ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
11. როგორი ხატები გვეხმარება ლოცვაში?
ლოცვისას გვეხმარება მართლმადიდებლური წესით დაწერილი ხატები და ფრესკები. თუ გამოსახულება არაა მართლმადიდებლური ხატწერის წესით შესრულებული, ის ვერც ლოცვაში დაგვეხმარება და შესაძლოა არაჯანსაღი სულიერი მდგომარეობის გაღვივებას შეუწყოს ხელი, რაც ძალიან არასასურველია. იგივე შეიძლება ითქვას გალობის შესახებაც. მართლმადიდებლური, წმიდა მამებისეული გალობა გვეხმარება ლოცვაში და ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის ჩამოყალიბებაში, საერო მელოდიებზე შესრულებული საგალობლები კი მსმენელებს არასწორი სულიერი მდგომარეობისკენ მიდრიკავენ. ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის ხელოვნების ნიმუშებთან ურთიერთობას მორწმუნეებისთვის მოაქვს დიდი სულიერი შეწევნა; გრძნობის ორგანოების (მხედველობა, სმენა) საშუალებით ასე ვთქვათ ვეხებით სიწმინდეს, რომლის წყარო ღმერთია. მართლმადიდებლური ტაძრები, ფრესკები, ხატები, საგალობლები – უნდა იქმნებოდეს ღრმად მორწმუნე, მართლმადიდებლურ კანონიკაში განსწავლული ხატმწერების, არქიტექტორების, ქვის ხელოსნების, მგალობლების, ჰიმნოგრაფების მიერ. კანონიკის დაცვასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ხელოვანთა ცხოვრების წესსაც, რადგან მათი სულიერი მდგომარეობა ასახვას ჰპოვებს მათ შემოქმედებაში.
შემდეგი
სარჩევი
|