ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 1
ეკლესიური ცხოვრება
3. თუ არის შესაძლებელი, ეკლესიურად იცხოვრო და დაიცვა უფლის მცნებები ქალაქში, სადაც მუდმივად საცდურებით ხარ გარემოცული?
ურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანთა გარემოცვაში ქრისტიანული ცხოვრება ადვილი არაა, თუმცა უფლის შეწევნით ცხონება ყველგანაა შესაძლებელი – ქალაქშიც, სოფელშიც, მონასტერშიც, უდაბნოშიც და საპყრობილეშიც. ქალაქებში და სოფლებში ცხოვრობდნენ წმ. აბო თბილელი, წმ. დავით აღმაშენებელი, წმ. თამარ მეფე, წმ. დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, წმ. იოანე კრონშტადტელი, წმ. არსენ კაბადოკიელი, უამრავი მოწამე, მათ შორის მეოცე საუკუნის ახალმოწამეები.
შემდეგი
სარჩევი
|