი.

დიდაქე, თავი 3

 

ვინმემ რომ არ თქვას, ასტროლოგებს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათო, წინასწარმეტყველი ამბობს: მათ ვერაფერი გაუწყეს სევდის გარდა, რომელსაც ისინი მოუცავს, მუდმივად რომ აკვირდებიან ვარსკვლავებს და უძლურნი არიან, რაიმე იცოდნენ. „აჰა ესერა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტი ცეცხლითა, ეგრეთ დაიწუნენ და ვერ განარინნენ თავნი მათნი ალისა მისგან“ (ეს. 47, 14).

წმ. იოანე ოქროპირი, ესაია წინასწარმეტყველის განმარტება, თავი 47,13

 

რას ამბობენ ისინი (ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეები)? ამბობენ: აი, თქმულია, რომ ქრისტეს შობის დროსაც ვარსკვლავი გამოჩნდა, – ეს ნიშნავს, რომ ასტროლოგია უეჭველი მეცნიერებაა. მაგრამ თუკი ქრისტე ასტროლოგიის კანონების მიხედვით იშვა, მაშ როგორღა აღმოფხვრა ასტროლოგია, ბედისწერა, დემონებს პირი დაუხშო, განაქარვა გზააბნეულობა და დაამხო ყოველგვარი მოგვობა?

წმ. იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, საუბარი 6

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ ასტროლოგები რაღაც სიმართლესაც ამბობენ, მაგრამ ამბობენ ერთგვარი საიდუმლო ჩაგონებით, რომელსაც განიცდის ადამიანის უმეცარი გონება. ეს კაცთა დატყვევებას ემსახურება და დაცემული სულების მოქმედების შედეგია... ზოგჯერ ეს საძაგელი სულები წინასწარმეტყველების მსგავსად წინასწარ იუწყებიან იმას, რისი გაკეთებაც თვითონ აქვთ ჩაფიქრებული. ამიტომაც ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა უფრთხილდეს როგორც ასტროლოგებს, ასევე ნებისმიერი სახის მკითხავებს.

ნეტარი ავგუსტინე, დაბადების წიგნის შესახებ ზედმიწევნით, წიგნი 1, თავი 17

 

ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზისა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლით და ერთად შეკრებით იმართება ყველა ჩვენი საქმე; ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ ისინი წინასწარ გვამცნობენ წვიმისა და უწვიმრობის, სიგრილისა და სიცხის, ნესტიანობისა და სიმშრალის, ასევე ქარებისა და სხვა ამის მსგავსის შესახებ; ჩვენი მოქმედებების წინასწარ მაუწყებლები კი ისინი არანაირად არ არიან. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ თვითმფლობელად შექმნილნი, ჩვენი საქმეების ბატონები ვართ.

წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 21. თბ. 2000, გვ. 91-92

 

ყველა, ვინც უშვებს დაბადების დღის გავლენას, აღიარებს გარდაუვალობას და ბედისწერას, და ამათი მტკიცებით, რამდენადაც შეუძლია, ხალხს ღვთის რწმენისა და კეთილმსახურებისგან განაშორებს, ბაბილონელთა საქმეების მადიდებელია. რამეთუ ასტროლოგია ქალდეველთა მოგონილია, რომლებიც ამბობენ, რომ არსებული საკუთარ თავზეა დამოკიდებული და არა ღმერთზე, და მოვლენების ვარსკვლავთა მსვლელობასთან დაკავშირებით განდევნიან [ღვთის] განგებულებას, რომელიც ადამიანთა საქმეებს წარმართავს, ასე რომ [მათი სწავლებიდან გამომდინარე] ლოცვას და კეთილმსახურებას არანაირი ძალა არ გააჩნია.

წმ. ბასილი დიდი, წმ. ესაია წინასწარმეტყველის განმარტება, თავი 13,19

 

არ ეგების, რომ მღვდელი ან ეკლესიის მსახური იყოს მოგვი, ან მისანი, ან ვარსკვლავთმრიცხველი.

ლაოდიკიის კრების 36 კან.

 

შენ, რომელიც ვარსკვლავებს წარმოგვიდგენ ჩვენი შობის, ცხოვრებისა და მთელი სამყაროს წინამძღოლებად, გვითხარი: ვარსკვლავების ქვეშ კიდევ რომელ ზეცას გადაჭიმავ, და მის ქვეშ კიდევ ახალს და ახალს, რომ წინამძღვერებს უწინამძღვრონ. ერთი ვარსკვლავის ქვეშ ერთი მეფე და მრავალი ადამიანი დაიბადება, რომელთაგან ზოგი კეთილია, ზოგი უკეთური, ერთი მჭევრმეტყველია, მეორე ვაჭარი, მესამე მაწანწალა, სხვას კი მაღალი საყდარი მზვაობარს გახდის. მრავალთათვის, რომელნიც სხვადასხვა ვარსკვლავების ქვეშ დაიბადნენ, ერთი ხვედრია ზღვაზეც და ომშიც. ვინც ვარსკვლავებმა დააკავშირა, ისინი ვერ დაუკავშირებია ერთნაირ აღსასრულს. სხვები კი, თუმცა ვარსკვლავებმა განაცალკევს, ერთნაირმა აღსასრულმა შეაერთა... მე კი შემდეგი ვიცი: სამყაროს ღმერთი განაგებს. სიტყვა ღვთისა აქაც და იქაც აწესებს ყველაფერს, რაც მისი განჩინებითაა დადგენილი ცისა და მიწისთვის.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, საიდუმლო გალობები, სიტყვა 5, განგებულების შესახებ

 

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა