ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
5. რა ხნისა უნდა მოინათლოს ჩვილი?
ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საეკლესიო დადგენილება; რაც უფრო ადრე მოინათლება ჩვილი, მით უფრო ადრე შეძლებს ზიარებას და მით უკეთესია მისი სულიერი და ხორციელი კეთილდღეობისთვის. ახალშობილს ხშირად დაბადებიდან მეორმოცე დღეს ნათლავენ, როდესაც ჩვილის დედისთვის მღვდელი განწმედის ლოცვებს კითხულობს და მას ტაძარში შესვლის უფლება ეძლევა. თუ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იგი სასწრაფოდ უნდა მოინათლოს, შესაძლოა დაბადებისთანავე.
შემდეგი
სარჩევი
|