ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
3. მონათლულად ითვლება თუ არა ადამიანი, რომელიც რწმენის გარეშე ინათლება, მაგ. ვინმეს ხათრით, რაიმე გამორჩენის სურვილით ანდა წინაპართა ტრადიციის დაცვის გამო?
ასეთი ადამიანი მონათლულად ითვლება, მაგრამ ვინც რწმენის გარეშე მოინათლება და შემდეგშიც ცხოვრებას ურწმუნოდ გაატარებს, მას ნათლობა ვერ აცხოვნებს, – პირიქით, უფრო მეტად მოეკითხება ნათლისღების დროს დადებული აღთქმების დარღვევის გამო. როგორც წმ. ეპისაკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ამბობს: „ქრისტიანე ცუდად მცხოვრები უარესად განარისხებს ღმერთს, ვიდრე მოუნათლავი უსჯულო, და უარესად დაისჯება, რაიცა ღმერთმან განაშოროს ჩვენგან. ამინ“.[1]
[1] ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტ.1. გვ.466. მოძღვრება, თქმული სოფელს ჩხარს.
შემდეგი
სარჩევი
|