martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

პასექი. ებრაული სიტყვა "ფესაქ", რომლისგანაც წარმოდგება სიტყვა "პასექი", ნიშნავს "გადასვლას", "ადგილის შეცვლას". ებრაელები "ფესაქს" უწოდებდნენ თავიანთ დღესასწაულს, რომელიც დაწესდა იმის მოსაგონრად, თუ როგორ გადავიდნენ ებრაელები ეგვიპტის მონობისაგან აღთქმულ მიწაზე. ("ფესაქ", "ფეისახ") აგრეთვე ნიშნავს "დანდობას", "გვერდის ავლას" იმის მოსაგონრად, რომ ანგელოსი, რომელიც ებრაელთა პირმშოებს ხოცავდა, როდესაც ებრაელთა სახლების კარებების თავზე, ზღურბლზე და გვერდით ბოძებზე სისხლს დაინახავდა, გვერდს უვლიდა  და ინდობდა ებრაელთა პირმშოებს (გამ. 12). ამავე სიტყვით ისინი მოიხსენებდნენ იმ კრავსაც, რომელსაც ამ დღესასწაულზე ჭამდნენ უფუარი პურითა და მწარე ბალახებით, თანახმად მოსეს რჯულისა. ასე რომ, ებრაული "ფესახ" ნიშნავს "გადასვლას", პასექის დღესასწაულს და პასექის კრავს. ძველებრაული პასექი იყო წინასახე ქრისტიანული პასექისა – ქრისტეს აღდგომისა. ამგვარად, ეკლესიამ თვითონ ძველებრაული დღესასწაულის სახელი თავის დღესასწაულს უწოდა. ამასთან ერთად, ბერძნებმა ასოები შეცვალეს და "ფესაქის" ნაცვლად გამოვიდა "პასექი". ამ ახალ სიტყვას ბერძნულად სხვა მნიშვნელობაც სამართლიანად მიენიჭა ("პასხო" – ვევნები, ვიტანჯები): იესო ქრისტემ სწორედ თავისი ვნებითა და ჯვარზე სიკვდილით გზა გაგვიხსნა სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ, მიწიდან ზეცისაკენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ებრაელები პასექს კრავსაც უწოდებდნენ. ჩვენი ეკლესიაც პასექს არამარტო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს უწოდებს, არამედ ჩვენთვის ნებსით ვნებულ, დაკლულსა და აღდგომილს – იესო ქრისტეს: "ზატიკად ჩუენდა ჩუენთვის დაიკლა ქრისტე" (1 კორ. 5,7). ამიტომ სააღდგომო ერთ-ერთ საგალობელში ეკლესია გალობს: "ჰოჲ, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე..." (გალობა 9).

პასქალია ეწოდება გამოთვლათა რიგს, რომლის მიხედვით ყოველ წელს დგინდება ბრწყინვალე აღდგომის – პასექის – დღე (თარიღი); აგრეთვე, იმ დღესასწაულებისა, რომლებიც პასექზეა დამოკიდებული (ამაღლება, სულთმოფენობა და სხვა). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში სხვადასხვაგან პასექი გაზაფხულის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა. მაგრამ პასექის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ მთელ საქრისტიანოს ერთად ეზეიმა იგი. თავის მხრივ, კეთილმსახურება და ისტორიული სიზუსტე იმას მოითხოვდა, რომ ქრისტიანული პასექი არ დამთხვეოდა უკვე მნიშვნელობა დაკარგულ ებრაულ პასექს. პირველმა მსოფლიო კრებამ (325 წ., ნიკეა) დაადგინა, რომ სამომავლოდ წმ. პასექის დღესასწაული აღინიშნოს გაზაფხულის ბუნიობის (დღე-ღამის თანასწორობის) მომდევნო სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირა დღეს. აქედან გამომდინარე, აღდგომის დღესასწაული ყოველთვის უწევს 22 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში (ძვ. სტილით). ეს ორი თარიღი არის ერთგვარი საზღვრები წმ. პასექისა, რადგან ამ 35 დღიდან ნებისმიერზე შეიძლება დაემთხვეს დღესასწაული. პასქალიის მთელი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ გამოთვალოს: 1. მოცემულ წელიწადს, მარტისა თუ აპრილის რა თარიღზე მოუწევს ბუნიობის შემდგომი სავსემთვარეობა; 2. კვირის რომელ დღეს იქნება ეს სავსემთვარეობა.

პურის კურთხევა – როდესაც საღამოთი ღამისთევის ლოცვა იწყება, მაშინ მწუხრის ან დიდი სერობის ბოლოს იკურთხება პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი, რომლებიც მორწმუნეებს ურიგდებათ, რათა ხორციელად განმტკიცდნენ და განაგრძონ ღმრთისმსახურება. ჩვეულებრივ იკურთხება ხუთი პური, იმ ხუთი პურის მოსაგონრად, რომლებიც აკურთხა იესო ქრისტემ, გაამრავლა და ხუთი ათასი კაცი დააპურა. ნაკურთხი პურის მიღება შეიძლება ნაჭამზეც. რადგან ტიპიკონი პურის კურთხევას ითვალისწინებს ღამით, ე.ი. მაშინ, როდესაც მორწმუნეებს უკვე მიღებული აქვთ საზრდელი.

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა