ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
5. როგორ უნდა ვეზიაროთ?
უნდა დავესწროთ წირვა-ლოცვას და ზიარების დროს წმიდა ბარძიმთან უნდა მივიდეთ ღვთის შიშით, რწმენით და სიყვარულით. ხელები გულზე გვაქვს გადაჯვარედინებული, არ მივიწევთ წინა რიგებისკენ, არ ვუბიძგებთ გვერდით მდგომებს და არ ვსაუბრობთ. ჯერ ეზიარებიან მონაზვნები, მედავითნეები, სტიქაროსნები, ბავშვები და უძლურები, შემდეგ მამაკაცები, ბოლოს ქალები. ზიარების შემდეგ არ ვსაუბრობთ, არ ვემთხვევით ხატებს, არამედ პირველ რიგში მივიღებთ მისაყოლებელ სასმელს და სეფისკვერს, რომ სიწმიდე არ დარჩეს პირის ღრუში და საუბრისას, დახველებისას ან ხატზე მთხვევისას წმიდა ნაწილი არ ამოგვივარდეს პირიდან. ასევე აუცილებელია ამავე მიზნით ყურადღება მივაქციოთ მაზიარებელ ბავშვებს.
შემდეგი
სარჩევი
|