ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
12. რა ევალება ნათლიას?
ნათლიას ევალება ილოცოს ნათლულისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ქრისტიანული მოძღვრების შესწავლაში და ეკლესიურ ცხოვრებაში. ტრადიციის მიხედვით ნათლიას მიაქვს ნათლულისთვის ჯვარი. ქრისტიანი მუდმივად უნდა ატარებდეს გულზე ჯვარს, როგორც სიმბოლოს ჩვენი გამოხსნისა, როგორც ნიშანს ქრისტიანობისა, როგორც შემმუსრავს ბოროტი ძალისა.
შემდეგი
სარჩევი
|