ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
8. რა წესები უნდა შესრულდეს გასვენების დროს? თუ არის ეკლესიურად გამართლებული კუბოს ტრიალი და კარზე კაკუნი, ასევე კუბოში გარკვეული ნივთების ჩადება?
მიცვალებულს უნდა ეკეთოს გულზე ჯვარი, შეიძლება ხელშიც ეკავოს ჯვარი და სახით აღმოსავლეთისკენ უნდა იყურებოდეს, მიწაში ჩასვენების დროს სახეზე და სხეულზე ზეწარი უნდა ჰქონდეს გადაფარებული. თუ მღვდელი ესწრება გასვენებას, კუბოს მან უნდა დააყაროს პირველად მიწა; თუ არ ესწრება, მაშინ ახლობელი ადამიანი დააყრის ნაკურთხ მიწას ჯვრის სახით. რაც შეეხება კუბოს ტრიალს, კაკუნს, საყოფაცხოვრებო საგნების ჩადებას და სხვა მსგავს ჩვეულებებს, ეს ყველაფერი ცრურწმენებიდან მოდის და ქრისტიანებისთვის მიუღებელია, ცოდვაა.
შემდეგი
სარჩევი
|