ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
9. შეიძლება თუ არა ეკლესიურად მცხოვრები ქრისტიანი თავის სულიერი ცხოვრების გასამდიდრებლად იყენებდეს სხვა რელიგიების სწავლებებს?
ქრისტიანობა, როგორც ღვთივბოძებული სწავლება, გვაძლევს ყველაფერს, რაც ადამიანის სულიერი განწმედისა და სრულყოფილებისთვისაა საჭირო; რაც სხვა რელიგიებში თუ ფილოსოფიურ სწავლებებში ქრისტიანობისგან განსხვავებული ვითომ ეფექტური სულიერი წინსვლის საშუალებებია, ცხადია, ან ადამიანების ან ბოროტი სულების მოგონილია; ამიტომ, რაც არ უნდა მომხიბლავად გამოიყურებოდნენ, ქრისტიანს ზიანის მეტს ვერაფერს მოუტანენ. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ამგვარად, ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება“.[1]
[1] წმ. ირინეოს ლიონელი, ხუთი წიგნი ერესების წინააღმდეგ, წ.3, თ.4.
შემდეგი
სარჩევი
|