ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
4. რომელ აღთქმებს დებს ადამიანი ნათლისღების საიდუმლოში?
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას მოსანათლი მღვდლის კითხვაზე: „განეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოზთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან?“ პასუხობს: „განვეშორები“; კითხვაზე: „შეუდგები ქრისტესა?“ პასუხობს: „შეუდგები“. თუ ჩვილი ინათლება, პასუხობს ნათლია. ეს პასუხები არის მოსანათლის მიერ დადებული აღთქმები. ამ სიტყვებით ადამიანი ღვთის წინაშე პირობას დებს, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა განეშოროს ყველაფერს, რასაც ბოროტი სული შთააგონებს ადამიანებს მათი საუკუნო დაღუპვის მიზნით, ანუ ყოველგვარ ცოდვას, და იცხოვრებს იესო ქრისტეს მცნებებით – ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
შემდეგი
სარჩევი
|