martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი

(წმ. სერაფიმე ვირიცელის ცხოვრებიდან)

 

ვასილი ნოკოლოზის ძეს კომერციული საქმეების გამო ხშირად უხდებოდა უცხოეთში ყოფნა. უკანასკნელი მოგზაურობა მეტად ხანგრძლივი იყო, ამბობენ ათონის მთაზეც ჩავიდაო. როგორც ჩანს, უკვე მაშინ გაუჩნდა სურვილი თავი სრულად მიეძღვნა ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა შემთხვევა, რომელიც, ცხადია, ღვთის განგებით მოხდა.

როდესაც ვასილი ნიკოლოზის ძე უცხოეთიდან დაბრუნდა, პეტერბურგის სადგურში პირადი მეეტლე დახვდა და სახლისკენ წაიყვანა. ერთ-ერთ ქუჩაზე ვასილიმ ქვაფენილზე ჩამომჯდარი ძონძებით შემოსილი გლეხი დაინახა, რომელიც ხმამაღლა იმეორებდა:

– არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი!

ვასილი ნიკოლოზის ძემ იგრძნო, რომ ამ გლეხს უნდა დალაპარაკებოდა, კარეტაში მიიწვია და გამოკითხვა დაუწყო. გლეხი მოუყვა, რომ სოფელში ჰყავდა ტიფით დასნეულებული შვიდი შვილი, ცოლი და მამა. მეზობლებს დაავადების ეშინოდათ და მათ სახლში არ შედიოდნენ. მამამ უთხრა:

– მხოლოდ შენ ხარ ჩვენ შორის ჯანმრთელი. წადი, ცხენი გაყიდე, ახლა გაზაფხულია, ვინმე იყიდის მინდვრის სამუშაოებისთვის. აღებული ფულით ძროხა იყიდე, იქნებ იმის საშუალებით ცოცხლები გადავრჩეთ.

გლეხმა წაიყვანა ცხენი ქალაქში, გაყიდა, მაგრამ ფული წაართვეს, რადგან შიმშილისგან ძალიან დაუძლურებული იყო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მაშინ ის ქვაფენილზე ჩამოჯდა და ატირდა, შეუძლებელი იყო სახლში ხელცარიელი დაბრუნება. ის თავისთვის იმეორებდა:

 – არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი!

ვასილი ნიკოლოზის ძე მასთან ერთად ბაზარში მივიდა, იყიდა წყვილი ცხენი, ურემი, რომელიც პროდუქტებით დატვირთა, გამოაბა ძროხა, მიიყვანა გლეხი ურემთან და ხელში სადავე დააჭერინა. ის უარზე იყო, ვერ იჯერებდა ბედნიერებას, მაგრამ პასუხად გაიგონა:

– არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი!

ვასილი ნიკოლოზის ძე მივიდა თავის სახლში, გაუშვა მეეტლე და ვიდრე მეუღლესთან წავიდოდა, პარიკმახერი გამოიძახა. პარიკმახერმა სთხოვა, დაბრძანებულიყო სავარძელში, მაგრამ ვასილი აღელვებული მიმოდიოდა ოთახში და ხმამაღლა იძახდა:

– არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი!

პარიკმახერმა ისევ შესთავაზა თავისი სამსახური, მაგრამ უფროსი ისევ იმეორებდა:

– არა წადილი შენი, არამედ როგორც ინებებს ღმერთი!

უეცრად პარიკმახერი მუხლებზე დაეცა:

ბატონო, საიდან გაიგეთ ჩემი უბადრუკობის შესახებ? – და აღიარა, რომ მისი მოკვლა და გაძარცვა სურდა. ვასილიმ უბრძანა, ქალაქიდან გადახვეწილიყო.

  ამ შემთხვევის შემდეგ ვასილი ნიკოლოზის ძემ თავისი ქონების დიდი ნაწილი დაარიგა, გულუხვად შესწირა პეტერბურგის მონასტრებს, ასევე დიდი თანხა თავის თანამშრომლებს დაუტოვა.

წლების შემდეგ ის ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი (სტარეცი) გახდა – მამა სერაფიმე ვირიცელი. ათასობით ადამიანს შეეწია ცხონებაში წმიდა საკვირველთმოქმედი სერაფიმე.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა