ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
12. რით განსხვავდება ხატი რელიგიური შინაარსის ნახატისგან და ძველებური გალობა თანამედროვე კომპოზიტორების მიერ დაწერილი საგალობლებისგან?
მართლმადიდებლური ხატები და ფრესკები იწერება განსაკუთრებული წესით, რომელიც განსხვავებულია საერო მხატვრობის წესისგან. მართლმადიდებლური ხატი მორწმუნეს განაწყობს ლოცვისთვის, აღძრავს მასში ამაღლებულ სულიერ გრძნობებს, გადმოგვცემს სიმშვიდეს, სინანულს, სიყვარულს, რწმენას. საერო წესით შესრულებული კათოლიკული სტილის ნახატები და ამგვარივე ტაძრების მოხატულობა მიწიერია, არასწორი ლოცვითი განწყობის ხელშემწყობი, ზოგჯერ ვნებების აღმძვრელი და მკრეხელურიც. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას წმიდა მამებისეული, სულიერი, და საეკლესიო გალობის არსის უცოდინარი თანამედროვე კომპოზიტორების მშვინვიერი საგალობლების შედარებისას.
შემდეგი
სარჩევი
|