ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
9. რა დანიშნულება აქვს ნაკურთხ წყალს?
ნაკურთხ წყალს ქრისტიანები (სასულიერო პირები და ერისკაცები) იყენებენ საკუთარი თავის და საგნების განსაწმედელად; მას სვამენ და ასხურებენ ტაძარში, სახლში, ქუჩაში, სხვადასხვა საგნებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე. განსაკუთრებით საჭიროა ნაკურთხი წყლის დალევა სნეულების დროს. ჩვეულებრივ, ნაკურთხი წყალი უნდა დავლიოთ უზმოზე. მღვდელს წყლის კურთხევა ნებისმიერ დღეს შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებული დღეები წყლის საკურთხებლად დაწესებულია – ნათლისღების მწუხრზე (დიდი აიაზმა; დღეს უფრო ხშირად ნათლისღების წირვის შემდეგ აღასრულებენ), და 1 აგვისტოს (ახ.სტ. 14 აგვისტო), მარიამობის მარხვის პირველ დღეს.
შემდეგი
სარჩევი
|