martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 1

ეკლესიური ცხოვრება

4. როგორ მიჰყავს ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი ცხონებისკენ?

როგორც ქრისტიანობა გვასწავლის, ადამიანის ცხოვრების მიზანი არის ცხონება, ანუ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, სადაც მართალნი იქნებიან მარადიულ ნეტარებაში. ამისათვის საჭიროა განვიძარცვოთ ცოდვები და შევიმოსოთ სათნოებები (სიმდაბლე, სიმშვიდე, სიყვარული, სიწრფოება და ა.შ.), რასაც გვანიჭებს ქრისტიანული მცნებების დაცვა, რომლებიც ორი უმთავრესი მცნებიდან გამომდინარეობს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი – ვითარცა თავი თვისი“ (ლუკ. 10,27). წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე გვიმარტავს: „ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა. ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი. რა არის ღვთის სიყვარული? ღვთის სიყვარული ის არის, როდესაც შენ გახსოვს, რომ ღმერთი არის შენი მამა და შემოქმედი, ყოველთვის გხედავს შენ, ესმის ყოველი შენი სიტყვა, გასინჯავს შენს გულს, და თუ ესრედ გახსოვს, სცდილობ, რომ ყოველი მისი ბრძანება და მცნება აღასრულო. რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა; შენ, რასაკვირველია, გსურს და გიამება, რომ ყოველმან კაცმან შეგიყვაროს, ნუგეში-გცეს, პატივი-გცეს, შეგეწიოს გაჭირვების დროს; შენც ისრე უყავ ყოველს კაცს და მაშინ იქნები ჭეშმარიტი ქრისტიანე“.[1] ღირსი აბბა დოროთე წერს: „წმიდა წერილი ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღვთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღვთის შეწევნას მიიღებ, რომელიც დაგეხმარება სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე ორი კიბე: ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ, შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი: როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწვდები იმ კიბის თავს? ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან. შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე. მოყვასს ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ – სიტყვით ანუგეშებ, თანაუგძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღვთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“.[2] 

მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს პირველ რიგში უნდა ეპყრას ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; უნდა უჯერებდეს ეკლესიის სწავლებას და არა საკუთარ აზრებს, არა იმ მქადაგებლებს თუ მოძღვრებს, ვისაც შემოაქვს სიახლეები, ვინც არ ეთანხმება წმიდა წერილს და წმიდა მამების სწავლებებს. როგორც წმ. იოანე სინელი გვასწავლის: „ვისაც მართალი სარწმუნოება არ უპყრია და მოღვაწეობს, იმ კაცის მსგავსია, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს“.[3] როგორც წმ. მამები გვასწავლიან, საკმარისი არაა რწმენა მხოლოდ გულში გვქონდეს, – როდესაც საჭიროება დგება, მოგვეთხოვება ჩვენი სარწმუნოების სიტყვით აღიარება და დაცვა. წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაჲთა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, არამედ ესრეთ იტყვის: „რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მათე 10.33), და წმიდა მოციქული იტყვის: „გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებელად“ (რომ. 10.10)“.[4]

უფალი გვეუბნება სახარებაში: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნედს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16,16). წმ. გრიგოლი დიდი (დიოლოღოსი) ამ სიტყვების განმარტებისას ამბობს: „შესაძლოა ყოველმა ჩვენგანმა უთხრას საკუთარ თავს: „მე ვირწმუნე, მაშასადამე ვცხონდები“. სიმართლეს ის ამბობს, ვინც რწმენას საქმეებით ამართლებს. რამეთუ ჭეშმარიტი რწმენა ისაა, როცა სიტყვით გამოხატულს არ ეწინააღმდეგება ზნეობა. ამიტომაც ზოგიერთ ყალბად მორწმუნეზე პავლე [მოციქული] ამბობს: „ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ (ტიტ. 1,16). ამიტომ ამბობს იოანე [მოციქული]: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს“ (1 იოან. 2,4). რადგან ეს ასეა, ჩვენი რწმენის ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრების განსჯით უნდა შევაფასოთ“.[5] ამგვარად, რწმენასთან ერთად საჭიროა ცხოვრება  რწმენის შესაბამისად, უფლის მცნებების დაცვით; წინააღმდეგ შემთხვევაში რწმენა იქნება მკვდარი, უმოქმედო. როგორც წმ. იაკობ მოციქული ბრძანებს: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობ. 2,26).

იმისათვის, რომ მორწმუნე ადამიანმა იესო ქრისტეს მცნებების დაცვა შეძლოს (გარკვეულ დონემდე მაინც), მას ესაჭიროება ღვთის მადლით სულიერად განმტკიცება. ის უნდა ამბობდეს აღსარებას, ეზიარებოდეს, ლოცულობდეს, მარხულობდეს, ცოდვებს ებრძოდეს, სიკეთეს აღასრულებდეს,  ანუ ეკლესიურად ცხოვრობდეს. თუ ადამიანის ეკლესიური ცხოვრება სწორი გზით მიდის, მისი სული თანდათანობით იკურნება სნეულებებისგან (ვნებებისგან) და იმოსება სათნოებებით, რომელთაგან უმთავრესია სიყვარული, რომელიც გამოხატულებას ჰპოვებს ღვთისთვის და მოყვასისთვის თავგანწირვაში – ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი და მოყვასი, ის თავის სიამოვნებას, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც სწირავს მათთვის. ასეთები იყვნენ წმინდანები – ყველა ქრისტიანისთვის სამაგალითო პიროვნებები.

როგორც სახარება გვასწავლის (მოწყალე სამარიტელის შესახებ იგავით), ჩვენი მოყვასი არის ნებისმიერი ადამიანი, მისი ეროვნებისა და მრწამსის მიუხედავად, ამიტომაც მოგვეცა მცნება მტრების სიყვარულის შესახებ. თუმცა ეს სიყვარული არ უნდა გახდეს ყალბი შემწყნარებლობით სარწმუნოების ღალატის ან სამშობლოს მტრებისგან დაუცველობის მიზეზი. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღვთისას ეშმაკისაში“.[6]

 ის, ვინც უზაკველად შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას, თანდათანობით შეიძენს სათნოებებს და დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს; ამისთვის კი საჭიროა ქრისტიანულ ცხოვრებაში გულმოდგინება, მოთმინება, განსაცდელის დროს ღვთის მადლიერება, სულიერი და მატერიალური მოწყალება, სიკვდილამდე ცოდვებთან ბრძოლა და სინანული, რადგან როგორც პეტრე მოციქული ამბობს: „და უკუეთუ მართალი ძნიად (ძნელად) განერეს (გადარჩეს), უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?“ (1 პეტრე 4,18).

 

[1] ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა, ტ.1, გვ.490. მოძღვრება თქმული ოსთადმი კუდაროს ხეობის ეკლესიაში.

[2] აბბა დოროთეს სწავლანი, სწ. 14 – „აღშენებისათვის სახლისა სულისა და სათნოებათა, და თუ ვითარ ურთიერთარს შეიწყობიან იგინი“. საქ. ეკლესიის კალენდარი, 1991 წ.

[3] წმ. იოანე სინელი, კიბე, თავნი სხვათა სათნოებათათვის, მუხ.51. რუს.: თ. 26, მუხ. 235.

[4] წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება, თარგმნილი წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ. თბ. 2005.

[5] წმ. გრიგოლი დიდი (დიოლოღოსი), ორმოცი საუბარი სახარებაზე, საუბარი XXIX.

[6] წმ. იოანე ოქროპირი, კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლეს განმარტება. საუბარი 33, 1კორ. 13,4. რუსული გამოცემა: ტ.10, გვ. 336.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა