martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ანგელოზი, რომელიც არ იყო ანგელოზი

 

იმ მრავალ მომსვლელთა შორის, რომელთაგანაც მამა საბა აღსარებებს იღებდა, იყო ერთი რუმინელი დიაკვანიც. ის ჯერ კიდევ ყმაწვილობაში მოვიდა ათონის მთაზე და მცირე ანას სკიტის შორიახლოს, სადღაც უდაბნოში, განმარტოებით ცხოვრობდა.

ერთ დღესაც ძლიერ დამწუხრებული დიაკვანი მამა საბას ეუბნება:

– წმინდაო მოძღვარო, ხვალ დედაჩემის გარდაცვალების მესამე დღეა და გთხოვ, არ დაგავიწყდეს წირვაში მისი მოხსენიება.

ამ სიტყვებმა მამა საბას ყური მოსჭრა, რადგან მათში თითქოს ეშმაკი ზეიმობდა. განსჯის უნარის მქონე მოძღვარი შეშფოთდა. „ჩანს, – გაიფიქრა მან, – მტერმა რაღაც უსიამოვნო კერძი მოამზადა. ო, ეს მზაკვარი! რა მრავალფეროვანი ხელოვნებებით აცდუნებს და აბნელებს ღვთის ქმნილებებს!“

და ისე, რომ გარეგნულად არაფერი გამოუხატავს, ბოროტების სათავის ძიებას შეუდგა.

– აბა, შვილო, უფრო კარგად გამარკვიე საქმის ვითარებაში. ხვალ მესამე დღეა. ესე იგი, გუშინწინ გარდაიცვალა, და გარდაიცვალა რუმინეთში. ორ დღეში შენ როგორ შეიტყვე ეს ამბავი?

ცოტა ხანს დუმილი ჩამოწვა.

– როგორ? როგორ შევიტყვე? – გაუბედავად დაიწყო დიაკვანმა. – ეს მე მითხრა...

– ვინ გითხრა?

– ჩემმა მფრველმა ანგელოზმა მითხრა.

– შენმა მფარველმა ანგელოზმა? შენი ანგელოზი ნახე?

– გავხდი მისი ხილვის ღირსი. და ერთხელ ან ორჯერ კი არა, აი, უკვე ორი წელია, რაც მეცხადება და ჩემთან ერთად ლოცულობს. ერთად ვკითხულობთ დაუჯდომელს, ვასრულებთ მეტანიებს, ვსაუბრობთ სულიერ საკითხებზე...

ეს „ორი წელი“ დიდად ემწარა მამა საბას. ხიბლის ორი წელი – წვრილმანი როდია! მტერს მისცე უფლება, ორი წლის განმავლობაში არხეინად აშენოს ნაგებობა შენს სულში შენსავე წარსაწყმედელად – საშინელებაა!

– და აქამდე რატომ არაფერს მეუბნებოდი, შვილო?

– ანგელოზმა მითხრა, არ არის აუცილებელიო.

მამა საბა მიხვდა, რომ დიდ ბრძოლაში უწევდა ჩაბმა. უპირველეს ყოვლისა, საწყალობელი დიაკვანი უნდა დაერწმუნებინა იმაში, რომ მასთან ანგელოზი არ მოდიოდა. შემდეგ კი უნდა გამზადებულიყო მრისხანე ეშმაკის მოსაგერიებლად. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ“, – მხურვალედ დაილოცა გულში.

– შვილო, დარწმუნებული ხარ, რომ ის, ვინც გეცხადება, ღვთის ანგელოზია?

– დარწმუნებული? უდარწმუნებულესი, გერონდა! ჩვენ ხომ ერთად ვლოცულობთ, ყოველდღიურად ათასობით მეტანიებს ვასრულებთ. ვსაუბრობთ მომავალ ცხოვრებაზე, სასუფეველზე... ის ჩემი მფარველი ანგელოზია.

ერთი შეხედვით ჩანდა, რომ დიაკვნის გადარწმუნება შეუძლებელი იყო. თუმცა ერთადერთი, რაც მას სიფრთხილეს უნარჩუნებდა – ეს თავისი ღვთივგანათლებული მოძღვრისადმი ნდობა გახლდათ.

– თანაც, – განაგრძობდა ის, – განა შეუძლია ეშმაკს ლოცვაში განმამტკიცოს? ის ხომ, პირიქით, მლოცველებს ებრძვის.

 კარგა ხნის საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ რაღაც გამოცდებისთვის მიემართათ, შეემოწმებინათ „მფარველი ანგელოზი“.

– როგორც კი მოვა, – უთხრა მამა საბამ დიაკვანს, – სთხოვე, თქვას „ღვთისმშობელო ქალწულო“. ასევე უთხარი, პირჯვარი გამოისახოს.

მაგრამ საქმე არცთუ ისე მარტივად გახლდათ. როცა ბოროტი მთელი ორი წლის მანძილზე ხლართავს ადამიანს ცდომილების ბადეში, მაშინ შეცთომილის თვალებიცა და ყურებიც შერყვნილი აღმოჩნდება და მას მოეჩვენება, რომ ისმენს „ღვთისმშობელო ქალწულოს“ და ხედავს პირჯვარს.

მომდევნო შეხვედრისას დიაკვანმა რაღაც ფარული შინაგანი კმაყოფილებით აუწყა მოძღვარს:

– გერონდა, ყველაფერი ისეა, როგორც გითხარი. ეს ღვთის ანგელოზია, ჩემი მფარველი ანგელოზი. „ღვთისმშობელო ქალწულოც“ თქვა და პირჯვარიც გამოისახა.

 მამა საბა ყველაფერს მიხვდა: მოხერხებული ეშმაკის ორწლიანი შრომა წყალში როდი ჩაყრილა. მაგრამ თუკი ბოროტი ასეთი გამოცდილია, ღმერთშემოსილი მამების გულში ხომ ღვთაებრივი სიბრძნის შუქი ბრწყინავს, რომელიც ბნელეთის ხრიკებს სრულიად განაქარვებს.

და აი, მოძღვრის ნათელ გონებაში ბრწყინვალე აზრმა გაიელვა. იგი დიაკვანს მიუბრუნდა:

– შვილო, აბა ერთი, მომისმინე. ბოლო გამოცდა მოვაწყოთ და ყურადღებით იყავი. მისი მეშვეობით ყველაფერი გაირკვევა. ღვთის ანგელოზებს ყოვლისმცოდნეობის ნიჭი აქვთ მიმადლებული, რადგან მათ ყოველივეს ღმერთი განუცხადებს. ეშმაკებს კი ასეთი ნიჭი არ გააჩნიათ და მრავალი საქმე მათთვის დაფარულია. მეთანხმები?

– გეთანხმები.

– რაკი მეთანხმები, ნახე, ახლა რას მოვიმოქმედებთ. მე აი ამ წუთას, აი, ზუსტად ამ წუთში, რაღაცას ჩავიფიქრებ, – მართლაც მამა საბამ ეშმაკის საწინააღმდეგოდ რაღაც გაიფიქრა, – და ეს მხოლოდ მე მეცოდინება. თუ ის ამ დაფარულს გამოააშკარავებს, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ღვთის ანგელოზი ყოფილა. მაშინ მოხვალ და მეც გამაგებინებ, რას გეტყვის.

კალივაში დაბრუნებული დიაკვანი შინაგანად რაღაც მღელვარებამ, უსიამოვნო წინათგრძნობამ მოიცვა. ამავდროულად იგი განცვიფრებული იყო მოძღვრის ამგვარი ბრძნული განზრახვით. კვანძი, სადაცაა, უნდა გახსნილიყო.

ღამით, როგორც კი დიაკვანმა „ანგელოზს“ გამოცანის ამოხსნა შესთავაზა, მის „ნათელ“ სახეზე მაშინვე რაღაც ბუნდოვანი მღელვარების აჩრდილმა გაირბინა. როგორც ჩანს, „ანგელოზს“ თავგზა აებნა.

– კი მაგრამ, ჩემო საყვარელო მამაო, რაში გაინტერესებს შენ, ასეთ ამაღლებულ ადამინს, ვიღაც მოკვდავის აზრები? ეს ხომ დაცემაა, რაღაც ქვენა სურვილები. არ გირჩევნია, ამ საღამოს განახო ჯოჯოხეთი, სამოთხე, და ჩვენი დედოფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დიდება?

მაგრამ დიაკვანი, რომელსაც უკვე რაღაც ეჭვი გაუჩნდა, მტკიცედ იდგა თავისაზე.

– მე მოძღვრის მორჩილებას ვასრულებ. მითხარი, რა ჩაიფიქრა.

„ანგელოზი“ თავისი მოხერხებული მანევრირებით შეეცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბრი. მაგრამ დიაკვანი დაჟინებით მოითხოვდა პასუხს. ამგვარად, ანგელოზის ეს დახელოვნებულ-დაქარაგმებული სიტყვები სასურველ მიზანს უკვე ვერა და ვერ აღწევდა.

– მითხარი, რა ჩაიფიქრა მოძღვარმა. ეს ხომ ძალზე უბრალოა. რატომ გაურბიხარ პასუხს? ნუთუ არ იცი?

– გაფრთხილდი, დიაკვანო. შენი სულმდაბალი ქცევით საფრთხეში აგდებ ჩემს შენდამი კეთილგანწყობას.

– არაფერი არ მაინტერესებს. სულ უბრალო რაღაცას გთხოვ. იცი თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რა ჩაიფიქრა ჩემმა მოძღვარმა?

იმავ წუთს სადღაც გაფრინდა ნათელი ნიღაბი და გამოვლინდა შემზარავი სახე. საზარელმა ველურმა კბილებმა დაიღრჭიალეს და თითქოს გააფთრებული მხეცის მსგავსი პირიდან შემდეგი სიტყვები გაისმა:

– აქედან დაიკარგე, შე უბადრუკო! ხვალ, ამ დროს, ჯოჯოხეთში იქნები, ცეცხლში! დაგწვავთ! გაგანადგურებთ!

და დიაკვანი მარტო დარჩა, მარტო და სრულიად შემუსვრილი. წარმოსახვების ორწლიან სიტკბოებას უკვე აღარ შეეძლო გადაეწონა ამჟამინდელი სიმწარე. იმ წუთებში მისგან შორს მისთვის მოძღვარი მღვიძარებდა და ლოცულობდა, და ამ ლოცვებს რომ არ განემტკიცებინა, ნამდვილად სულს განუტევებდა.

მრავალმა საათმა განვლო, სანამ იგი გონს მოვიდოდა და ფეხზე წამოდგომას შეძლებდა. თავის კალივაში უკვე ვეღარ გაჩერდებოდა, უსაფრთხოებას მხოლოდ მოძღვრის გვერდით ხედავდა. მისკენ მიმავალს მთელი გზა ყურში ის მუქარა ჩაესმოდა: „ხვალ, ამ დროს, ჯოჯოხეთში იქნები!“ შიშმა საბრალოს ძვალსა და რბილში გასტანა.

როგორც იქნა, აღდგომის კალივასაც მიაღწია. საწყალობელმა მოძღვრის ანაფორას ხელი მაგრად ჩასჭიდა და ერთი წუთითაც არ სურდა მისგან განშორება. მაშინაც კი, როცა ბერს მცირე ხნით უნდა დაეძინა, შეშინებული დიაკვანი ისევ მის გვერდით იყო.

– ნუ გეშინია, შვილო, დაწყნარდი.

– როგორ არ უნდა მეშინოდეს, ჩემო მოძღვარო, როცა დრო ახლოვდება! ვაი! ჩემი წასაყვანი დრო ახლოვდება; ქრისტე ჩემო, მიშველე!

და მართლაც, დადგენილ წუთს დიაკვანმა ბოროტ სულთა მძვინვარე თავდასხმები შეიგრძნო.

ო, რა საზარელი და სასოწარკვეთილი ღაღადისი აღმოხდა საბრალოს:

– მიშველე, მოძღვარო! ვიღუპები! მიმათრევენ! მიშველე!

მამა საბამ მუხლი მოიდრიკა, ცრემლებითა და ტკივილით აღსავსემ უფალს შესთხოვა თავისი მონის შებრალება და ბოროტ დემონთა განდევნა. და აი, მისი ვედრება შესმენილია და გვემული დიაკვანიც გამოხსნილია „პირისაგან ლომისა“.

ამგვარად დასრულდა ეს ტრაგედიაც, ტრაგედია ერთობ ჭკუის სასწავლებელი.

ოჰ, რა საფრთხეები იმალება ხილვებსა და წარმოსახვებს უკან! აი, რა შეუძლია ეშმაკს, როცა ჩვენ ჩვენს გულს სრულად არ გავხსნით აღსარების დროს! და რაოდენ ძვირფასია ერთი გამოცდილი სულიერი მოძღვარი!

მაგრამ ახლა ნათქვამს სხვა რამესაც დავსძენთ.

გამოხდა ხანი და მამა საბას რჩევების წყალობით რუმინელი დიაკვანი დამშვიდდა. მისი სულიერი ცხოვრება კეთილად წარიმართა. მოგვიანებით მღვდლადაც დაესხა ხელი და მუდამ გამოირჩეოდა თავისი კრძალულებით. მაგრამ ხიბლში ყოფნის იმ წლებმა მის სულში არასასურველი კვალი მაინც დატოვა. როგორც ჩანს, ეშმაკმა მასზე უფლებები მოიპოვა: განა უსასყიდლოდ წარმოუდგენდა იგი დიაკვანს იმდენ ტკბობის მომგვრელ ხილვას? ამგვარად, თუმცა კი ეს ადამიანი პატარაობიდანვე ათონის მთაზე აღიზარდა, თუმცა კი მისი წინსვლა, ასე ვთქვათ, ანგელოზებრივ გარემოში წარემართებოდა, მაინც, მიუხედავად ყველაფერი ამისა, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მან სხვადასხვა შემაწუხებელ განსაცდელებსა და ტანჯვაში გაატარა. ყველა განსჯის უნარის მქონე მამა ხედავდა, რომ ამის მიზეზი გახლდათ სწორედ ის ორწლიანი თანამშრომლობა ანგელოზთან, რომელიც არ იყო ანგელოზი.

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ქერუბიმი, „თანამედროვე მთაწმინდელი მამები“, წ. 2. ნაწ. 6, თ. 5.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა