martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

ახალმოწამე გიორგი ახლის საუბარი მაჰმადიან მწიგნობრებთან

 

ნეტარი გიორგი – ჯორჯე – დაიბადა ქალაქ კრატოვოში (მაკედონია), რომელიც (ქალაქ) შტიპიდან ათი საათის სავალზეა. მისი მშობლები, დიმიტრი და სარა, კეთილმორწმუნე ადამიანები იყვნენ. როდესაც გიორგი ექვსი წლისა შესრულდა, მშობლებმა წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარეს და ისიც დიდი წარმატებით სწავლობდა. ამის შემდეგ მან საიუველირო საქმე შეისწავლა. გიორგის მამა გარდაეცვალა და ნაადრევად დაობლდა. მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილი შიშობდა მშობლიურ ქალაქში დარჩენას, რომ ძალით არ წაეყვანათ სულთანის სასახლეში მსახურად, რაც იმ ხანად ხშირად ხდებოდა. ის სოფიაში წავიდა და გაჩერდა განათლებული და ღვთისმოშიში მღვდლის, პეტრეს სახლში. გიორგი უფრო მეტად სრულჰყოფდა თავის სარწმუნოებაში განსწავლულობას და განაგრძობდა ქრისტიანული სიყვარულის საქმეებში განმტკიცებას. მალე გიორგი მაჰმადიანებმა შეამჩნიეს, რომლებსაც ასეთი სამაგალითო ყმაწვილის თავისკენ მიზიდვა მოუნდათ. მათ გიორგისთან დასალაპარაკებლად თავიანთ სწავლულებს – ულემებს – შორის გონებამახვილი კაცი გამოირჩიეს.

ეს ცბიერი სჯულისმოძღვარი ყმაწვილთან თითქოსდა საქმის შეკვეთისათვის მივიდა. აუხსნა გიორგის რისი გაკეთება სურდა მიტანილი ვერცხლისგან და კარგი საფასურიც შესთავაზა. მაჰმადიანმა მოძღვარმა შეაქო ოსტატის ხელოვნება და ნიჭიერება, შემდეგ კი უთხრა: „ყმაწვილო, შენ რომ ჩვენი სარწმუნოება მიგეღო, ქალაქის აღას ქალიშვილს შეირთავდი ცოლად, დიდ პატივში იქნებოდი, ქალაქში პირველი კაცი გახდებოდი“. გიორგიმ მადლობა მოუხადა ამ სიტყვებისთვის და ჰკითხა:

– მტკიცეა კი ქვეყნიური დიდება?

სჯულისმოძღვარმა უპასუხა:

– ცხადია, ყოველივე ამქვეყნიური მარადიული არაა, მაგრამ მუჰამედი სამოთხის ნეტარებებს დაჰპირდა მათ, ვინც მის მცნებებს შეასრულებს.

– რა არის ეგ მცნებები? – ჰკითხა გიორგიმ.

– ნამდვილი რწმენა და სხეულის სიწმინდე. ხოლო სიწმინდე ითხოვს განბანვებს და ლოცვებს, – უპასუხა სჯულისმოძღვარმა.

– მაგრამ თუ კაცი სიძვაში ცხოვრობს და განუძღომლად ეძლევა ხორცისა და მუცლის სიამოვნებებს, მიიღებენ სამოთხეში? – ჰკითხა გიორგიმ.

მუჰამედის მიმდევარი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ გამოუსწორებელი გულის მქონე კაცი მოხვდება არა სამოთხეში, არამედ ჯოჯოხეთის სატანჯველში.

– თუმცაღა – განაგრძო გიორგიმ – თქვენი მმართველები, მოსამართლეები, უფროსები ეძლევიან უწმინდურ საქმეებს და სიამოვნებებს, ისე რომ უწმინდური ცხოვრებისგან განშორებაზე არ ფიქრობენ. შენივე სიტყვების თანახმად, არ წავლენ ისინი მარადიულ ტანჯვაში?

– ღმერთი მიუტევებს ცოდვებს მოწყალების გამო, – უპასუხა სჯულისმოძღვარმა, – შეხედე, ჩვენი სულთანები და ფაშები რამდენ მეჩეთებს, ხიდებს, გაჭირვებულთა თავშესაფრებს აშენებენ!

– უწმინდური გულისგან შეწირული მსხვერპლი ღვთისთვის სათნო არაა, თქვა გიორგიმ, – როგორი დიდებული შენობები ააშენეს წარმართმა იმპერატორებმა! რა სახელოვანი საქმეებია აღსრულებული! ხომ არ გინდა მითხრა, რომ ეს წარმართები სამოთხეში არიან? აი ჩვენთან, ძე ღვთისას გამომხსნელი მსხვერპლით, სული წმიდის მადლით, რამდენი მეფე, მღვდელი, ერისკაცი, მხედარია წმინდანთა დასში, და ისინი ჰკურნავენ იმათ, ვინც მათ მოკრძალებით მიმართავს! თუ არ გჯერა, მე გიჩვენებ ამ ქალაქში ჩვენს მეფე მილუტინს, რომელიც დღემდე მძინარესავით განისვენებს და მისი წმიდა ნაწილები მირონმდინარეა. სრულიად აშკარაა, რომ ეს ადამიანები ღმერთს სათნო-ეყვნენ და მათი სარწმუნოება დამოწმებულია ღვთისგან, ვინც მათ სასწაულთმოქმედების ძალას ანიჭებს. და როგორ გინდა შენ, რომ მე უარვყო რწმენა, რომელსაც მივყავარ ღმერთთან და მარადიულ სასუფეველში? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ თვითონაც აცნობიერებ ამ ყველაფერს, მაგრამ ამქვეყნიური საცდურები გიზიდავენ და წმიდა ჭეშმარიტებისაგან განგაშორებენ. ასე არაა?

სჯულისმოძღვარი გაჩუმდა და წავიდა, მაგრამ სულში ღვარძლი ჩაიმარხა. ის გრძნობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა, რომლის თავისკენ გადაბირება იოლად წარმოედგინა, დააბნია თვითონ ის, ცნობილი სჯულისმოძღვარი. ის ხვდებოდა, რომ ქრისტიანობის ასეთ დამცველს შეეძლო არა მხოლოდ მაჰმადიანობის მიღების მსურველთათვის ხელი აეღებინა თავიანთ გადაწყვეტილებაზე, არამედ ასეულობით ადამიანი მუჰამედისგან ქრისტესკენ მიექცია. გიორგისთან საუბრის შესახებ თავის ერთმორწმუნეებს აცნობა და დაამატა:

– თუ მას არ გავუსწორდებით, ჩვენი სარწმუნოებისთვის ცუდი იქნება!

ამის შემდეგ სჯულისმოძღვარი ყადისთან (მოსამართლესთან) წავიდა დასმენით, რომ გიორგი ჰგმობს მუჰამედის სარწმუნოებას და სულთანებზე ამბობს, რომ მათ მარადიული ტანჯვა მიეზღვებათ.

თუკი გიორგი ქრისტიანად დარჩება, – თქვა სჯულისმოძღვარმა, – მისი სარწმუნოება გავრცელდება ჩვენის ხარჯზე, – ეს კაცი საშიშია.

მოსამართლემ განკარგულება გასცა გიორგი მასთან მიეყვანათ, მაგრამ არა იძულებით. მან ბრძანა, გიორგისთვის გადაეცათ, რომ რაღაც საქმის შეკვეთა სურს. გიორგი მიხვდა, რისთვისაც ეძახდნენ, მაგრამ არ სურდა ქრისტეს ჭეშმარიტების დამოწმებისთვის თავი აერიდებინა. როდესაც ის მოსამართლის წინაშე წარდგა, მოსამართლე გაოცდა მისი მშვენიერებით. ყადიმ გიორგის რაღაც შეკვეთები მისცა და უთხრა, რომ მუჰამედისეული სამოთხის ნეტარებათა გამო ღირს მაჰმადიანობის მიღება. გიორგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისთვის შეკვეთების გამო არ დაუძახიათ და ფარულად ილოცა, რათა უფალს მისთვის სიბრძნე და ძალა მიენიჭებინა. შემდეგ გაბედულად იკითხა, რით შეიძლებოდა დამტკიცება, რომ მუჰამედი და ყურანის გულმოდგინე მიმდევრები ნეტარებას დაიმკვიდრებენ. ყადიმ უპასუხა:

– განა არ დაგვმორჩილდნენ ქვეყნიური სამეფოები? განა ხალხები ხარკს არ გვიხდიან? ღმერთს რომ არ ვყვარებოდით, არ აამაღლებდა ჩვენს სამეფოს.

ამაზე გიორგიმ უპასუხა:

– სამეფოები მუჰამედამდეც ყოფილა მახვილით დაპყრობილი. ნუთუ ეს ნიშნავს, რომ ის დამპყრობლები ღვთისთვის სათნონი არიან, მიუხედავად მათი წარმართობისა? ამქვეყნიური ბედნიერება მარადისობის საზომი არაა; ხშირად ამბობენ: შენ ამქვეყნად მიიღე სიკეთეები, იმქვეყნად სხვა ხვედრი გელოდება.

– ჩვენი სჯულმდებელი მუჰამედი, – თქვა მოსამართლემ, – ღმერთთან საუბრობდა და მისგან მიიღო სჯული.

– გიორგიმ უპასუხა: მუჰამედს არაფრით დაუმტკიცებია, რომ ღმერთთან კავშირი ჰქონდა: არც სასწაულებით, არც წინასწარმეტყველებებით. თქვენც ხომ იცით, როცა მოსე ღვთისგან სჯულს იღებდა, სინას მთა ირყეოდა ქუხილისა და ელვისაგან. მთელი ხალხი ხედავდა და ხვდებოდა, რომ ის, რისი გადაცემაც სურდა ხალხისთვის ღვთისგან გამოგზავნილ მოსეს,  მის მიერ არ იყო შეთხზული. თქვენ პირადად რა იცით მუჰამედის ცხოვრების შესახებ? ის თავის თავზე სხვადასხვა ამბებს ჰყვებოდა, მაგრამ განა ეს საკმარისია, რომ ენდო მას? მან იოლი სარწმუნოება შესთავაზა (ხალხს), ადამიანური ვნებებისთვის ძალიან სასიამოვნო. ის მოსწონთ არა სწავლების სიწმინდის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცხოველურ მიდრეკილებებს თავისუფლებას ანიჭებს. მართლაც, ნუთუ შესაძლებელია, ჯანსაღი გონებით დაიჯერო, რომ ასეთი სისაძაგლე ზეციდანაა გამოგზავნილი?

გიორგის უცილობელ მხილებებს რომ ისმენდნენ, მაჰმადიანები გაშმაგდნენ და ყვირილი მორთეს:

– სიკვდილი უღმერთოს! ის ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფს!

მოსამართლემ ბრძანა შეეკრათ გიორგი და საპყრობილეში წაეყვანათ.

...

წმინდა მოწამე ევნო ხორციელის კვირაში, 1515 წლის 11 თებერვალს, თურქეთის სულთან სელიმის მმართველობისას.

ის იყო თვრამეტი წლის, მაღალი და ტანადი, მაღალი და ხშირი წარბებით; ზნით იყო თავმდაბალი და გულმართალი; ტყუილუბრალოდ არასოდეს გაიცინებდა და მის ბაგეთაგან ამაო სიტყვა არ გამოვიდოდა; ის თავს არაფრით იქებდა და არავისი შურდა რაიმე.

... წმინდანის ხსენება ორჯერ იდღესასწაულება: 11 თებერვალს, მისი ვნების დღეს, და 26 მაისს, მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს.

 

თარგმნილია შემოკლებით ღირსი იუსტინე პოპოვიჩის ნაშრომიდან – „ახალმოწამე გიორგი ახალი“

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა