martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

ინდოეთის უფლისწული იოასაფი

 

(ხსენება 19 ნოემბერს)

 

  

ინდოეთის უფლისწულს, იოასაფს, ქრისტე ენატრებოდა მაშინაც კი, სანამ შეიცნობდა მას. ხოლო როდესაც შეიცნო, მისთვის უარყო წუთისოფელიც და თავისი სამეფოც.

 

უფლისწული იოასაფის შესახებ თხრობას დიმიტრი როსტოველი ასე იწყებს: "აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ქვეყანა ინდოეთი, რომელიც განთქმულია ხალხმრავლობით, სიმდიდრით, ბარაქითა და ნაყოფიერებით. ქვეყანა ოდესღაც თომა მოციქულის მიერ იქნა განათლებული, მაგრამ ბევრმა გაშმაგებულმა ადამიანმა არ მიიღო მხსნელი სწავლება და დარჩა სატანის სამსახურში. უწმინდურობა ეკალ-ბარდივით იზრდებოდა და კეთილი სწავლების თესლს ფარავდა.

 

ინდოეთის მეფე იყო სიმდიდრითა და სიძლიერით განთქმული აბენესი. მას სული უწმინდური ჰქონდა, ეშმაკს ემსახურებოდა, უსულო კერპებს ეთაყვანებოდა, სდევნიდა ქრისტიანულ ეკლესიას, განსაკუთრებით კი ეკლესიის მოძღვრებს და ბერებს.

 

მის დიდებულებს შორის იყვნენ ქრისტიანები. ზოგი იმალებოდა, ზოგმა რწმენა შეიცვალა, ზოგიც სიკვდილზე წავიდა, დანარჩენებმა კი მთებს შეაფარეს თავი და იქ ემსახურებოდნენ ღმერთს.

 

მეფეს შეეძინა შვილი, მშვენიერი ბიჭი, რომელსაც იოასაფი დაარქვეს. მან გადაწყვიტა შვილი ქრისტიანებისაგან დაეცვა.

 

აბენესმა ქალაქგარეთ დიდი სასახლე ააშენებინა და შვილს იქ ზრდიდა. მიუჩინა სანდო აღმზრდელი და მშვენიერი თანატოლები. მეფემ ბრძანა, უფლისწულთან არავინ შეეშვათ და არ ესაუბრათ მასთან ნაღვლიან თემებზე – სიბერეზე, ავადმყოფობაზე, სიკვდილზე. მისი გონება მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით უნდა დამტკბარიყო, ქრისტეს სახელი არავის უნდა ეხსენებინა. თუ ვინმე ავად გახდებოდა, დაუყოვნებლივ და შეუმჩნევლად უნდა განერიდებინათ, ქვეყნიდან უნდა განედევნათ ყველა ქრისტიანი მონაზონი. შვილის ცხოვრების ამგვარად მოწყობის შემდეგ მეფე დამშვიდდა.

 

უფლისწული მშვენიერ მარტოობაში იზრდებოდა, კარგად სწავლობდა. ასაკთან ერთად კითხვებიც გაუჩნდა, თუ რატომ აცხოვრებდა მამა მას ასე განმარტოებით. ერთმა აღმზრდელმა უამბო მას, თუ როგორ დევნიდა მამამისი ქრისტიანებს და როგორ უწინასწარმეტყველეს მას ქრისტიანობის მიღება.

 

მამა ხშირად სტუმრობდა შვილს, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა. ერთხელ ყმაწვილმა მამას უთხრა, რომ ძალიან უმძიმდა ასე განმარტოებით ცხოვრება, რომ ქვეყნის ნახვა სურდა.

 

მამა იძულებული შეიქნა დაეთმო და ნება მიეცა შვილისთვის, სასახლიდან გასულიყო, მაგრამ მხოლოდ დიდი ამალის თანხლებით. მის გარემოცვას კი აუკრძალა, უფლისწულთან რაიმე ნაღვლიანზე ესაუბრა.

 

მაგრამ განა შეიძლებოდა უფლისწული გასცნობოდა ქვეყანას და არ დაენახა ამქვეყნიური უბედურება? ერთხელ, თანატოლებთან ერთად ჯირითისას, უფლისწული ორ გაჭირვებულს გადააწყდა – კეთროვანს და ბრმას. მსახურმა ძლივს მოასწრო მისი აღვირისთვის ხელის წავლება, რათა ყმაწვილი კეთროვანს არ მიჰკარებოდა.

 

ეს იყო მისთვის შეხვედრა ხორციელ უძლურებასა და სიმახინჯესთან. უფლისწული ყველას ეკითხებოდა, ხშირად ემართებოდათ თუ არა ეს ადამიანებს, ყველას ემუქრებოდა თუ არა ასეთი ხვედრი. პასუხები მიკიბულ-მოკიბული იყო. უფლისწულის გული ღრმა მწუხარებამ მოიცვა.

 

რამოდენიმე დღის შემდეგ ყმაწვილი დაჩაჩანაკებულ მოხუცს შეხვდა, რომელიც ჯოხს ეყრდნობოდა და ძლივს მილასლასებდა. სახე დანაოჭებული ჰქონდა, ზურგი – მოხრილი, კიდურები უკანკალებდა. თავი გამელოტებოდა, კბილები დასცვენოდა და გაურკვევლად ჩიფჩიფებდა. შეძრწუნებული და დადარდიანებული უყურებდა მას უფლისწული. მან მოიხმო მოხუცი და გარშემომყოფთ ეკითხებოდა, რას ნიშნავდა ეს.

 

– იგი მოხუცია, მისმა სხეულმა ნელ-ნელა დაკარგა ძალა და ამგვარად დაბერდა.

 

– რა მოელის შემდეგ ამ მოხუცს? – იკითხა ყმაწვილმა.

 

– სიკვდილი.

 

– ყველას ემუქრება სიბერე, თუ მხოლოდ ზოგიერთს?

 

– თუკი სიკვდილმა ნაადრევად არ წაიყვანა ვინმე, მაშინ ადამიანს არ ასცდება სიბერე.

 

– უფლისწული განაგრძობდა გამოკითხვებს: როდიდან იწყება სიბერე, არსებობს თუ არა რაიმე ხერხი, სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

 

მას უპასუხეს, რომ სიკვდილი გარდაუვალია.

 

ამ შეხვედრების შემდეგ ქვეყანა უფლისწულის თვალში გახუნდა.

 

თუკი ასეა, – ღრმად ოხრავდა იგი, – და თუ მიწიერი ცხოვრება ასე ხანმოკლეა, როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, როდესაც მის თავს გარდაუვალი სიკვდილია და თან უცნობია, როდის მოვა იგი?

 

იოასაფი თავის დარბაზში ჩაიკეტა, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობდა და თავისთავს ეუბნებოდა: "თუკი ყველა კვდება, მეც მოვკვდები. როდესაც მოკვდები, მომიგონებენ თუ არა? დროთა განმავლობაში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ნუთუ სიკვდილის შემდეგ არ არსებობს სხვა ცხოვრება, სხვა სამყარო?"

 

ამ აზრებით შეპყრობილი და შეძრწუნებული იყო ყმაწვილი. მაგრამ მამას არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ აღმზრდელს ეკითხებოდა, ნუთუ არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე პასუხს გასცემს და მის გონებას დაამშვიდებს?

 

აღმზრდელმა უპასუხა, რომ ყველა ბრძენი მეუდაბნოე მეფემ გააძევა და შესაძლოა, ისინი შეძლებდნენ მის შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

 

უფლისწული ღრმა მწუხარებაში იმყოფებოდა, სანამ უფალმა არ შეიბრალა იგი. იმ დროს შორეულ უდაბნოში ცხოვრობდა ბრძენი ბერი ვარლაამი, რომელსაც მღვდლის ხარისხი ჰქონდა. უფალმა შთააგონა მას, მწუხარე უფლისწულთან წასულიყო. ბერი ვაჭრის ტანსაცმელში გამოეწყო, ჩავიდა ინდოეთის დედაქალაქში და დაიწყო გამოკითხვა, თუ ვინ იყო ყველაზე ახლოს უფლისწულთან. მან შეიტყო ყმაწვილის დარდის შესახებ, აღმზრდელთან მივიდა და სთხოვა შეეშვათ მასთან. ის არწმუნებდა, რომ უძვირფასესი ქვა მიჰქონდა, რომლის მსგავსი ქვეყანაზე არ მოიპოვებოდა. ეს ქვა ბრმას თვალს უხელდა, ყრუს სმენას უბრუნებდა, მუნჯს ალაპარაკებდა, ავადმყოფს კურნავდა და ყველანაირი სიკეთე მოჰქონდა თავისი პატრონისთვის. აღმზრდელმა იფიქრა, რომ ამ ქვას შეეძლო ყმაწვილის დარდის გაქარწყლება და სთხოვა "ვაჭარს", ეჩვენებინა განძი, რათა შემდეგ მიეყვანა ის იოასაფთან. ვარლაამმა უპასუხა, რომ მხოლოდ უცოდველ ადამიანებს შეეძლოთ განძის ბრწყინვალებისთვის თვალის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში განძი დააკარგვინებდა მნახველს მხედველობას და გონებას. აღმზრდელი დათანხმდა განძი პირდაპირ უფლისწულისთვის ეჩვენებინა და უამბო აღსაზრდელს ამის შესახებ.

 

როდესაც ვარლაამი უფლისწულთან შევიდა და ისინი პირისპირ დარჩნენ, ყმაწვილმა სთხოვა ეჩვენებინა მისთვის საოცარი ქვა.

 

– ბატონო, – უთხრა ვარლაამმა, – შევიტყვე შენი მწუხარების ამბავი, შემეცოდე და მოვედი, რათა დაგამშვიდო. გრძელი და მძიმე გზა გამოვიარე. ჩემმა მეუფემ თქვა, რომ კეთილი სიტყვა ჰგავს მარცვალს, რომელიც მთესველის ხელიდან შეიძლება ქვიან ნიადაგზე მოხვდეს და ქარმა წაიღოს, ან ღრმად არ ჩაითესოს და ამოსვლისთანავე დაიღუპოს, ან ღრმად გაიდგას ფესვები, აყვავდეს მსუყე თავთავებად და საუკეთესო ნაყოფი გამოიღოს... ო, ჩემო ბატონო, როგორ მსურს, რომ ჩემმა გულწრფელმა სიტყვამ შენს გულში შეაღწიოს, განაქარვოს შენი სულის მწუხარება და მისცეს მას შვება.

 

ყმაწვილი ანთებული თვალებით ისმენდა ამ სიტყვებს და უცებ წამოიძახა: – კეთილო ადამიანო, თქვი! გულს ცეცხლი მედება, ვიტანჯები, რადგან ვერავინ მაძლევს პასუხს იმაზე, რისი გამოთქმაც არ ძალმიძს. თუ შენ დამეხმარები, მე გულში ღრმად დავიმარხავ შენს სიტყვებს სიკვდილამდე, რადგან ჩემი მასწავლებლები მეუბნებიან, რომ მე აუცილებლად მოვკვდები და გაქრება ყველაფერი, რაც ჩემშია.

 

– შენ დარდობ, უფლისწულო, შენ ოცნებობდი გეცხოვრა და გესუნთქა მუდამ და გყვარებოდა ის, რაც მარადიული და უხრწნელია... და როდესაც გაიგე, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია, რომ შენი სხეული გაიხრწნება, ყველაფერი დაინგრევა და გაქრება, შენ გულში დარდმა დაისადგურა – შენ დაგთრგუნა სიკვდილის ამ მრისხანე ბატონობამ. მაშინ იცოდე, დამშვიდდი – სიკვდილი დამარცხებულია.

 

უფლისწული შეკრთა, გასწორდა, გამოცოცხლდა, თვალებში ცეცხლი ალმასივით გაუბრწყინდა.

 

– ყველაფრის მეუფე და შემოქმედი მარადიული ღმერთია. მან ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა და სამოთხეში დაასახლა, ენით უთქმელი სიტკბოების საოცარ ბაღში, რომელთან შედარებით შენი სამეფო ტყეები არაფერია. მაგრამ ადამიანი ღმერთის ნების წინააღმდეგ წავიდა, ურჩობით დაღუპა თავისი ბედნიერება, საკუთარ თავზე სიკვდილი მოიწია და სამოთხიდან გაძევებულ იქნა. ძე ღვთისამ, იესო ქრისტემ, ისევ გაუღო ადამიანს სამოთხის კარი, შესაძლებლობა მისცა კვლავ მშობლიურ წიაღში დაბრუნდეს. მაგრამ, იმ ნეტარი, მარადიული ცხოვრების დაწყებამდე, ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, სადაც ეშმაკი და ჩვენი დაცემული ბუნება ცოდვისკენ გვიბიძგებენ, ქრისტეს მორწმუნე სული კი ებრძვის ცოდვას და უფლისკენ მიისწრაფვის.

 

იქ ყველაფერი მარადიული და ჭეშმარიტია, აქ კი ყველაფერი ხრწნადი და წარმავალია. არ შეიყვარო წუთისოფელი, მთელი შენი სიყვარული იქით მიმართე, სადაც მარადიულად უნდა იცხოვრო. შეიყვარე ქრისტე, რომელიც შენთვის განკაცდა, ევნო, აღდგა და აღადგინა შენი დაცემული სული. იცოდე, იოასაფ, ამ წუთში ის შენს გვერდით დგას და გიკაკუნებს. მიეცი მას შენი გული. ის მიგიღებს და მოგცემს მარადიულ ბედნიერებას.

 

...გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქში ხმა დაირხა, რომ ვიღაც არაჩვეულებრივ ვაჭარს უფლისწულთან შეუღწევია და თავისი ფასდაუდებელი ქვით განუკურნავს ყმაწვილის ნაღველი. ახლა უფლისწულის სიხარული ისე დიდია, რომ იგი არავის არაფერს ეუბნება, მხოლოდ ვაჭართან საუბრობს განმარტოებით.

 

უფლისწულის ცხოვრების აღწერაში დაწვრილებით არის მოთხრობილი, თუ როგორ მონათლა იგი მეუდაბნოე ვარლაამმა. ამის შემდეგ იოდასაფი შეიცვალა, სადად იცმევდა, ლოცულობდა, მარხულობდა.

 

მეფემ შეიტყო შვილის გაქრისტიანების შესახებ და გადაწყვიტა ებრძოლა, რათა მოებრუნებინა იგი.

 

მეფე შეეცადა სხვადასხვა საცდურით განეშორებინა შვილი ქრისტესგან. იმართებოდა დიდებული ნადიმები. მეფე ცდილობდა შვილის გულში ამქვეყნიური სიყვარული აენთო. მაგრამ მისი ცდა ამაო აღმოჩნდა... ყმაწვილის გულში ქრისტიანული განწყობა უფრო და უფრო იზრდებოდა.

 

მაშინ აბენესმა შეწყვიტა ბრძოლა. სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე, შვილის გავლენით, თვითონაც გაქრისტიანდა. მან თავისი სამეფო 25 წლის იოასაფს დაუტოვა.

 

იოასაფმა სამეფო ტახტი სხვას გადასცა, თვითონ კი შორეულ უდაბნოში წავიდა, სადაც თავის მოძღვარს – ვარლაამს შეხვდა. მან სამოცი წელი იცოცხლა. ერთ-ერთმა მეუდაბნოემ, რომელიც იოასაფის სიკვდილს დაესწრო, დედაქალაქს შეატყობინა უფლისწულის გარდაცვალების შესახებ.

 

მაშინ უდაბნოში მეფე მივიდა დიდძალ ამალასთან ერთად. მათ საფლავიდან იოასაფისა და ვარლაამის უხრწნელი წმიდა ნაწილები ამოაბრძანეს და დიდი პატივით დედაქალაქში წააბრძანეს. ისინი დააბრძანეს ტაძარში, რომელიც ოდესღაც თავად უფლისწულმა ააგო.

 

ღირსი ვარლაამის, ინდოეთის უფლისწულის – იოასაფის და მისი მამის – აბენესის ხსენება აღინიშნება 19 ნოემბერს.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა