ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
13. რა აკრძალვებია დაწესებული ეკლესიაში ნათლიებთან დაკავშირებით?
დიდი სჯულისკანონის მიხედვით აკრძალულია ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის, ასევე ნათლიასა და ნათლულის დედას შორის (მე-6 მს. კრ. კან. 51). გარდა ამისა, ძველად ზოგიერთ ეკლესიაში დამკვიდრდა ქორწინების აკრძალვა ნათლიისა და ნათლულის ოჯახის წევრებს შორის მეშვიდე თაობამდე, მსგავსად სისხლით ნათესაობისა. ამგვარი აკრძალვის დაწესება ან გაუქმება დამოკიდებულია ადგილობრივ ეკლესიაზე.[1]
[1] 6-ე მსოფლიო კრების კან. 53. განმარტება: Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, епископа Далматинско-Истрийскаго. Т.1, стр.538.
შემდეგი
სარჩევი
|