martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი

და მოწამე ყმაწვილი ნესტორი

ხსენება 26 ოქტომბერს (ახ.სტ. 8 ნოემბერს)

 

სლავთა განმანათლებლების, მოციქულთასწორ კირილესა და მეთოდეს სამშობლო, ქალაქი თესალონიკი, ახლანდელი სალონიკი, წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის საოცარი ტანჯვისა და განსვენების ადგილია.

მოწამის დიდგვაროვანი წარმოშობა, ქრისტეს სახელის უშიშარი აღმსარებლობა, შინაგანი და გარეგნული სილამაზე და მის მიერ აღსრულებული სასწაულები – ყოველივე ეს აქცევს მას ერთ-ერთ ბრწყინვალე მოგონებად იმ კურთხეული მადლმოსილი ხანისა, როდესაც წმინდანთა მოწამებრივი სისხლის ანკარა ნაკადულში იზრდებოდა და მტკიცდებოდა ქრისტიანობა.

 დიმიტრის მამა იყო თესალონიკის მმართველი. იგი ფარული ქრისტიანი იყო და მალავდა თავის რწმენას. ეს განძი მას გულით დაჰქონდა, როგორც ძვირფასი მარგალიტი.

დარბაზების სიღრმეში მას საიდუმლო სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი. ამ სამლოცველოში იგი ხშირად თავის მეუღლესთან ერთად ლოცულობდა.

იგი ქრისტიანულად ცხოვრობდა, ბრწყინავდა სათნოებებით: გლახაკებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. მას მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდა – არ ჰყავდა შვილი. ცოლ-ქმარი დაჟინებით და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს – მიეცა მათთვის მემკვიდრე. უფალმა შეისმინა მათი ლოცვები და შეეძინათ ვაჟი – დიმიტრი.

მხედართმთავრის ვაჟის დაბადების ამბავი მთელ თესალონიკს მოედო. მამამ მთელი ქალაქისათვის ნადიმი გამართა და უხვი მოწყალება გასცა.

დიმიტრი იზრდებოდა და მის გარეგნობაში გამოსჭვიოდა დიდგვაროვნული წარმომავლობა. ყმაწვილი დიდსულოვანი ბუნებისა იყო. იგი არ ყოყოჩობდა თავისი მდგომარეობით. ქუჩაში შემხვედრთ ყოველთვის პირველი ესალმებოდა, მშობლების მიმართ მზრუნველი და თავაზიანი იყო. ყველასთან ზომიერი და სულგრძელი ყმაწვილი კარგად სწავლობდა. ჩინებულად დაეუფლა სამხედრო საქმეს, ისრის ტყორცნას, ცხენის ჯირითს. მშობლები, ისევე როგორც მთელი ქალაქი, შეჰხაროდნენ მას. ყველას ეგონა, რომ ბიჭს დიდებული მომავალი ელოდა.

დიმიტრი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მთელი ქონება მას დაუტოვეს. როდესაც იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო თესალონიკელი მხედართმთავრის გარდაცვალების ამბავი, თავისთან იხმო დიმიტრი და მამამისის თანამდებობა ჩააბარა, თან დაარიგა, დაეცვა თავისი სამშობლო ქრისტიანებისაგან და დაეხოცა ყველა, ვინც კი ჯვარცმულის სახელს ახსენებდა.

თესალონიკში დაბრუნებულ დიმიტრის ხალხი სიხარულით შეხვდა. მან დაუფარავად დაიწყო ქრისტეს სახელის დიდება და ქადაგება. იგი თესალონიკისთვის მეორე პავლე მოციქულად იქცა, მას ქალაქის მოსახლეობა ჭეშმარიტი რწმენისაკენ მიჰყავდა.

მაქსიმიანეს შეატყობინეს, რომ დიმიტრი ქრისტიანია და ბევრი თავის რწმენაზე გადაჰყავს.

მეფე სარმატებთან ბრძოლის შემდეგ თესალონიკში ჩასასვლელად ემზადებოდა. მას ყმაწვილის წამება ჰქონდა დაგეგმილი. ნეტარმა დიმიტრიმ, ჯერ კიდევ მეფის ჩამოსვლამდე, მშობლების დანატოვარი სიმდიდრე: ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ავეჯი, ტანსაცმელი თავის ერთგულ მსახურს გადასცა.

– სწრაფად დავარიგოთ მიწიერი სიმდიდრე და ზეციური სიმდიდრის ძებნას შევუდგეთ, – თქვა წმინდანმა. თავად კი ლოცვითა და მარხვით მოწამებრივი გვირვინისათვის დაიწყო მზადება.

როდესაც მეფე თესალონიკში ჩავიდა, დიმიტრი საპყრობილეში ჩააგდეს. იქ მას ანგელოზი გამოეცხადა, მშვენიერი სამოთხის გვირგვინით ხელში და უთხრა: "ქრისტესთვის წამებულო, გამხნევდი და განმტკიცდი".

თესალონიკში, მაქსიმიანეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ცირკში დიდი თამაშობები მოეწყო. ვინმე მოჭიდავე ლიი ქრისტიანობისთვის ბრალდებულებს ებრძოდა და დამარცხებულებს მაღლიდან ძირს ისროდა, სადაც შუბები იყო შეყენებული.

 ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, ნესტორს, ძალიან ეცოდებოდა უთანასწორო ბრძოლაში გაგზავნილი ქრისტიანები და გადაწყვიტა ღვთის შეწევნით შეეწყვიტა ეს ბოროტება. ნესტორი პატივს სცემდა დიმიტრის, მისი სათნო ცხოვრების გამო. ახლა კი, როდესაც დიმიტრი ქრისტესთვის წამების გზას დაადგა, მისი მოწიწება წმინდანის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. იგი შეიპარა მასთან საპყრობილეში და თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო. დიმიტრიმ მოუსმინა, ჯვარი გადასახა და უთხრა: "შენ დაამარცხებ ლიის და ქრისტესთვის ევნები".

ამ კურთხევით გამხნევებული ნესტორი ცირკში მივიდა და მოჭიდავე შესარკინებლად გამოიწვია. ღმერთმა მას ძალა მისცა და ამ ტანმორჩილმა ყმაწვილმა მოჭიდავე ძირს, შუბებზე გადმოაგდო.

მაქსიმიანეს ლიი მეომრებში გამორჩეული ჰყავდა. მისმა სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა. მან ნესტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა. კეთილშობილი ნესტორის წმიდა სულმა თავის მასწავლებელ – დიმიტრიზე ადრე შეაღწია ცათა სასუფეველში.

მეფეს მოახსენეს, რომ ყმაწვილმა ბრძოლის წინ საპყრობილეში დიმიტრი მოინახულა. ტირანმა ბრძანა განთიადისას მოეკლათ ქრისტეს მხედარი.

კარი გაიღო, მეომრები შეცვივდნენ საკანში და ხიშტებზე ააგეს იგი. ბევრი მოწამე დიმიტრიზე მეტად ეწამა, მაგრამ მის სულში ისეთი დიდი სიწმინდე იყო, რომ უფალმა იგი უშრეტი დიდებით შემოსა და სასწაულქმედების ნიჭი უწყალობა.

 დიმიტრის ერთგულმა მსახურმა ლუპემ დიმიტრის ტანსაცმელი და ბეჭედი მის სისხლში დაასველა. შემდგომში ამ სამოსით ბევრი სნეული განიკურნა.

მაქსიმიანემ ლუპეს შესახებაც შეიტყო და ყმაწვილი სიკვდილით დასაჯა. კეთილი მსახური თავის ბატონს გაჰყვა უფალთან.

დიდმოწამე დიმიტრი ქალაქ თესალონიკის მფარველი გახდა და არაერთხელ იხსნა იგი სასწაულებრივად განადგურებისაგან.

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა