ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 3
აღსარება
12. როდის უნდა მიატოვოს ადამიანმა მოძღვარი?
მოძღვრის შეცვლა ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაზე, როგორც წესი, უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა ამის გაკეთება აუცილებელია – როცა მოძღვარი იწყებს მწვალებლური სწავლების ან ქრისტიანული მცნებების საწინააღმდეგო ქადაგებას, როცა ის თავისი საქციელით ან სწავლებით სულიერ შვილებს რაიმე ცოდვისკენ უბიძგებს, თუ ის არ ასრულებს მოძღვრის მოვალეობებს.
შემდეგი
სარჩევი
|