martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მოწამე ნიკიფორე

   ხს. 9 თებერვალს

 

მოციქულთა ამ სიტყვების სიმართლეს ყველაზე კარგად მაშინ გავიგებთ, როცა წმინდა მოწამე ნიკიფორეს ცხოვრებას წავიკითხავთ. მას ჰყავდა მეგობარი მღვდელი, სახელად საპრიკიოსი, რომელთანაც ნიკიფორეს ისეთი მეგობრობა ჰქონდა, რომ ყველას უკვირდა და მათ ღვიძლ ძმებად თვლიდნენ. დღე ისე არ გავიდოდა, ერთმანეთი რომ არ ენახათ, შეხვედრისას ერთმანეთს სიყვარულით უმზერდნენ და ერთმანეთისთვის რაიმე სასიამოვნოს გაკეთება უნდოდათ. ისე ჩანდა, რომ მათი დაშორება მხოლოდ სიკვდილს შეეძლო.

 

ეშმაკს როგორც პირველ ადამიანთა ბედნიერება შეშურდა სამოთხეში და ცოდვისაკენ უბიძგა, აქაც ასევე, მრავალი წლის მტკიცე მეგობრობის შემდეგ ეშმაკის ჩაგონებით ნიკიფორესა და საპრიკიოსს შორის მტრობა ჩამოვარდა. ზუსტად არავის შეეძლო იმის თქმა, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეგ იყო, რომ ერთმანეთთან სიარული შეწყვიტეს. თუკი სადმე შემთხვევით გადაეყრებოდნენ ერთმანეთს, პირს იბრუნებდნენ, რომ მისალმებისათვის თავი აერიდებინათ და ერთმანეთზე ყველგან ცუდს ლაპარაკობდნენ. ერთი სიტყვით, ერთმანეთი ისეთივე ძალით შეიძულეს, როგორითაც ადრე უყვარდათ.

 

საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ნიკიფორემ შერიგებაზე დაიწყო ფიქრი და საპრიკიოსთან თავის მეგობრებს აგზავნიდა.

 

– აპატიე, – ეუბნებოდნენ ისინი საპრიკიოსს, – ხომ ხედავ, როგორ ნანობს ყველაფერს, რაც მოხდა! – მაგრამ საპრიკიოსს შერიგებაზე არაფრის გაგონება არ სურდა.

 

ნიკიფორემ იმავე თხოვნით კიდევ ორჯერ გაგზავნა მასთან მეგობრები, მაგრამ საპრიკიოსი შეუწყნარებელი რჩებოდა, თუმცა ახსოვდა ქრისტეს სიტყვები: "და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა", მაგრამ ისინი თითქოს მისთვის არ იყო დაწერილი! ნიკიფორემ, რომელიც განიცდიდა დაკარგულ მეგობრობას, გადაწყვიტა შესარიგებლად უკანასკნელი ნაბიჯი გადაედგა – საპრიკიოსთან წავიდა, მიწამდე თაყვანი სცა და უთხრა: – მომიტევე მამაო! ღვთის გულისათვის მომიტევე! – და ატირდა.

 

საპრიკიოსს თავისი ყოფილი მეგობრისთვის არც შეუხედავს. მისი გაქვავებული გული ვერც თაყვანისცემამ, ვერც ცრემლებმა ვერ შეძრა. ისე ჩანდა, რომ მასში ნიკიფორესადმი ძველი სიყვარულის აჩრდილიც არ დარჩა...

 

ამ დროს ქრისტიანების ახალი დევნა დაიწყო. საპრიკიოსი სხვებთან ერთად შეიპყრეს და იგემონის (მთავრის) სამსჯავროზე წარადგინეს.

 

– ქრისტიანი ხარ? – ჰკითხეს მას.

 

– დიახ, – უპასუხა საპრიკიოსმა.

 

– კლირიკოსი[1]  ხარ? – ჰკითხეს კვლავ.

 

– დიახ, პრესვიტერი[2]   ვარ, – ისევ აღიარა მან.

 

– იმპერატორმა ბრძანა, რომ ქრისტიანებმა ღმერთებს მსხვერპლი უნდა შესწირონ. თანახმა ხარ ბრძანება შეასრულო?

 

– არა! – წამოიძახა საპრიკიოსმა – იგემონო, განა არ იცი, რომ არის ერთი ღმერთი შემოქმედი ცისა და მიწისა, ზღვისა და ყოვლისა რაც მასშია, თქვენი ღმერთები კი – ეშმაკები არიან?

 

ამის პასუხად იგემონმა მისი უმოწყალოდ ტანჯვა ბრძანა. რა სასტიკ სატანჯველს არ მიმართეს, მაგრამ ის უდრეკი იყო და მხოლოდ ამას ამბობდა:

 

– ძალაუფლება მხოლოდ ჩემს სხეულზე გაქვთ და არა სულზე. ჩემი სულის მეუფე – უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც ის შექმნა. მე მისი ერთგული დავრჩები. ის ამის შემდეგაც დიდხანს აწამეს, მაგრამ მამაცურად აიტანა ტანჯვა და ქრისტე არ უარყო. მისი სიმტკიცე რომ დაინახა, იგემონმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. საპრიკიოსი დასასჯელად რომ მიჰყავდათ, ყოფილი მეგობარი ნიკიფორე შეეგება, რომელიც მას უკვე ქრისტეს მოწამედ თვლიდა, და უთხრა:

 

– ქრისტეს მოწამევ, მომიტევე! შევცოდე შენ წინაშე!

 

თავის თავმდაბალ თხოვნაზე მან პასუხი ვერ მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ ნეტარი ნიკიფორე კვლავ მის ფერხთით დაემხო და მიტევებას ევედრებოდა: ქრისტეს მოწამევ, მომიტევე, რაც შენს, როგორც ადამიანის წინაშე შევცოდე. შენთვის უკვე ჩამოდის ზეციდან მოწამის გვირგვინი. ნუთუ ამ წუთსაც არ შეგებრალები? ამჯერადაც არანაირი პასუხი არ იყო. გაკერპებულ საპრიკიოსს თავიც არ მოუბრუნებია ნიკიფორესაკენ, თითქოს იქ არც კი ყოფილიყოს. ამის შემხედვარე მტანჯველებს უკვირდათ და ეუბნებოდნენ ნიკიფორეს: – შენ რომ ხარ, ასეთი უცნაური კაცი არასდროს გვინახავს. რისთვის სთხოვ პატიებას? განა შეუძლია სიკვდილის შემდეგ რაიმე დაგიშაოს? რად გინდა შერიგება მასთან, ვინც ცოტა ხანში აღარ იქნება?

 

ამაზე წმინდა ნიკიფორემ უპასუხა: – თქვენ არ იცით რას ვთხოვ ქრისტეს აღმსარებელს, ღმერთმა კი იცის. სასჯელის ადგილზე რომ მივიდნენ, ნიკიფორემ საპრიკიოსს ისევ მიმართა:

 

– გევედრები ქრისტეს სახელით, ვისთვისაც ევნები, მომიტევე! ხომ თქვა უფალმა: "მიუტევეთ და მოგეტევნენ". უკანასკნელად გთხოვ: მაპატიე! ნუთუ შენ, ქრისტესთან მიმავალს, არ გინდა მისი სიტყვა შეასრულო?!

 

საპრიკიოსი ამ ვედრებაზეც ყრუ დარჩა, როგორც ასპიტი. და მაშინ უფალმა მისგან წაიღო მადლი, რომელიც მას აქამდე ტანჯვას ათმენინებდა და ქრისტეს ერთგულად ტოვებდა. როცა მტანჯველებმა უბრძანეს დაჩოქილიყო, რათა მისთვის თავი მოეკვეთათ, იყვირა:

 

– ნუ მომკლავთ! მზად ვარ თაყვანი ვცე ღმერთებს და მსხვერპლი შევწირო.

 

ამის გამგონე ნიკიფორემ შესძახა:

 

– ნუ იზამ ამას, ჩემო საყვარელო ძმაო, ნუ იზამ ამას! მეუფე ქრისტე უკვე ჩამოდის ზეციდან, რათა შენი სული მიიღოს, გამარჯვების გვირგვინი დაადგას და საუკუნო ცხოვრებაში წაიყვანოს!

 

საპრიკიოსი მეგობრის ამ სიტყვებზე დუმდა. ერთი წამი, მახვილის დარტყმა აშორებდა მას საუკუნო ცხოვრებისაგან, მაგრამ თავისი გულქვაობის გამო ღვთის შეწევნა აღარ ჰქონდა, სიმამაცე დაკარგა, კერპებს მსხვერპლი შესწირა და საუკუნო ცხოვრება დაკარგა. წმინდა ნიკიფორემ კი როცა დაინახა, რომ საპრიკიოსი მთლიანად განუდგა რწმენას და უფალი ქრისტე უარყო, მწვალებლებს ხმამაღლა მიმართა: მე ქრისტიანი ვარ! მე მწამს უფალი იესო ქრისტე, რომელსაც საპრიკიოსი განუდგა. მის ნაცვლად მე დამსაჯეთ!

 

იგემონმა ეს რომ გაიგონა, ბრძანა საპრიკიოსი გაეშვათ და მის ნაცვლად ნიკიფორესთვის მოეკვეთათ თავი. ასე იქნა მოკლული წმინდა მოწამე ქრისტესთვის, რათა მისგან გამარჯვების გვირგვინი მიეღო და მის წინაშე წმინდა მოწამეთა შორის წარმდგარიყო, რომელნიც ადიდებენ წმიდა სამებას – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. მასვე შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

  

[1][ კლირიკოსი - სამღვდელო დასის წევრი.

 

[2] პრესვიტერი - ხუცესი, უპირატესი მღვდელი.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა