ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
6. ზიარების შემდეგ რა გვევალება?
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ან სახლში ვკითხულობთ ან ვუსმენთ ზიარების შემდგომ საკითხავ სამადლობელ ლოცვებს. ზიარების შემდეგ დაუშვებელია დათრობა, ბილწი სანახაობების ყურება, ზედმეტი მხიარულება. სასურველია ის დღე გავატაროთ სასულიერო ლიტერატურის კითხვაში, წმიდა ადგილების მოლოცვაში, გაჭირვებულთა დახმარებაში, მოძღვართან ან მორწმუნე მეგობრებთან სულისთვის სასარგებლო საუბრებში, ან რაიმე სხვა ღვთის სათნო საქმიანობაში.
შემდეგი
სარჩევი
|