martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 8

სხვა საეკლესიო საკითხები

13. ყოველდღიურ ცხოვრებაში რით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი ურწმუნოთაგან?

რადგან ცოცხალი რწმენა აუცილებლად უნდა გამოვლინდებოდეს ცხოვრებაში, ამიტომ ჭეშმარიტ მორწმუნესა და ურწმუნოს ბევრი რამ განასხვავებს ერთმანეთისგან. თუ ქრისტიანი იცვამს ან იმკობა ისე გამომწვევად, რომ სხვა ადამიანებში ვნებებს აღძრავს, ბილწსიტყვაობს, თვრება, ერთობა აზარტული თამაშებით, უყურებს ვნებების აღმძვრელ და მკრეხელურ სანახაობებს, უსმენს მუსიკას, რომლის ტექსტი ან მელოდია უზნეო ან სულიერი სიმშვიდის დამარღვეველია, ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც ცოდვის გავრცელებას ემსახურება და ა.შ. – ჩანს, რომ ასეთი ადამიანის რწმენა ძალიან ზედაპირულია და არ ესმის, რა არის ქრისტიანობა. ეკლესიური ცხოვრება არის ყოველდღიური სულიერი მოღვაწეობა – მცნებების დაცვა, ცოდვებთან ბრძოლა საკუთარ გულში, განწმენდისა და სრულყოფისკენ სწრაფვა, და არა პერიოდულად ხარკის გადახდა – დიდი მარხვის დაცვით და წელიწადში ერთხელ აღსარებითა და ზიარებით, სანთლების დანთებით და ტაძრისთვის ფულის შეწირვით – იმის იმედით, რომ არც ამ წუთისოფელში მოგვაკლდება რაიმე და არც იმქვეყნად მოგვეკითხება უსამართლო, უსიყვარულო და არაწმინდა ცხოვრების გამო.

ეკლესიის სწავლებით ქრისტიანი ყველგან და ყოველთვის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს – თავშეკავებით, მოკრძალებით, ლოცვით, სულიერი და ხორციელი სიწმინდით, ვნებებთან ბრძოლით, – ამას გვასწავლის სახარება. წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ამბობს: „ყოველი მსხვერპლი და შესაწირავი ჩვენი, ყოველი სამკაული ხატთა და სიმდიდრე ტაძრისა მხოლოდ მაშინ არის სათნო და საყვარელ ღვთისთვის, ოდეს გული ჩვენი მიქცეულ არს მისდამი, ოდეს გვაქვს კეთილი ყოფა-ქცევა და სიყვარული, ხოლო, ოდეს განქარდენ ესენი, გაუქმდებიან იგინიცა... ჭეშმარიტსა ვიტყვი: დასუსტდა ჩვენ შორისცა კეთილი ზნეობა, არა სჩანს ღვთისმსახურება, განირყვნა სოფელი. შევხედავ რა რომელთამე პირთა, ვკითხავ ჩემს თავს: ვინ არიან იგინი, მორწმუნენი, თუ ურწმუნონი? რით ვსცნა, რომ იგინი არიან ქრისტიანენი? ... შენს სახლში, შენს ოჯახში, შენთა მეზობელთა შორის, შენს საქმეში და სიტყვაში, შენს მისვლა-მოსვლაში – იქ მაჩვენე ქრისტიანობა შენი; იქ გიყურებ შენ და ვხედავ, რომ არაფერი არ გაჩნია ქრისტიანობისა; იქ ვერაფრით ვერ გარჩევ შენ ურწმუნოთაგან; ლაპარაკში ნახევარი შენი სიტყვა ან სიცრუე არის, ან მტრობა, ან ცილისწამება; ხშირად ისმის შენი პირიდან გინება, ფიცი და უშვერი სიტყვა; ყოფა-ქცევაში და საქმეში უმეტესად ვხედავ, რომ შენ სიმართლეს არ ეძიებ, მხოლოდ შენი თავი გახსოვს და შენი მოყვასი არარად მიგაჩნია, ხშირად ეჩხუბები მეზობელს, აიწროებ შენს ძმას, პატივს არა სცემ დედ-მამასა, არ გებრალება კაცი გაჭირვებული, ნახევარი მონაგები შენი უსჯულოდ გაქვს მიტაცებული. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რით გაგარჩიო შენ ურწმუნოთაგან, რომელი ნიშანი გამოაჩენს, რომ შენ ხარ მორწმუნე ქრისტიანე?“[1]

 

[1] წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი, სიტყვა თქმული გელათის სობოროში ჩყჲა-სა წელსა 8 სექტემბერსა, ტ.1, გვ. 261.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა