martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

ფაკირის "სასწაული" და იესოს ლოცვა

 

არქიმანდრიტ ნიკოლოზ დრობიაზგინის მიხედვით

 

ამ მოწმობის ავტორმა, კომუნისტური რეჟიმის ახალმოწამემ, თავის დროზე საზღვაო ოფიცრის ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, ამასთან, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ოკულტიზმთან იყო ოკულტური ჟურნალის "რებუსის" რედაქტორი. ერთხელ, როდესაც ზღვაზე ქარიშხალი ატყდა, იგი წმ. სერაფიმე საროველის სასწაულით თითქმის გარდაუვალ დაღუპვას გადაურჩა, რის შემდეგაც საროვის უდაბნო მოილოცა, უარი თქვა საერო კარიერასა და ოკულტურ ცდებზე და ბერად აღიკვეცა. მალე ნიკოლოზი მღვდლად აკურთხეს, იგი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ჩინეთში, ინდოეთსა და ტიბეტში იყო რუსეთის საელჩოების მღვდელი, აგრეთვე რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი. 1914 წლიდან კიევის მღვიმეთა ლავრაში ცხოვრობდა და ახალგაზრდობას, რომელიც ხშირად დადიოდა მასთან, ესაუბრებოდა იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენდა ოკულტიზმი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. 1924 წლის შემოდგომაზე მას ეწვია ვინმე ტუხოლკსი, ცნობილი წიგნის "შავი მაგიის" ავტორი. მალე დრობიაზგინი მკვდარი იპოვეს თავის სენაკში იგი უცნობმა პირებმა მოჰკლეს, ცხადია, ხელისუფლების ხელშეწყობით. ბერი ხანჯლით იყო განგმირული, ამ ხანჯალს აშკარად ოკულტური მნიშვნელობის განსაკუთრებული ტარი ჰქონდა. აქ აღწერილი შემთხვევა, რომელიც აღმოსავლური რელიგიებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მედიუმური "ნიჭის" ბუნებას გვიმჟღავნებს, 1900 წლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა და 1922 წელს ჩაიწერა დოქტორმა ა. პ. ტიმოფეევიჩმა, რომელიც მოგვიანებით ნოვო-დევეევოს მონასტრის (ნიუ იორკის შტატი) ბერი გახდა. აი, ეს მონათხრობიც:

 

მშვენიერი ტროპიკული დილა გათენდა. ჩვენი გემი ინდოეთის ოკეანის ტალღებს მიარღვევდა და კუნძულ ცეილონს უახლოვდებოდა. მგზავრები ძირითადად ინგლისელები იყვნენ, რომლებიც ოჯახებითურთ სამსახურებრივი დანიშნულების ადგილას ანდა თავიანთი ინდური კოლონიების საქმეებზე მიემგზავრებოდნენ. ყველა გამოცოცხლდა და ხარბად მიაშტერდა შორეთსცდილობდნენ როგორმე გაერჩიათ მომხიბლავი კუნძულის კონტურები, რომელიც მათთვის ბავშვობიდანვე რაღაც ძალიან საინტერესოსა და იდუმალს უკავშირდებოდა, მხოლოდ ზღაპრებსა და მოგზაურთა წიგნებში რომ გვხვდება.

კუნძული ჯერ კიდევ ძლივს მოჩანდა, ხეების ნაზი, მათრობელა არომატი კი ქარის ყოველ დაბერვასთან ერთად სულ უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ჰაერში. და აი, ჰორიზონტზე რაღაც ცისფერი ღრუბლისმაგვარი დავლანდეთ, რომელიც, რაც უფრო უახლოვდებოდა ჩვენი გემი, მით უფრო იზრდებოდა. უკვე შეიძლებოდა ნაპირზე მიმოფანტული, დიდებული პალმების ჩრდილში შეყუჟული სახლებისა და ნაპირზე მოგროვილი ჭრელი ბრბოს გარჩევა. მგზავრები, რომლებიც გზაში გასცნობოდნენ ერთმანეთს, ხმამაღლა საუბრობდნენ და იცინოდნენაღტაცებას ვერ მალავდნენ მათ წინაშე გადაშლილი კუნძულის მშვენიერი პანორამით. გემი ნელა მობრუნდა და ნაპირზე მისადგომად მოემზადა.

ამ კუნძულთან გემი ნახშირის მარაგის ასაღებად შეჩერდა და მგზავრებს საკმაო დრო ჰქონდათ ნაპირზე გასასეირნებლად, მაგრამ იმდენად ცხელოდა, რომ ბევრმა გადაწყვიტა გემბანზე დარჩენილიყო საღამომდე, როდესაც შუადღის პაპანაქებას საამო სიგრილე შეცვლიდა. რვა კაცისაგან შემდგარ პატარა ჯგუფს, რომელსაც მეც შევუერთდი, სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ელიოტიიგი ნამყოფი იყო კოლომბოში და კარგად იცნობდა ქალაქს და მის გარეუბნებს. პოლკოვნიკმა მაცდური წინადადებით მოგვმართა: "ბატონებო და ქალბატონებო! ხომ არ ინებებდით ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით გაგვესეირნა და ერთ-ერთი აქაური მაგი-ფაკირი მოგვენახულებინა? შეიძლება რაიმე საინტერესოსაც წავაწყდეთ". მისი წინადადება ყველამ სიამოვნებით აიტაცა.

უკვე ბინდდებოდა, როდესაც ქალაქის ხმაურიანი ქუჩები უკან მოვიტოვეთ და ჯუნგლებს შორის მიმავალ შესანიშნავ ბილიკს დავადექით, მილიონობით ციცინათელას ნათებით რომ იყო გაჩირაღდნებული. ბოლოს გზა მოულოდნელად გაფართოვდა და ჩვენს წინაშე პატარა ნაკაფი გაჩნდა, რომელსაც ყოველი მხრიდან ჯუნგლები აკრავდა. მის კიდეში, დიდი ხის ქვეშ, ქოხი იდგა, ქოხის წინ პატარა კოცონი ენთო და ამ კოცონთან გამხდარი მოხუცი იჯდათავზე დოლბანდი ეხურა, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ცეცხლს მიშტერებოდა. ჩვენი ხმაურიანი ჯგუფის გამოჩენის მიუხედავად მოხუცი უძრავად იჯდა და ოდნავ ყურადღებასაც არ გვაქცევდა. უცებ საიდანღაც ყმაწვილი გამოჩნდა, პოლკოვნიკს მიუახლოვდა და ჩუმად რაღაც ჰკითხა. მალე მან რამდენიმე დაბალი სკამი მოიტანა და ჩვენი ჯგუფი ნახევარწრედ მოეწყო მოხუცის შორიახლოს. მსუბუქი არომატული კვამლი მაღლა ადიოდა, მოხუცი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ახლად ამოსულმა მთვარემ ცოტათი გაფანტა ღამის წყვდიადი და მისმა მკრთალმა შუქმა ყველა საგანს ფანტასტიური მოხაზულობა მიანიჭა. უნებლიეთ ყველა გაყუჩდა და ელოდა, რა მოხდებოდა.

უეცრად მის მერიმ აღელვებით წამოიძახა: "შეხედეთ, ხეს შეხედეთ!" ყველამ იქით მივიხედეთ: ხის უზარმაზარი წვერი თითქოს მთვარის ნაზ შუქს ერთვოდა, თვითონ ხე კი თანდათან ბუნდოვანდებოდა და კარგავდა თავის მოხაზულობას, გეგონება ვიღაცის უხილავმა ხელმა ჰაეროვანი მოსასხამი გადააფარაო, და ეს მოსასხამი სულ უფრო მყარი და გაუმჭვირვალი ხდებოდა. მალე ჩვენს წინაშე საოცარი სიცხადით გაჩნდა ზღვის ზედაპირიტალღები მსუბუქი შრიალით მისდევდნენ ერთმანეთს და თავზე ქაფს იგდებდნენ, ცა უეცრად გალურჯდა და ზედ ღრუბლებმა დაიწყეს ცურვა. გაოგნებულები ვიდექით და თვალს ვერ ვაშორებდით ამ უცნაურ სანახაობას. აი, შორს თეთრი ხომალდიც გამოჩნდა, ორი დიდი მილიდან სქელი კვამლი ამოდიოდა. ხომალდი სწრაფად კვეთდა ტალღებს, მალე კიდეც მოგვიახლოვდა და უცებ უწინდელზე უფრო მეტმა გაოცებამ შეგვიპყრო: ჩვენ ვიცანით გემისწორედ ის, რომლითაც კოლომბოს მოვადექით! როდესაც კიჩოზე ოქროს ასოებით ამოკვეთილი სახელი "ლუიზა" წავიკითხეთ, ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმან გაგვაოგნა, რომ გემზე ყველამ საკუთარი თავი დაინახა! თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, ყოველივე ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც კინემატოგრაფი ჯერ არ არსებობდა და რაიმე ამდაგვარს ვერც კი წარმოვიდგენდით. თითოეული ჩვენგანი გემბანზე მყოფთა შორის საკუთარ თავს სცნობდაისინი იცინოდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მარტო საკუთარ თავს კი არ ვხედავდით, არამედ მთელ გემბანს უმცირეს დეტალებშითითქოს ზემოდან, ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან, რაც სინამდვილეში სრულიად შეუძლებელი იყო. მე ერთდროულად ვხედავდი ჩემს თავს მხიარულ მგზავრებს შორის, გემის მეორე ბოლოში მომუშავე მეზღვაურებს, თავის კაიუტაში მოკალათებულ კაპიტანს და თვით ყველასათვის საყვარელ მაიმუნ ნელისაც კი, რომელიც, მთავარ ანძაზე შემომჯდარი, ბანანებს შეექცეოდა. ყველა ჩემი თანამგზავრი თავისებურად აღტაცებული იყო ნანახით, რასაც ხმადაბალი შეძახილებით და აღგზნებული ჩურჩულით გამოხატავდა.

ამასობაში სულ დამავიწყდა, რომ მღვდელი და ბერი ვარ და საეჭვოა, ამგვარ სანახაობებში მონაწილეობა შემეფერებოდეს: ყოველივე ეს იმდენად მომხიბლავი იყო, გული და გონება სდუმდნენ. მაგრამ უცებ გულში რაღაც შეშფოთება შემოვიდა, უსიამოვნო განცდა დამეუფლამალე მთელი ჩემი არსება ძრწოლამ მოიცვა. და აი, ჩემმა ბაგეებმა თითქოს თავისთავად წარმოთქვეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" უმალვე შვება ვიგრძენი, თითქოს დამცვივდა რაღაც უხილავი ჯაჭვები, აქამდე სხეულს რომ მიბორკავდნენ. ლოცვა თანდათან მომძლავრდა და მასთან ერთად ჩემს სულს მშვიდობა დაუბრუნდა. მე ისევ ხეს ვუყურებდიანაზდად მთელი ეს სურათი, გეგონება ქარმა დაუბერაო, ნისლმა მოიცვა და გაქრა. ვეღარაფერს ვხედავდი, მთვარის შუქით განათებული უზარმაზარი ხისა და კოცონთან მჯდომი მდუმარე მოხუცის გარდა. ამ დროს კი ჩემი თანამგზავრები ერთმანეთისათვის თავიანთი შთაბეჭდილებების გაზიარებას განაგრძობდნენ: მათთვის ზღვის სურათი არ წაშლილა.

მაგრამ ამ დროს, როგორც ჩანს, ფაკირს რაღაც დაემართაიგი გვერდზე გადავარდა. მასთან შეშფოთებული მოწაფე მიიჭრა. სეანსი მოულოდნელად შეწყდა. ყოველივე განცდილით საოცრად აღელვებული მგზავრები წამოდგნენმათ ვერ გაეგოთ, რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით. ჭაბუკმა ეს იმით ახსნა, ფაკირი გადაიღალაომოხუცი ახლა უკვე კვლავინდებურად თავდახრილი იჯდა ცეცხლთან და გარშემო მყოფთ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენმა ჯგუფმა უხვად დააჯილდოვა ფაკირი (ჭაბუკის საშუალებით) ასეთი საოცარი წარმოდგენის მოწყობისათვის და სწრაფად მოემზადა უკან დასაბრუნებლად. წასვლის წინ უნებლიეთ უკან მივიხედე, რათა მეხსიერებაში აღმებეჭდა მთელი ეს სცენა, და უეცრად თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარაჩემი მზერა ფაკირის სიძულვილით აღსავსე მზერას წააწყდა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა: მან კვლავ ჩვეული პოზა მიიღო, მაგრამ ამ მზერამ ერთხელ და სამუდამოდ ამიხილა თვალი იმაზე, თუ ვისი ძალით ხდება მსგავსი "სასწაულები".

 

აღმოსავლური "სულიერება" სრულიადაც არ კმაყოფილდება მედიუმური ტრიუკებით, რომლებსაც ეს ფაკირი იყენებდა, – შემდეგ თავში ჩვენ მის სხვა, უფრო დამახასიათებელ გამოვლინებებს გაგაცნობთ. ამჯერად მხოლოდ იმასღა დავსძენთ, რომ ძალებს, რომლებსაც აღმოსავლური რელიგიების პრაქტიკოსები ფლობენ, სათავეში მედიუმიზმის ფენომენი უდგასმისი მთავარი თავისებურებაა პასიურობა "სულიერი რეალობის" წინაშე, ეს კი ადამიანს არაქრისტიანული რელიგიების "ღმერთებთან" (ანუ დემონებთან) კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. ამგვარი ფენომენი არსებობს აღმოსავლურ მედიტაციაში (მაშინაც კი, როდესაც იგი "ქრისტიანულის" სახელს იჩემებს) და, შესაძლოა, იმ უცნაურ "ნიჭებშიც", რომლებსაც ჩვენ დროშისულიერი დაცემის ხანაშიარასწორი სახელი, "ქარიზმატული" ეწოდა...   

 

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.

 

 

მსგავსი სტატიები

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა