martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ყრმა მოწამე კვირიკე და დედამისი ივლიტა

ხსენება 15 ივლისს (ახ. სტ. 28 ივლისს)

 

რომის მეფეთა შთამომავალი, კეთილშობილი ქრისტიანი ქალი ივლიტა, ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა, მას დარჩა ერთადერთი ვაჟი კვირიკე.

იმ დროის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანებს სასტიკი დევნა გამოუცხადა, რის გამოც ივლიტა სხვადასხვა ქალაქებს აფარებდა თავს. მცირე აზიის ქალაქ ტარსოსში ყოფნის დროს ღმერთმა განსაცდელი დაუშვა ქალზე. მაშინ, როდესაც იგი ღატაკებს შორის იმალებოდა, ვიღაცამ იგი ქრისტიანების სასტიკ მდევნელთან, ქალაქის მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ალექსანდრე მოედნის შუაგულში იჯდა, როდესაც ივლიტა მიუყვანეს, ქალს სამი წლის კვირიკე ეჭირა ხელში.

მადლიან ქრისტიანულ გარემოში გაზრდილი ეს პატარა ბიჭი უკვე იცნობდა წმიდა მოწამეთა ცხოვრებას. მან უკვე იცოდა, რომ ქრისტესადმი ერთგულება მარადიულ სასუფეველში გამარჯვების გვირგვინს იმსახურებდა. კვირიკეს უკვე შეეძლო ქრისტეს სახელის წარმოთქმა. იგი უცოდველ გულზე იწყობდა ხელებს და ბავშვურ მზერას ცას აპყრობდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, რომელთა სულიერი ცხოვრება ასაკს წინ უსწრებს.

მოკლე დაკითხვის დროს ივლიტამ აღიარა თავისი ქრისტიანობა. მმართველის ბრძანებით მას ბავშვი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით უმოწყალოდ სცემეს. პატარა უყურებდა დედის ტანჯვას, ტიროდა და ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ჯალათებს, რათა დედასთან მიერბინა. მმართველს იმდენად მოეწონა ბავშვი, რომ კალთაში ჩაისვა, ამშვიდებდა და ეფერებოდა. ბიჭი ეწინააღმდეგებოდა, მის კოცნას სახეს არიდებდა, დედისკენ მიიწევდა და ტირილით ყვიროდა: "მე ქრისტიანი ვარ, გამიშვით დედაჩემთან!" უშიშარი ბავშვი მმართველს სახეს ფრჩხილებით უკაწრავდა. მმართველი განრისხდა. მან ბავშვი ძირს დაანარცხა, ფეხი ჰკრა და მაღალი ფიცარნაგიდან გადმოაგდო. კვირიკე ქვის საფეხურზე დაგორდა და კიბის კუთხეს მიარტყა თავი, იქაურობა მისი სისხლით მოირწყო, ყმაწვილმა ღმერთს მიაბარა თავისი წმიდა, უმანკო სული. ასე დაიდგა წამებულის გვირგვინი წმიდა ყრმამ, კვირიკემ.

ნეტარმა ივლიტამ ვერ დაინახა შვილის ვნება. ის მამაცურად იტანდა წამებას და იძახდა: "მე ქრისტიანი ვარ, არ შევწირავ კერპებს მსხვერპლს". როდესაც წამება დროებით შეაჩერეს, ივლიტა წამოდგა და სისხლში ამოსვრილი შვილი დაინახა, რომელიც უსულოდ ეგდო მიწაზე. ივლიტამ სიხარულით შეჰღაღადა ღმერთს: "გმადლობ შენ, უფალო, რომ ჩემზე უწინ ჩემი შვილი გახადე ღირსი მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებულიყო და მიეღო შენი დიდების გვირგვინი".

ივლიტას წამება გრძელდებოდა, სხეულს რკინით უფხეკდნენ, იარებზე გამდნარ ფისს ასხამდნენ. ბოლოს, როდესაც მტარვალმა მასზე მთელი თავისი ბოროტება გადმოანთხია, ივლიტასთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როდესაც მოწამე ქალაქიდან გაჰყავდათ, მან მუხლი მოიყარა და ილოცა: "ღმერთო ჩემო, იესო ქრისტე, გმადლობ შენ, ჩემზე წინ რომ ჩემი შვილი იხმე, რომ ღირსყავ წამებულიყო შენი წმიდა სახელისათვის, რომ ამაო ცხოვრების წილ წმინდანების გვერდით მარადიული სასუფეველი დაუმკვიდრე. მიმიღე მეც, შენი უღირსი მხევალი, და შენი მადლით იმ ბრძენ ქალწულთა რიცხვს მიმაკუთვნე, რომლებიც შენს სასახლეში უხრწნელად შევიდნენ".

ორმა ერთგულმა მონამ ივლიტა და კვირიკე საიდუმლო ადგილზე დაკრძალა. ერთ-ერთმა მათგანმა იცოცხლა მოციქულთასწორ კონსტანტინეს იმპერატორობის დრომდე. როდესაც ქრისტიანების დევნა შეწყდა, მან უჩვენა ქრისტიანებს, სად განისვენებდა მოწამეთა, კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები, თან უამბო მათი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ.

კეთილსურნელებით აღსავსე უხრწნელმა ნაწილებმა, რომლებიც მიწიდან ამოაბრძანეს, ბევრ ადამიანს კურნება მიმადლა.

ამ მოწამეთა ვნებანი აღიწერა ქრისტიანთა გასამტკიცებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სადიდებლად მამასთან და სულიწმიდასთან ერთად უკუნითი უკუნისამდე!

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა