martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

პასუხი „მოწყალეთა“ „არგუმენტებზე“

ვიდრე უშუალოდ „არგუმენტებს“ განვიხილავდეთ, განვსაზღვროთ ის უმთავრესი საკითხი, თუ რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს მორწმუნემ იმ შემთხვევაში, როცა ეკლესიის წევრთა შორის სარწმუნოებრივ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ცხადია, უმაღლესი ავტორიტეტი წმიდა წერილია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ წმიდა წერილს სწორი განმარტება სჭირდება; ყველა მწვალებლობა სწორედ მისი არასწორი განმარტების შედეგად წარმოიშვა. წმიდა წერილის ყველაზე სანდო განმმარტებლები წმიდა მამები არიან. როგორც წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს: „ყველა, ვისაც ჯანსაღი გონება აქვს, ცდილობს წმიდა მამათა სწავლებას მისდიოს“;32 ნეტარი ავგუსტინეს სწავლებით: „ვინც განეშორება მამათა ერთსულოვან თანხმობას, ის მთელ ეკლესიას განეშორება“.33 მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა წმინდანების სწავლებებიც ურთიერთსაპირისპიროა, ანდა ასე გვეჩვენება. ასეთ შემთხვევაში წმიდა ბიკენტი ლირინელი გვირჩევს: „მათ (წმიდა მამებს) შემდეგი წესის დაცვით უნდა ვერწმუნოთ: რასაც ყველანი, ან მათი უმეტესობა, ერთხმად იღებდა, იცავდა და განცხადებულად გადმოსცემდა, თანაც უყოყმანოდ, თითქოსდა ეკლესიის მოძღვართა შორის არსებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ის უნდა მივიჩნიოთ უეჭველად, სარწმუნოდ და უცილობლად; ხოლო რასაც ვინმე, თუნდაც წმინდანი, ან მეცნიერი, აღმსარებელი ან მოწამე განსხვავებულად განსჯიდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ყველას, – ჯეროვანია, რომ ეს ნააზრევი მივაკუთვნოთ მის პირად, დაფარულ, კერძო მოსაზრებებს და განვასხვაოთ საერთო, განცხადებული და საჯარო რწმენის ავტორიტეტისაგან“.34

„მოწყალეთა“ „არგუმენტების“ მცდარობის დასამტკიცებლად აუცილებელია ისინი ეკლესიის წმიდა მოძღვართა სწავლებებს შევუდაროთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ წმიდა მამების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ როგორც დაცემულ ანგელოზთა, ასევე საშინელი სამსჯავროს შემდეგ გეენაში წარგზავნილ ცოდვილთა ტანჯვა იქნება მარადიული, ისევე როგორც მართალთა ნეტარება ცათა სასუფეველში. წმიდა მამები აზრებს და სწავლებებს გეენის ტანჯვის დასრულების შესახებ ასე აფასებენ: „ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია“ (წმ. ბასილი დიდი); „სრული უაზრობაა“ (ნეტარი ავგუსტინე); „სატანური აზრია, რომელიც ამაო ალერსით უზრუნველობაში აგდებს“ (წმ. იოანე ოქროპირი); „ბილწი სწავლებაა... სასიამოვნოა გემოთმოყვარეთათვის“ (წმ. იოანე სინელი); მისით ცდუნებულნი მიჰყვებიან „დემონებს და მათ სწავლებას“ (წმ. ბარსანოფი დიდი); „თუკი ვიტყვით, რომ სასჯელს დასასრული ექნება, ამით მთელ ახალსა და ძველ აღთქმას მცდარად ვაღიარებთ“ (წმ. ანასტასი სინელი); „ბნელი და დამღუპველი შხამია“ (წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი); „მოწოდებაა ყოველგვარი ცოდვისა და დაღუპვისკენ“ (წმ. პატრიარქი ფოტი); „უგუნური აზრია“ (წმ. თეოფილაქტე ბულგარელი); „ყველა სწავლებაზე უფრო არაადამიანურია“; „ეკლესიის დამაზიანებელი და გულმოდგინეთა დამასუსტებელია“;  (წმ. მარკოზ ეფესელი); „რომელი სიტყვა შეიძლება იყოს ამაზე უსჯულო?“ (წმ. სვიმეონ თესალონიკელი). (ციტატები აღებულია ქვემოთ მოტანილი მამათა სწავლებებიდან).

ცნობილი რუსი ისტორიკოსი, პატროლოგი, წმიდა მამათა სწავლებების მთარგმნელი ალექსეი სიდოროვი წერს: „თუნდაც დაშვება „ყველას აღდგენისა“ („აპოკატასტასისის“) არის ქრისტიანობის ფუნდამენტური საფუძვლების შერყევა, და აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი არქიერესი... და თუკი ყველა წესიერი და გონიერი ადამიანი ცხადად აცნობიერებს, რომ მას არა აქვს უფლება თავისი ნებისმიერი აზრის გამოთქმისა, მით უმეტეს ამას უნდა აცნობიერებდეს ის, ვისაც საეკლესიო მსახურება აქვს მინდობილი“.35

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა