ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 6
მარხვა
3. როგორი სახის მარხვები არსებობს?
საეკლესიო ტიპიკონი (გარკვეული საეკლესიო წესების კრებული) აღწერს შემდეგი სახის მარხვებს: თავშეკავება საკვებისგან და წყლისგან (დიდ პარასკევს); ხმელი მარხვა (პურისა და უმი ხილ-ბოსტნეულის მიღებით); უზეთო მარხვა; მარხვა ზეთიანი საკვების და ღვინის მიღებით; მარხვა ზეთიანი საკვების, ღვინის და თევზის მიღებით; მარხვა მხოლოდ ხორცისგან თავშეკავებით (ყველიერის კვირა). დღევანდელი ქრისტიანები, ხორციელი სისუსტისა და სხვა მიზეზთა გამო, ძველ ქრისტიანებთან შედარებით ძირითადად შემსუბუქებულად მარხულობენ.
შემდეგი
სარჩევი
|