martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი

ხსენება 7 დეკემბერს (ახ. სტ. 20 დეკემბერს)

 

წმიდა ამბროსის ბავშვობას უცნაური გარემოებები სდევდა თან. იგი დაიბადა დაახლოებით 304 წელს ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები. მამამისს დიდი თანამდებობა ეკავა, ის იყო გალიისა და სხვა დასავლეთ ოლქების მმართველი, მის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა თანამედროვე საფრანგეთისა და ბელგიის ტერიტორიები, ნიდერლანდების ნაწილი, გერმანიის ნაწილი, შვეიცარიის დიდი ნაწილი და ასევე ესპანეთი.

თავისი ცხოვრებით, თავისი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებით წმიდა ამბროსი კვებავდა მორწმუნეებს და ქრისტიანებს უტკბესი ნუგეში მოუტანა. ამის წინასწარმეტყველება იყო მის ბავშვობაში მომხდარი ასეთი ამბავი.

ერთხელ ჩვილ ამბროსის სუფთა ჰაერზე ეძინა. უცებ მასთან ფუტკრების გუნდი მოფრინდა, დაასხდა მას სახეზე და მთლიანად დაუფარა იგი. ფუტკრები პირში უძვრებოდნენ ბავშვს და მის ენაზე, როგორც სკაში, დებდნენ თაფლს.

შეშინებულ ძიძას ფუტკრების გაფანტვა სურდა, მაგრამ ბავშვის მამამ, რომელიც ამ ამბავს აკვირდებოდა, ძიძა შეაჩერა. მას სურდა ენახა, რითი დამთავრდებოდა ეს სასწაული. მალე ფუტკრები ზემოთ აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. მამა მიხვდა, რომ მის ვაჟს დიდებული მომავალი ელოდა.

დღემდე რომში, კაპიტოლიუმის ბორცვთან ახლოს დგას სახლი, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა ამბროსი. ეს სახლი შემდეგ ტაძრად გადაკეთდა და იქ მისი სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა.

რომში ამბროსიმ, მისმა უფროსმა ძმამ – სატირმა და დამ, მარცელინამ, რომელიც შემდგომში მონაზონი გახდა, ბრწყინვალე განათლება მიიღეს.

ამბროსი სულგრძელი ადამიანი იყო, სულ მცირე უსამართლობაც კი მას მეტად აღელვებდა, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს იყო. ის იმ გზას დაადგა, საითაც მისი გული იხრებოდა. მისი ბაგეები წმიდა მჭევრმეტყველებით ენთო, სიტყვები სულიწმიდით იყო შთაგონებული.

ამბროსი სასამართლოში მუშაობდა. იგი დაჩაგრულებს იცავდა, ამხელდა ამპარტავანი და ძლიერი ხალხის ბოროტმოქმედებას, სიმართლეს არკვევდა. მამის მსგავსად მას ელოდა ბრწყინვალე ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი გზა.

ამბროსი რომის ორი ოლქის გამგებლად დანიშნეს. ეს ოლქები მოიცავდა თანამედროვე საფრანგეთის მხარესა და თანამედროვე იტალიის ჩრდილო ნაწილებს.

მოულოდნელად მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.

დიდ სავაჭრო ქალაქში, მედიოლანში, სადაც ყვაოდა მეცნიერება და ხელოვნება, გარდაიცვალა არიანელი ეპისკოპოსი. დაიწყო არეულობა, რადგან არიანელებსაც და მართლმადიდებლებსაც სურდათ თავიანთი წარმომადგენელი ეხილათ ეპისკოპოსის ტახტზე. ამბროსის დაევალა ჩასულიყო მედიოლანში და ატეხილი მღელვარება დაემშვიდებინა.

წმინდანი ქალაქში ჩავიდა, შევიდა ტაძარში, სადაც არჩევნები ტარდებოდა და მოჩხუბრების შერიგება სცადა. უცებ ტაძარში სიჩუმე ჩამოვარდა და ამ დროს გაისმა ჩვილი ბავშვის ხმა, რომელსაც ჯერ არც ერთი სიტყვა არ წარმოეთქვა აქამდე: "ამბროსი ეპისკოპოსი, ამბროსი ეპისკოპოსი!"

ამ სასწაულმა ყველას გონება გაუნათა და ხალხიც აჰყვა ბავშვის ხმას. ყველა იძახდა: "ამბროსი ეპისკოპოსი, ამბროსი ეპისკოპოსი!"

ამბროსი უარზე იყო, იმ დროს იგი მონათლულიც არ იყო (ძველ ეკლესიაში ნათლობას ხშირად სრულწლოვანებამდე აყოვნებდნენ). ხალხი მაინც მოთხოვნას განაგრძობდა. წმინდანი ჩუმად გავიდა, მაგრამ ძალით დააბრუნეს. ამბროსიმ კვლავ მოახერხა გაქცევა და თავი ერთი წარჩინებულის მამულს შეაფარა. ხალხმა დახმარებისთვის მეფეს მიმართა. რომიდან მეფის ბრძანება მოვიდა, რომ ამბროსი ეპისკოპოსად ეკურთხებინათ. მაშინ წარჩინებულმა ამბროსის ადგილსამყოფელი განაცხადა და ის მედიოლანში ხალხთან მიიყვანა.

ამბროსი მართლმადიდებელი ეპისკოპოსისაგან მოინათლა. შვიდი დღის განმავლობაში ყველა საეკლესიო ხარისხი გაიარა და მერვე დღეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ასეთი გზა გაიარა საეკლესიო მსახურების უმაღლეს ხარისხამდე ღვთის რჩეულმა მონამ.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა