martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

დიდმოწამე ეკატერინე

ხს. 24 ნოემბერს (ახ. სტ. 7 იანვარს)

 

"პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა"

ფსალ. 115,6.

 

მრავალი ასეული წლის წინ ქალაქ ალექსანდრიაში (ეგვიპტეში) ცხოვრობდა ქალწული, სახელად ეკატერინე. ის იყო სამეფო წარმომავლობის წარჩინებული მშობლების ერთადერთი ქალიშვილი. მშობლებმა მას იმ დროისათვის ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერება შეასწავლეს. იგი არაჩვეულებრივად ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული გაიზარდა. მისი სახელი ალექსანდრიის საზღვრებს გასცდა. ყოველი მხრიდან ჩამოდიოდნენ მდიდარი, ჭკვიანი და ლამაზი ჭაბუკები მასზე დაქორწინების სურვილით, მაგრამ ეკატერინე მეტად ამაყი იყო და ამბობდა, რომ ცოლად მხოლოდ ისეთ სასიძოს გაჰყვებოდა, რომელიც კეთილშობილებით, სიმდიდრითა და გონებით მისი ტოლი იქნებოდა!

ასეთი ადამიანი არ ჩანდა.

ალექსანდრიასთან ახლოს ერთი მეუდაბნოე ბერი ცხოვრობდა, რომელიც მთელ დღეებს ლოცვასა და ღმერთზე ფიქრში ატარებდა. ეს იყო ნათელი გონების მართალი ადამიანი. მას მრავალი ადამიანი ეკითხებოდა რჩევას და ცხოვრების მძიმე პერიოდებში დახმარებას სთხოვდა. მასთან ეკატერინეს დედაც დადიოდა. ის ფარული ქრისტიანი იყო, მაშინ როცა ალექსანდრიის მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმართობას მისდევდა. დედას აზრად მოუვიდა, შვილი მეუდაბნოესთან წაეყვანა. მას ძალზე სწყინდა ეკატერინეს საქციელი და არ იცოდა, რა ექნა. მეუდაბნოე დაელაპარაკა ეკატერინეს და დაინახა, რომ ნამდვილად მშვენიერიც იყო და ჭკვიანიც. მან გადაწყვიტა იგი ჭეშმარიტი ღვთისაკენ მოექცია. იცოდა, რომ ეკატერინე ძალზე ამაყი იყო და უთხრა:

– შენ ნამდვილად მშვენიერი ხარ და გონებაც ნათელი და ღრმა გაქვს; შენი სიმდიდრის შესახებაც მსმენია, მაგრამ მე ვიცი ერთი საოცარი ჭაბუკი, რომელიც ყველაფერში აღგემატება: მისი სილამაზე მზის ბრწყინვალებას ჩრდილავს, მისი სიბრძნე მთელ სამყაროს მართავს, ისეთი მდიდარია, რომ თავის სიმდიდრეს ყოველთვის გასცემს და არ ღარიბდება; გამოუთქმელია მისი კეთილშობილება და მას ვერავინ შეედრება! ამის გარდა კიდევ ისეთი ღირსებები აქვს, რომელთა გამოხატვაც შეუძლებელია!

ეკატერინე მეუდაბნოეს დიდი ყურადღებით უსმენდა. როცა მან სათქმელი დაასრულა, ჰკითხა: "ვინ არის ეს საოცარი ჭაბუკი და შემიძლია თუ არა მისი ნახვა?" ბერმა მისცა ხატი, რომელზეც გამოსახული იყო ყოვლადწმიდა  ღვთისმშობელი ყრმით და უთხრა: აქ იმ ჭაბუკის დედაა გამოსახული, ვიზედაც მე გაუწყე. ეს ხატი სახლში წაიღე, მთელი ღამე ილოცე მის წინაშე, ევედრე, რომ განახოს თავისი შვილი და თუკი რწმენით ილოცებ, შენი სურვილი ასრულდება.

ეკატერინე ისე მოიქცა, როგორც ბერმა დაარიგა. ლოცვის დროს, დაქანცულს ჩაეძინა. ძილში ღვთისმშობელი ნახა ყრმით. ყრმისაგან მზის სხივების მსგავსი ნათება მოდიოდა. მაგრამ ის პირს იბრუნებდა და ეკატერინეს შეხედვა არ სურდა. დედა ღვთისა არწმუნებდა ძეს შეეხედა ეკატერინესთვის და მის სილამაზესა და გონებას აქებდა. ის კი პასუხობდა, რომ გოგონა მახინჯი და ღარიბია და მისი დანახვა არ სურს. წმინდა ეკატერინეს ცრემლიანს გამოეღვიძა და ბერთან წავიდა, ფეხებში ჩაუვარდა და ევედრებოდა მისთვის სიზმარი აეხსნა. ბერმა თქვა, რომ ქრისტეს არ სურს ამაყების ცნობა, რომ მას მშვიდნი და თავმდაბალნი უყვარს. ბერმა მას დაანახა ქრისტიანული სწავლების სილამაზე და სიხარული, რომელსაც უფალი მის მოყვარულთ აძლევს. ეკატერინემ მხურვალედ იწამა ღმერთი. წმინდა ნათლობით განათლებული სახლში დაბრუნდა და მხურვალე ლოცვა დაიწყო. დაღლილს ჩაეძინა. და აი, ისევ ღვთისმშობელი ყრმით ხელში იხილა. გაბრწყინებული და გახარებული ქრისტე მისკენ მიბრუნდა და თქვა:

– ახლა ის მშვენიერი, მდიდარი და ბრძენია. და ეკატერინეს მშვენიერი ბეჭედი მისცა.

ეკატერინეს სულში უჩვეულო სიხარულით გაეღვიძა, ხელზე ბეჭედი დაინახა და მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი სიზმარი არ იყო. მას შემდეგ იგი მიწიერზე აღარ ფიქრობდა და აღსავსე იყო ქრისტეს სიყვარულით.

ამ დროისათვის ალექსანდრიაში ჩამოვიდა მეფე, ქრისტიანთა ბოროტი მდევნელი. მან ხალხს უბრძანა ტაძარში მისულიყვნენ და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირათ. ეკატერინეც მივიდა. ის ყოველგვარი შიშის გარეშე მივიდა მეფესთან და უთხრა: – როგორ არ გრცხვენია ამ საძაგელი კერპებისათვის პატივის მიგება, როცა არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთი!

მეფე მისმა სილამაზემ და გამბედაობამ გააოგნა. ჰკითხა, ვინ იყო და საიდან. ქალწულმა უპასუხა:

– მე ეკატერინე მქვია. იმ მთავრის შვილი ვარ, შენამდე რომ მეფობდა. მთელი ადამიანური სიბრძნე შევისწავლე, მიწიერ სწავლებათა ამაოებას მივხვდი და ქრისტე ვირწმუნე.

მეფეს მისი სიტყვები გაუკვირდა და უპასუხა: მეფეს არ შეშვენის ქალთან კამათში ჩაბმა. მე მოვუხმობ განსწავლულ ბრძენკაცებს და ისინი დაგიმტკიცებენ, რომ მართალი არა ხარ. ასეც მოიქცა. ალექსანდრიაში 50 ყველაზე განსწავლული ბრძენი ჩამოვიდა და მათი კამათის მოსასმენად ბევრი ხალხი შეიკრიბა.

ეკატერინეს ბრძნულ და ნათელ პასუხებს ყველანი გაკვირვებულნი უსმენდნენ. ბრძენკაცები კამათში დამარცხდნენ, მისი სიმართლე აღიარეს და ქრისტიანობაზე მოიქცნენ. მეფე საშინლად განრისხდა, ბრძანა ეკატერინე ციხეში ჩაესვათ და ეწამებინათ. ბრძენნი კი სიკვდილით დაესაჯათ. მან ეკატერინესთან მაცნე გაგზავნა და შეუთვალა, რომ თუ ქრისტეს უარყოფს და მას ცოლად გაჰყვება, შეიწყალებს და დიდ ქონებას უბოძებს. ეკატერინე ამან არ აცდუნა და განუწყვეტლივ უფლის მიმართ ლოცულობდა. მან პატიმრობაში დიდხანს დაჰყო, მაგრამ სასწაულებრივი ხილვები ამხნევებდა. ერთხელ ანგელოზებით გარს შემოხვეული ქრისტე იხილა, რომელმაც უთხრა: "ნუ გეშინია, მუდამ შენთან ვარ! შენი მოთმინებით მრავალს მოაქცევ ჩემსკენ!"

და მართლაც, ყველა მეომარი, რომელიც ეკატერინეს დარაჯობდა, ქრისტიანობაზე მოექცა. ის მათ ეუბნებოდა, რომ ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ სიხარულს, რომელსაც ქრისტე მის მოყვარულთ ანიჭებს.

ბოლოს ეკატერინე საწამებლად გამოიყვანეს, მაგრამ წამების იარაღი უეცრად შეიმუსრა და იგი უვნებელი დარჩა. მეფე ყველაზე მეტად განრისხდა, როცა დედოფალი, რომელმაც ეკატერინეს მოუსმინა, ქრისტიანი გახდა. მაშინ მეფემ ქალწულის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. როცა იგი დასასჯელად მიჰყავდათ, ხალხი ტირილით მისდევდა. ის კი მათ ანუგეშებდა და ამბობდა:

– ნუ სტირით! ჩემთვის სიხარულია ის, რომ ქრისტესთან მივდივარ და სამუდამოდ მასთან დავრჩები.

სიკვდილის წინ ეკატერინე ასე ლოცულობდა: "გმადლობ შენ, ღმერთო, რომ მოთმინება განმიმტკიცე და მიჩვენე გზა საუკუნო ცხოვრებისა".

ასე რომ, მთელი სიბრძნე, სილამაზე და განათლება წმინდა ეკატერინემ ქრისტეს სამსახურს მოახმარა.

მრავალი მათგანი, ვინც წმინდა ეკატერინეს წამება ნახა, ქრისტიანობაზე მოექცა და თავადაც ეწამა. მათზე არ უნდა ვიტიროთ, ქრისტესთვის მათი ტანჯვის ხსოვნა უნდა გვახარებდეს. წმინდა მოწამეთა სისხლი – ეს სიხარულია ეკლესიისა. სიხარული იმისა, რომ იყვნენ ადამიანები (და ახლაც არიან), რომლებისთვისაც ქრისტეს სიყვარული სიცოცხლეზე ძვირფასია.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა