martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

შესავალი

წმიდა წერილიდან, მამათა სწავლებებიდან და ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ ეკლესიის წევრთა შორის მწვალებლური სწავლებების გავრცელება უაღრესად საშიში მოვლენაა და ამიტომაც წმიდა მამები არ იშურებდნენ ძალისხმევას დამღუპველი სიცრუის აღმოსაფხვრელად. როდესაც არიოზის ერესი გავრცელდა, განდეგილად მცხოვრები წმ. ანტონი დიდი დროებით განეშორა თავის მყუდრო სამყოფელს და ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში ჩავიდა ცრუმოძღვრების სამხილებლად. ასეთივე მოშურნეობით იბრძოდნენ მართლმადიდებლობის დასაცავად სხვა წმიდა მამებიც. როდესაც მწვალებლობის გავრცელება განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებდა, ეკლესია მსოფლიო კრებებს იწვევდა ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად.

იმ რამდენიმე მწვალებლობას შორის, რომლებიც მსოფლიო კრებების მიერ იქნა დაგმობილი, არის ორიგენესგან მომდინარე ერთ-ერთი ცრუმოძღვრება – საყოველთაო ცხონების შესახებ (ე.წ. „აპოკატასტასისი“. αποκαταστασις των παντων – ყოველივეს აღდგენა, დაბრუნება). სიტყვა აპოკატასტასისი (ძვ. ქართ.: კუალად-გება) რამდენჯერმე გვხვდება წმიდა წერილში, მაგალითად: „ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი (ელია მოვა პირველად და აღადგენს ყოველივეს)“ (მათ. 17,11). ამ სიტყვით აღნიშნავენ ხსენებულ მწვალებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ მასში საუბარია ყველა გონიერი ქმნილების „პირვანდელ მდგომარეობაში“ აღდგენაზე. არსებობს მოგვიანებით გავრცელებული, „აპოკატასტასისის“ განსხვავებული ვარიანტიც. ორიგენესეული „აპოკატასტასისი“ გამომდინარეობს მისი დახლართული კოსმოლოგიიდან, რომელიც სავარაუდოდ ბერძნული ფილოსოფიის შთაგონებითაა შობილი. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ორიგენე გამოთქვამს ვარაუდებს: რომ ღმერთმა ჯერ სრულყოფილი სულები შექმნა, შემდეგ, ღვთისგან განშორების შედეგად, ამ სულებისგან ზოგი ანგელოზად იქცა, ზოგი ცის მნათობად, ზოგი ეშმაკად, ზოგიც ადამიანად; ანგელოზები შეიძლება ადამიანებად იქცნენ, და პირიქით; ადამიანთა სულები სხვადასხვა სხეულებში იბადებიან ერთმანეთის მომდევნო სამყაროებში (სხვადასხვა ეონებში – „საუკუნეებში“); სიკვდილი, აღდგომა, სამსჯავრო, ჯოჯოხეთში ტანჯვა და ტანჯვის დასრულება შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს; სულიერი ქმნილებები ეტაპობრივად უახლოვდებიან ღმერთს და ბოლოს ყველა მათგანი სულ პირვანდელ მდგომარეობაში აღდგება და ეს იქნება „აპოკატასტასისი“, ანუ ყოველივეს აღდგენა. მოგვიანო „აპოკატასტასისი“, რომელიც წმ. გრიგოლ ნოსელის ნაწერებში გვხვდება, გულისხმობს გეენაში ბოროტი ანგელოზებისა და ცოდვილების ტანჯვით განწმენდას, ბოლოს ტანჯვის დასრულებას და ყველა გონიერი ქმნილების მარადიულ ნეტარებას ღვთის სასუფეველში.

დღეს ზოგიერთი გავლენიანი საეკლესიო მოღვაწის მხრიდან შეინიშნება მცდელობა ამ მოგვიანო „აპოკატასტასისის“ აღორძინებისა, რასაც რუსეთში სათავეში უდგას მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსეი ოსიპოვი. ამ ერესის მხარდამჭერი აზრები ასევე გვხვდება მრავალი პუბლიკაციის ავტორი მღვდელმთავრების: რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევისა და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე დიოკლიის მიტროპოლიტის (ამჟამად პენსიონერი) კალისტოს უეარის ნაშრომებში. ინტერნეტისა და წიგნების საშუალებით მათი მცდარი სწავლებები საქართველოს ეკლესიის წევრებამდეც აღწევს და ავტორთა პოპულარობისა და სიტყვაში დახელოვნებულობის გათვალისწინებით მორწმუნეთათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

შეიძლება ეკლესიის სწავლებაში და ისტორიაში არცთუ კარგად გარკვეულ მორწმუნეებს ამგვარი კითხვები გაუჩნდეთ: როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან საკითხში ცდებოდნენ ავტორიტეტული და სწავლული ადამიანები? თუ ისინი ცდებიან და ეკლესიას აზიანებენ, რატომ არ გმობს და წინ არ აღუდგება მათ მოქმედებას საეკლესიო იერარქია, რომ დაიცვას მორწმუნე საზოგადოება სიცრუისაგან? აქვთ თუ არა ერისკაცებს მღვდელმთავართა კრიტიკის უფლება?

პირველ კითხვაზე პასუხს გვაძლევს ეკლესიის ისტორია. ცნობილია, რომ ორიგენე და ევაგრე პონტოელი, ორიგენესეული მწვალებლობების ამაღორძინებელი, განსწავლული და მოღვაწე ადამიანები იყვნენ. მათი ზოგიერთი ნაშრომით წმიდა მამებიც სარგებლობდნენ, ევაგრეს სამოღვაწეო სწავლებები „ფილოკალიაშიცაა“ შესული, მაგრამ ასეთი ნიჭიერი, სწავლული და მოღვაწე ადამიანებიც შეცდნენ და ამიტომ დაგმო ეკლესიამ მათი მცდარი სწავლებები. რატომ არ ხდება დღეს ამ მწვალებლობის გავრცელების წინააღმდეგ სათანადო რეაგირება ეკლესიის მწყემსთა მიერ, ეს საკმაოდ რთული საკითხია და ზოგადად ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთანაა კავშირში, რაც სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აქ მისი განხილვა ვერ მოხდება. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ მის წევრებს შორის პერიოდულად ვრცელდება სხვადასხვა „დაავადებები“ – მწვალებლური შეხედულებები, რომელთა კურნებაც მყისიერად არ ხდება და ზოგჯერ საუკუნეებიც კი სჭირდება. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდის საღვთისმეტყველო კომისიამ (თავმჯდომარე მიტრ. ილარიონ ალფეევი!) განიხილა მორწმუნეების საჩივარი პროფ. ალექსეი ოსიპოვის ცდომილებებთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ განსახილველ საკითხზე არცთუ მთლად სრულყოფილი, მაგრამ მთლიანობაში ა. ოსიპოვის სწავლების გამამტყუნებელი განჩინება გამოიტანა, რომლის ბოლოს წერია: „ამგვარად, აზრს ჯოჯოხეთის ტანჯვათა დასრულების შესახებ და მასთან დაკავშირებულ საღვთისმეტყველო შეხედულებას არ გააჩნია საფუძველი წმიდა წერილში“.1

მართალია სარწმუნოების დაცვა პირველ რიგში სამღვდელოების მოვალეობაა, მაგრამ როგორც ეკლესიის ისტორიიდან და ეკლესიის მოძღვართა სწავლებებიდან ვიგებთ, როდესაც არის საჭიროება, ერისკაცები უფლებამოსილნიც არიან და ვალდებულნიც, აღიარონ და დაიცვან ჭეშმარიტი მოძღვრება. ამის მაგალითია მოწამე ერისკაცების, წმიდა მეფეებისა და დედოფლების ცხოვრებები, თუნდაც წმიდა ნინოს ცხოვრება. ასევე მრავლისმეტყველია, რომ მონოთელიტობის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე თავდაუზოგავი და სიბრძნით მეტყველი მებრძოლი იყო უბრალო მონაზონი წმ. მაქსიმე აღმსარებელი თავის ორ მოწაფესთან ერთად.

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ეკლესიაში არ არის ადგილი ზემდგომთა ქედმაღლობისთვის და დაქვემდებარებულთა მონური მორჩილებისთვის... თუკი მოსემ თავისი წარმართი სიმამრისგან რაღაც სასარგებლო გაიგო, რაც თვითონ არ იცოდა (გამოსლვ. 18,19-27), მით უმეტეს ასე უნდა იყოს ეკლესიაში. რა იყო იმის მიზეზი, რომ სულიერმა (ანუ ღვთივგანბრძნობილმა – მთარგმნ. შენ.) ადამიანმა არ იცოდა ის, რაც იცოდა ურწმუნომ? – ის, რომ ყველა მაშინ მყოფს გულისხმაეყო: მოსე ადამიანია და ღვთის შეწევნას საჭიროებს. და ახლაც, თუკი ერთი არ ამბობს სასარგებლოს, დაე სხვა აღდგეს და ილაპარაკოს. თუნდაც უმცროსი იყოს, მაგრამ თუკი რაიმე სასარგებლოს გთავაზობს, მისი აზრი შერაცხე უმჯობესად, უკანასკნელიც რომ იყოს მთქმელი, ნუ დატოვებ უყურადღებოდ. რამეთუ არც ერთი მათგანი ისე არაა დაშორებული მოყვასისგან, როგორც მოსესგან იყო დაშორებული მისი სიმამრი, და ამის მიუხედავად მოსემ არა მხოლოდ მოუსმინა მას, არამედ მისი რჩევა მიიღო, მიჰყვა მას, ჩაწერა ის წიგნებში, არ შერცხვა, რომ ის ისტორიაში შეეტანა მრავალთა ამპარტავნების დასამხობად“.2

წმ. თეოდორე სტუდიელი მოგვიწოდებს: „უფლის მცნებაა – არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი, – ამბობს უფალი, – ნუ გაჩუმდები. „და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა“ (ებრ. 10,38); და კვლავ: „დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე“ (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება ვთქვათ: „ვინ ვარ მე? – მღვდელი არა ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე ერთი გლახაკი ვარ, ყოველდღიური საზრდელისთვის მშრომელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა“. ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?!“3

აღმოსავლეთის პატრიარქების 1848 წლის საყოველთაო ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან კეთილმსახურების მცველი ჩვენთან თვით ეკლესიის სხეული, ანუ ხალხია, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი სარწმუნოება დაიცვას უცვლელად, ისე, როგორიც იყო მათი მამების სარწმუნოება“.4

ვინაიდან ხსენებული მწვალებლური სწავლების გამავრცელებელნი მრავალნი არიან, ამიტომ საჭიროება მოითხოვს, ისინი ტექსტში რაიმე სახელით მოვიხსენიოთ. ყველაზე უფრო რბილად ჟღერს ნეტარი ავგუსტინეს მიერ მისი თანამედროვე ნეოორიგენისტებისთვის შერქმეული სახელი – „მოწყალენი“. ჩვენს ტექსტშიც ამ სიტყვით იქნებიან მოხსენიებულნი ძველი „მოწყალეების“ მსგავსად მოაზროვნე თანამედროვე ავტორები.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა