martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

მოთმინებისა და კეთილმსახური

ცხოვრებისათვის

 

 

თქვა ბერმა გლახაკი ლაზარესთვის: მასთან ვერ ვპოვებთ სათნოებას, გარდა იმისა, რომ არასოდეს დრტვინავდა ღმრთის წინაშე, ყველა ჭირსა და განსაცდელს მადლობით ითმენდა და არც ის მდიდარი განუკითხავს როდისმე. ამისთვის შეიყვარა იგი ღმერთმა.

 პატერიკი

 

ბერმა თქვა: თუკი უცხო ადგილას მოხვდები და არავინ შეგიწყნარებს, ნუ შეწუხდები, არამედ თქვი: ღირსი რომ ვყოფილიყავ, უბრძანებდა ღმერთი თავის მონებს და განმისვენებდნენ.

 პატერიკი

 

თქვა მამა მატოიმ: სამი ბერი მივიდა მამა პაფნოტისთან (რომელსაც კეფალოსი ერქვა) სიტყვის საკითხავად. უთხრა მათ ბერმა: სულიერი გასწავლო თუ ხორციელი? მათ უპასუხეს: ხორციელი. მაშინ უთხრა: წადით და შეიყვარეთ გაჭირვება განსვენებაზე მეტად, უპატიოება დიდებაზე მეტად და გაცემა გამორთმევაზე მეტად.

 პატერიკი

 

შენ სიმდიდრე არ გაგაჩნია? შეგიძლია მიხედო ავადმყოფს, მიაკითხო პატიმარს, ჭიქა ცივი წყალი მიაწოდო, მწირი შეიწყნარო საკუთარ ჭერ ქვეშ, ორი გროში შეწირო ქვრივის მსგავსად, იტირო მგლოვიარეებთან ერთად; ესეც მოწყალებაა. მაგრამ შენ არაფერი გაგაჩნია, სრულიად გლახაკი ხარ, ხორციელად უძლური, და სიარულიც არ შეგიძლია? ყოველივე მადლობით გადაიტანე და დიდ ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო ლაზარეს სათნოება. ის ფულით არავის ეხმარებოდა; როგორ შეძლებდა ამას, როცა აუცილებელი საზრდელიც არ ჰქონდა? იგი არ აკითხავდა სნეულს; როგორ გააკეთებდა ამას, როცა ძაღლები ლოშნიდნენ? მაგრამ ამის გარეშეც მოიპოვა ჯილდო სათნოებისათვის – ყველა გასაჭირის მხნედ გადატანისთვის; – იმისთვის, რომ ხედავდა სასტიკსა და უწყალო კაცს პატივსა და განცხრომაში, თავს კი – ასეთ გაჭირვებაში, და არცერთი სიტყვა არ წარმოუთქვამს. ამიტომაც დაიმკვიდრა აბრაამის წიაღი, თუმცა არაფრით იყო მიცვალებულებზე უმჯობესი, გაუნძრევლად იწვა მდიდრის კართან. გვირგვინოსანი იქმნა პატრიარქთან ერთად, რომელმაც მრავალი კეთილი საქმე აღასრულა. განდიდებული და დამკვიდრებულია მის წიაღში ის, ვისაც მოწყალება არ დაურიგებია, ჩაგრულისთვის ხელი არ გაუწვდია, მწირი არ შეუწყნარებია, არ შეეძლო ამათი მსგავსი რაიმე აღესრულებინა; მხოლოდ ღმერთს ჰმადლობდა ყველაფრისათვის და ნათელი გვირგვინი მიიღო. ჭეშმარიტად დიდებული საქმეა – მადლიერება, კეთილმსახურება, მოთმინება ასეთ გაჭირვებაში. ეს უმაღლესი სათნოებაა.

  წმ. იოანე ოქროპირი

 

იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია. არაფერი ამის მსგავსი ლაზარეს არ უფიქრია, არამედ ღმრთის მიუწვდომელ კაცთმოყვარეობას მინდობოდა, სულს განსწმენდდა, ტანჯვას იტანდა, მოთმინებას ავლენდა. სხეულით იწვა, მაგრამ გონებით მიისწრაფოდა, გულისსიტყვით აღფრთოვანდებოდა, ჯილდოს მისაღებად ემზადებოდა, ბოროტებას განშორებული და სიკეთის ხატად ქმნილი. ის არ ამბობდა: მუქთახორები გარდამატებულად ტკბებიან, ხოლო მე ნამცეცების ღირსიც ვერ ვხდები. მაშ, რას შვრებოდა? ღმერთს ჰმადლობდა და ადიდებდა.

  წმ. იოანე ოქროპირი

 

მცირედაც არ შეუშინდე გმობის სულს, რომელიც ხშირად აშფოთებს შენს ღმრთისმოყვარე და კეთილ გულს. უფრო კი წინ აღუდექი და სძლიე მას ლოცვებით, მოწყალებით, დაჩაგრულთა დაცვით, სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით შენი მსახურებისადმი. ყოველივე ამას და მსგავს საქმეებს ნამდვილად ძალუძს შენი სულისაგან დამღუპველი დემონის განდევნა, რომელიც კადნიერდება უკეთური აზრები ჩაგაგონოს შენი ნების საწინააღმდეგოდ, ღმერთის, მისი ქმნილებების, წმიდა და პატიოსანი საიდუმლოების წინააღმდეგ.

  წმ. ნილოს სინელი

 

სხეულის სიჯანსაღეც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც ბრძანა: „მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა (2 სჯულ. 32,39). ამრიგად, თუ ღმერთს სურს, ჯანმრთელობას ექიმის მიერ მიანიჭებს, და როდესაც უნდა – თავისი ერთი სიტყვით განკურნავს.

   წმ. ბარსანუფი დიდი

 

წმიდა წერილი ამბობს: „განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად“ (ფსალმ. 65, 12-13); და ვისაც სურს, რომ ღმერთს სათნო ეყოს, მცირე გაჭირვება უნდა გამოიაროს. როგორ უნდა ვნატრიდეთ წმინდა მოწამეებს ტანჯვისთვის, რომელიც ღმრთისათვის დაითმინეს, თუკი ჩვენ თვითონ ცხელების ატანაც არ შეგვიძლია? უთხარი შენს მწუხარე სულს: განა ცხელება გეენიაზე უმჯობესი არ არის შენთვის? ნუ ვიქნებით სნეულებაში სულმოკლენი. მოციქული ამბობს: „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ (2 კორ. 12,10). იცოდეთ – ღმერთი სცდის გულსა და შიგნეულს. მოვითმინოთ, გადავიტანოთ, ვიყოთ მოწაფე მოციქულისა, რომელიც ამბობს: „ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12,12), – რომ ჩვენზეც არ აღსრულდეს წმიდა წერილის სიტყვა: „აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას“ (ფსალმ. 48,19). თუკი უწინ სხეული არ გაწუხებდა და ახლა გამოსაცდელად მცირე გასაჭირი შეგხვდა, რატომ იობს არ გაიხსენებ, რომელმაც თქვა: „უკუეთე კეთილი იგი მოვიღეთ ხელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა?“ (იობ. 2,10). იცოდე, ვისაც ყველაფერში განსვენება სურს, ერთ დროს გაიგონებს: „მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა“ (ლუკ. 16,25). ნუ მოვუძლურდებით, ჩვენ გვყავს მოწყალე ღმერთი, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი უძლურება. თუკი იგი გამოსაცდელად უშვებს სნეულებას, ჩვენ მოციქულისაგან გაგვაჩნია კურნება: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელსა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად“ (1 კორ. 10,13).

   წმ. ბარსანუფი დიდი

 

კეთილდღეობისას ფარისევლები და ბოროტი ადამიანებიც ხარობენ, უყვართ ღმერთი, მადლობენ ღმერთს. მაგრამ როცა კეთილდღეობა წაერთმევათ, მაშინ დრტვინავენ, შფოთავენ, მწუხარებენ, ხშირად ჰგმობენ კიდეც და ამით ამჟღავნებენ, რომ მათ ღმერთი ბაგეებით უყვართ და არა გულით, როგორც წერია ისრაელელებზე: „და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ“ (ფსალმ. 77, 36-37). ასეთი ქმედებით მოწმობენ საკუთარ თავზე, რომ მათ ღმერთის სიკეთეები უყვართ და არა ღმერთი. მართალი და ღმრთისმოყვარე გული, რომელიც ღმერთს ყველაფერში ემორჩილება და მიყვება, ასე არ იქცევა: იგი კეთილდღეობაშიც მადლობს და უგალობს ღმერთს, როგორც კეთილისმყოფელს; უბედურების ჟამსაც სცნობს და აქებს ღმერთს, როგორც კეთილისმყოფელს, დავითთან ერთად აღიარებს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“ (ფსალმ. 118,71); და ყოველ ჟამს, მხიარულებასა თუ მწუხარებაში, იმავე ფსალმუნთმგალობელთან ერთად აკურთხევს ღმერთს: „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა“ (ფსალმ. 33,2).

   წმ. ტიხონ ზადონელი

 

დღეს მწუხარებანი რომ არა, ვერაფრით ვცხონდებოდით. ღვაწლი აღარ არის, ჭეშმარიტი მონაზვნობა აღარ არის, წინამძღვრები (სულიერი) აღარ არიან. მხოლოდ მწუხარებანი ცვლიან ყველაფერს.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

უდანაშაულო და ყოვლადწმიდა უფალმა მიწიერი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა; მით უმეტეს უნდა იტანჯებოდნენ დამნაშავეები, იმის გაცნობიერებით, რომ ტანჯვის ღირსნი არიან. მათ უნდა უხაროდეთ, რომ ხანმოკლე ტანჯვით მარადიული ტანჯვისაგან თავისუფლდებიან, ღმერთკაცის მიმდევართა და თანამოსაგრეთა რიგში დგებიან. ვინც უარს ამბობს ტანჯვაზე, თავს ტანჯვის ღირსად არ მიიჩნევს, იგი არ ცნობს თავის დაცემასა და წარწყმედას! ვინც მიწიერ ცხოვრებას სიამოვნებებში ატარებს, იგი თავის ცხონებას უარყოფს! ვინც მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მიწიერი წარმატებისთვის გამოიყენა, იგი უგუნურად მიიჩნევს ხანმოკლე დროს მარადისობად, ხოლო მარადისობას – არარსებულად, საკუთარ თავს მარადისობაში უბედურებას უმზადებს. ვინც თავის დაცემასა და წარწყმედას არ ცნობს, ის არ ცნობს მაცხოვარს, უარყოფს მას!

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე ამაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს! შესთავაზე მეფობა, ოქროს მთები – არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს ამ შეთავაზებას. ერთი აზრი აქვს, ერთი ზრუნა: როგორმე ცხონებისა და ნეტარების იმედით წავიდეს ამ ქვეყნიდან. ამიერიდან შენც ამგვარი განწყობა მოიხვეჭე: შენი სიცოცხლის ყოველი დღე უკანასკნელად მიიჩნიე, ელოდე, რომ მოგიწოდებს უფალი შენი. ამგვარი განწყობით წუთისოფელში აღარაფერი მოგეჩვენება მიმზიდველად, და თუკი მუდმივად ამ სადარაჯოზე იდგები და იფხიზლებ, მშვიდობიანად შეხვდები სიკვდილს.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

ამრიგად, დაუტევე ამსოფლიური ჩვეულებები, ყოველი შენი ქმედება და ყოველი ნაბიჯი ისე აღასრულე, როგორც სახარებისეული კანონი ბრძანებს და სოფელში ისე იცხოვრებ, როგორც უდაბნოში; შენსა და სოფელს შორის ეს კანონი კედელივით აღიმართება, რის შედეგად სოფელს ვეღარ დაინახავ. ის შენს თვალწინ იქნება, მაგრამ არა შენთვის. სოფელს ცვალებათა საკუთარი წესი ექნება, შენ კი – შენი წესრიგი. ის თეატრში წავა, შენ – ეკლესიაში; ის იცეკვებს, შენ მეტანიებს გააკეთებ; ის სასეირნოდ იქნება, შენ კი – სახლში, განმარტოებით; ის უქმადმეტყველებასა და სიცილ-ხარხარში იქნება, შენ კი – დუმილსა და უფლის ქებაში; ის სიამტკბილობაში იქნება, შენ – შრომაში; ის უსარგებლო რომანების კითხვაში იქნება, შენ – საღმრთო წერილისა და მამათა სწავლებების კითხვაში; ის მეჯლისებზე იქნება, ხოლო შენ – თანამოაზრეებთან ან სულიერ მამასთან საუბარში; ის ანგარებიან ანგარიშებში იქნება, შენ კი – თავგანწირვაში; ის ვნებიან ოცნებებში იქნება, შენ კი – საღმრთო ფიქრებში. ამგვარად, ყველაფერში კანონები დაიწერე და ამასოფლის ჩვეულებათა საწინააღმდეგო ცხოვრების წესი შემოიღე; სოფელში ისე იქნები, როგორც უდაბნოში. არც შენ გამოჩნდები სოფელში, არც სოფელი გამოჩნდება შენში. მეუდაბნოე იქნები სოფელში, წმინდა მარიამის (ეგვიპტელის) მიმბაძველი გახდები უდაბნოში წაუსვლელად.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

ყველაფერი ღმრთისგანაა – სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისაგან ყველაფერი ცხონებისათვის გვეძლევა. შენც ასე მიიღე შენი სნეულება და ჰმადლობდე ღმერთს, რომ შენი ცხონებისთვის ზრუნავს. რით შეეწევა ღმრთისაგან მოცემული (სნეულება) ჩვენს ცხონებას, ეს შეიძლება არ გამოვიძიოთ, იმიტომ, რომ ალბათ ვერც გავიგებთ. ღმერთი სნეულებას ზოგჯერ სასჯელად გვიგზავნის, როგორც ეპიტიმიას; ზოგჯერ გონზე მოსასვლელად, რომ გამოფხიზლდეს კაცი; ზოგჯერ უბედურებისაგან გადასარჩენად, რომელშიაც ჩავარდებოდა კაცი, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო; ზოგჯერ იმისთვის, რომ კაცმა მოთმინება გამოავლინოს და ამით უფრო დიდი ჯილდო მიიღოს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისაგან განსაწმენდად; და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით...

   წმ. თეოფანე დაყუდებული

 

წმინდა ისააკ ასური დაწვრილებით აღწერს, როგორი თანმიმდევრობით შეჰყავს უფალს ადამიანი მეტ და მეტ განმწმედ მწუხარებებში და როგორ განახურვებს მასში სულის შემუსვრილებას. ჩვენი მხრივ, მხოლოდ ღმრთის კეთილი განგებულების რწმენა და მისგან გამოგზავნილის მზადყოფნით, სიხარულით, მადლიერებით მიღება მოგვეთხოვება. ამის უკმარისობა სამწუხარო შემთხვევებს განმწმედ ძალას აცლის, არ უშვებს მათ ჩვენს გულამდე და (სულის) სიღრმეებამდე... გარედან მომავალი მწუხარებების გარეშე ადამიანს ამპარტავნებისა და ზესთამჩენობის წინააღდგომა გაუჭირდება.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

ძალიან გაწუხებენ ხშირი ზიარების გამო. ნუ შეძრწუნდებით... ყველა ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ არ დამკვიდრდა ჩვენთან ეს ჩვევად. აღმოსავლეთში ქრისტიანები ხშირად ეზიარებიან, – არა მარტო დიდ მარხვებში. თავდაპირველად ქრისტეს ეკლესიაში ყოველ წირვაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ბასილი დიდს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა ხშირად ზიარება და როგორი სიხშირით? მან უპასუხა, რომ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელია. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორი სიხშირით უნდა ეზიარონ, უპასუხა: ჩვენ კვირაში ოთხჯერ ვეზიარებით – ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენ – იგულისხმება ყველა კესარიელი. კითხვა ეხებოდა არა მღვდელმსახურებს, არამედ ერისკაცებს... ყოველ წირვაზე მღვდელი მოუწოდებს: „შიშითა ღმრთისაჲთა და სარწმუნოებით მოვედით“. აქედან გამომდინარე, ყოველ წირვაზე შეიძლება ზიარება... მხოლოდ ეცადეთ ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც საჭიროა და შიშით, ძრწოლით, სარწმუნოებით, შემუსვრილებითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმედისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.

  წმ. კასიანე რომაელი

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა