ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
7. რატომ უნდა ვილოცოთ წმიდა ადგილებში, წმინდანების ნაწილებთან, მათ საფლავებთან?
ამ კითხვას ამომწურავად პასუხობენ თვით წმინდანები: წმ. ეფრემ ასური – „მოწამეები სიკვდილის შემდეგაც ისევე მოქმედებენ, როგორც ცოცხლები, კურნავენ სნეულებს, განდევნიან ეშმაკებს, და უფლის ძალით განაქარვებენ მათ მტანჯველ ბატონობას. რამეთუ წმიდა ნაწილებთან ყოველთვის მყოფობს სასწაულთმოქმედი მადლი სულისა წმიდისა“;[1] წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი – „წმიდა მოწამეები ... განდევნიან დემონებს, კურნავენ სნეულებებს, ეცხადებიან, წინასწარმეტყველებენ; თვით მათი სხეულები, როდესაც მათ ეხებიან და პატივს მიაგებენ, ისევე მოქმედებენ, როგორც მათი წმიდა სულები; სისხლის წვეთებიც კი და ყველაფერი, რაც მათი წამების კვალს ატარებს, ისევე მოქმედებენ, როგორც მათი სხეულები“;[2] წმ. იოანე ოქროპირი – „არა მხოლოდ მოწამეთა სხეულები, არამედ მათი საფლავებიც მადლითაა აღსავსე“.[3] მორწმუნეები სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად და რწმენაში განსამტკიცებლად მოილოცავენ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ადგილებს (ბეთლემის გამოქვაბული, გოლგოთა, აღდგომის ტაძარი...), წმინდანების საფლავებს, მათი მოღვაწეობის ადგილებს, ემთხვევიან პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილებს, წმინდანების ნაწილებს, მათ ნაქონ სამოსს და სხვა საგნებს, განიბანებიან წმინდანების ლოცვით აღმოცენებულ ან მათ მიერ ნაკურთხ წმიდა წყაროებში და მათ წყალს სახლშიაც იხმევენ.
[1] Макарий, митр. Московский и Коломенский, Православно-догматическое богословие, Т.2, стр. 564. СПб. 1883.
შემდეგი
სარჩევი
|